LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სხვისი შრომის დაფასება, იმ ადამიანებს უჭირთ, რომლებიც საკუთარი შრომით არ არიან კმაყოფილები და ამით კომპენსირებას აკეთებენ” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

60
7-rcheva-show-324435

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ უჭირთ ადამიანებს სხვისი შრომის დაფასება და რატომ სჭირდება ბავშვს რეალიზებული მშობლები – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს ჰყავდეს რეალიზებული მშობელი?

რეალიზებული ხარ მაშინ, როცა აკეთებ საყვარელ საქმეს, როცა დილით ადგომა არ გეზარება და ამაში დამატებით ფულს გიხდიან. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, როცა არ ვმუშაობ, არასდროს მყოფნის დრო არც სახლის დალაგებაზე, არც ბავშვებისთვის. როცა ვმუშაობ, გაწერილი მაქვს, რა უნდა გავაკეთო. ადამიანს ხელს არ უშლის მუშაობა. მნიშვნელოვანია ბავშვთან ერთად გაატაროთ დრო ნაყოფიერად, თუნდაც ერთი საათით, ხშირად მშობლები მთელი დღე სახლში არიან, მაგრამ მაინც ვერ უთმობენ დროს შვილებს.

დღეში ერთი საათიც საკმარისია დაუთმოთ შვილს და ეს ურთიერთობა იყოს ხარისხიანი. ორივე მშობელი საჭირია ბავშვისთვის, თუმცა განსაკუთრებით დედებზე გავაკეთებ აქცენტს, დედას პრაქტიკულად ვერავინ ვერ ცვლის.

რამდენად მნიშვნელოვანია წყვილმა ერთმანეთის საქმიანობა დააფასოს?

არა მარტო ერთმანეთის, არამედ საკუთარი საქმეც უნდა დავაფასოთ. ხშირია, როცა მშობელი მოდის სამსახურიდან გაღიზინებული, ამ დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ სამსახური საშინელებაა. როდესაც წყვილი ერთმანეთის საქმეს არ აფასებს, ბავშვი უყურებს ურთიერთობის ამ მოდელს, ეს მისთვის არის დემოტივაცია, სამომავლოდ საქმიანობის არჩევისა და განვითარებისთვის.

რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს სხვისი შრომის დაფასება?

მგონია, სხვისი შრომის დაფასება, იმ ადამიანებს უჭირთ, რომლებიც საკუთარი შრომით არ არის კმაყოფილები და ამით კომპენსირებას აკეთებენ. მე თუ ჩემი საქმე მიყვარს, სხვისი საქმის დაფასების უნარიც მაქვს და აღარ მჭირდება ჩემ თავს ან სხვას დავუმტკიცო, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანია.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია რეალიზებული მშობლები. თუ მე უზრუნველყოფ ბავშვს მაგალითად: ბოლო თაობის ტელეფონით, ჩავაცვამ თანამედროვედ, ეს არ ნიშნავს, რომ მე ბავშვს სწორად ვზრდი და სწორ მიმართულებას ვაძლევ. მე მქონდა ასეთი ქეისი, ერთ-ერთი წარმატებული ოჯახი მოვიდა ჩემთან. მშობლებმა მითხრეს, რომ მათ შვილს სურდა ვეტექიმობა და ეს მათთვის სერიოზული პრობლემა იყო. მუშაობის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ბავშვს ეს საქმე მოსწონს და გავუშვით პრაქტიკებზე. პროფესიის არჩევისას უნდა დავაკვირდეთ რით არის გატაცებული ჩვენი შვილი. ბუნებამ ჩვენზე კარგად იცის, რა არის სწორი არჩევანი. თუ ჩვენს არარეალიზებულ გატაცებებს ბავშვს თავს მოვახვევთ, შედეგს ვერ მივიღებთ. ვეტექიმს თუ არ აინტერესებს ფიზიკა, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები