LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვა ,,დავიღალე” არ უნდა არსებობდეს შენს ლექსიკონში – ექიმი, პოლიტიკოსი, კულინარი – როგორია სოფო ჯაფარიძის ,,წარმატების ფორმულა”

11
sofojafaridze

გადაცემის ლაივი LIVE

მედგიდისდამფუძნებელი, ექიმი, პოლიტიკოსი და კულინარი სოფო ჯაფარიძე სტუმრად გვანცა ლაღიძის გადაცემაში „წარმატების ფორმულა“.

სოფო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კულინარია თქვენი ერთერთი საყვარელი საქმიანობაა. თქვენი მულტიპროფილური სამუშაო გრაფიკის ფონზე როგორ ახერხებთ სუშის უგემრიელესი როლების მომზადებას?

მადლობა მოწვევისათვის. ცხადია, ახლა კიდევ უფრო ცოტა დრო მაქვს, თუმცა საბედნიეროდ, რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ჩემს ყველა საყვარელ საქმიანობას დავუთმო დრო.

თქვენ პლატფორმამედგიდიდააფუძნეთ. საინტერესოა, რატომ გახდა ასეთი საჭირო პლატფორმა არაერთი შეტევის მსხვერპლი?

– ჩვენი ტიპის არაერთი ჯგუფი არსებობს სოციალურ ქსელში, მაგრამ ჩვენზე განსაკუთრებული შეტევაა ფაქტობრივად ყოველდღიურად და ამის გამო სულ დიდი ხარვეზებით ვმუშაობთ, ქრება პოსტები, იბლოკებიან ჯგუფის წევრები, მეც კი დავბლოკილვარ. ალბათ მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ჯგუფში თვალნათლივ ჩანს ჯანდაცვის სისტემის უდიდესი ხარვეზები, რაც ყველა რგოლში და ჭრილში ფიქსირდება. რაკი ხალხის მხრიდან აფიშირება აქტიურად ხდებოდა ჩვენს ჯგუფში, ალბათ ამიტომ გავხდით სამიზნე. ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ, არის საწოლების ნაკლებობა, მათ ხელი არ მიუწვდებათ სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე და ა.შ. ყოველდღე წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი გვიკავშირდება. ფაქტობრივად მთელი დღე ტელეფონზე ვსაუბრობ, მაქსიმუმ 3-4 წუთი იყოს ჩემი ტელეფონი გაჩერებული.

თქვენ 3 შვილის დედა ხართ. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში?

-ამ განუკითხაობას ვერ ვუყურებდი სახლიდან მშვიდად და ეს ყველაზე უკეთ “მედგიდმა” დამანახა. ეს ყველაზე კარგად ახლა გამოჩნდა, ასე რომ ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ამ პრობლემის მოგვარებაში. პროფესიით ექიმი ვარ, თუმცა როგორც ექიმსაც და როგორც პოლიტიკოსსაც ერთი მიზანი მაქვს, ადამიანებს დავეხმარო და მათ გვერდით ვიყო. თითქოს პოლიტიკა და მედიცინა საერთოდ განსხვავებულია, არადა ორივე შემთხვევაში ჩემს საქმიანობას ერთადერთი მიზანი აქვს.  სწორედ ამიტომ გავხდი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი.

როგორია სამი შვილის დედა, სიმღერისა და კულინარიის მოყვარული სოფო?

-სამწუხაროდ, დღეს ჩემს შვილებს ბევრ დროს ვეღარ ვუთმობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა ამ ადამიანებს უფრო ვჭირდები. ჩემს შვილებთან ყოველთვის ბევრ დროს ვატარებდი და მათ ცხოვრებაში მრავალი კუთხით ვიყავი ჩართული. დღეს სამწუხაროდ ამის დეფიციტი მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ამას ავანაზღაურებთ.

სოფო, რა არის თქვენი სამომავლო მიზანი და გამოწვევა?

-ის, რომ დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან სრულიად ზურგშექცეულები სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგანან. მინდა ეს თუნდაც იმით გავაკეთო, რომ მე იყო მათი წარმომადგენელი საკრებულოში.

პოპულარობა მალე გეწვიათ. ჟურნალისტებთან ურთიერთობა თუ გსიამოვნებთ?

-ყველაზე ძალიან პოპულარობაში ეს მომწონს. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებთან კარგ ურთიერთობას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი სათქმელის ხალხთან მიტანაში, უკლებლივ ყველა ჟურნალისტს ძალიან ვაფასებ.

სხვადასხვა საქმის შეთავსებისას საქმიანი ეტიკეტების შეთავსებაც გვიწევს. ყოფილა რამე უხერხული და სასაცილო მომენტი, რაც შეგემთხვათ ეტიკეტის არცოდნის გამო?

– სიმართლე გითხრათ, სულ მაქვს უხერხულობის მომენტები, რადგან იმდენი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ მუდმივად მიწევს ჩემს თავზე მუშაობა და ბევრი რამის სწავლა. თუმცა გამორჩეულად უხერხული და სასაცილო არაფერი მახსენდება.

რა თვისებას აფასებთ კოლეგებში ყველაზე მეტად?

-ყველაზე მეტად ვაფასებ შრომისმოყვარეობას და მგონია, რომ ადამიანისთვის მისი საქმის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ ახერხებთ თქვენი სხვადასხვა პროფილის შეთავსებას, აღგვიწერეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის რეჟიმიროგორ ახერხებთ განტვირთვას იმისათვის, რომ პროდუქტიული იყოთ?

-განტვირთვას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არც მაქვს ამის სურვილი, რადგან ამდენი პრობლემის ფონზე ძალიან მობილიზებული ვარ. არც მინდა, რომ რამდენიმე დღე წავიდე და დავისვენო, რადგან ვთვლი რომ რაღაცას როცა მოკიდებს ადამიანი ხელს, ის უნდა გააკეთოს ბოლომდე და ამისთვის თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ ზოგჯერ ხუთი წუთითაც ვერ ვისვენებ ხოლმე.

როგორც ვიცი, მოგზაურობა გიყვართ.

-დიახ, ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად მოგზაურობა, მაგრამ აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი სამოგზაუროდ, აღარც კი მახსოვს როგორი შეგრძნებაა. მაგრამ მჯერა, რომ ყველა ერთად მოვერევით ამ ყველაფერს და მალე დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას, ისეთს, როგორიც იყო.

თეთრი ხალათი, პიჯაკი და ტრიბუნა თუ წინსაფარი სამზარეულოში?

-სამივე და თან აუცილებლად.

დღესაც იქნება წინსაფარი და სამზარეულო, ამ დატვირთულ დღეს?

-აუცილებლად.

აზრი, რომელიც ახლა გებადებათ?

-ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა და რაღაცნაირად განვიტვირთე, ვისვენებ, რისთვისაც დიდი მადლობა.

კითხვის დრო გრჩებათ?

-ახლა ნაკლებად, მაგრამ ზოგადად კითხვა ძალიან მიყვარს. ბოლოს გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფია წავიკითხე.

ბლიცკითხვები:

საყვარელი სპორტული აქტივობა?

-ცურვა.

საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

-ჩემი შვილების ნახატები..

რომელ სიმღერას ღიღინებთ ხოლმე ხშირად?

-ქართულ სიმღერებს. ჩემთვის სხვა არაფერი არსებობს. ჩემი ერთადერთი განტვირთვა მანქანაში ყოფნის და გადაადგილებისას ქართული მუსიკის მოსმენაა.

კერძი, რომელსაც საუკეთესოდ ამზადებთ?

-ზოგადად, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი შვილია და რაკი ჩემი გაკეთებული სტეიკი მოსწონს ყველაზე მეტად, სტეიკს ვიტყვი.

ფრაზა, რომელსაც საკუთარ თავს ეუბნებით ხოლმე რთულ სიტუაციებში

-სოფო, არ დაიძინო და გააგრძელე მუშაობა.

ბავშვებთან ერთად საუკეთესო აქტივობა?

-სეირნობა ტყეში.

რისი ფობია გაქვთ?

-თაგვის.

როგორი გინდათ რომ იყოს საქართველო 5 წელიწადში?

-პირველ რიგში დამოუკიდებელი, ასევე უსაფრთხო. ჩვენმა შვილებმა აქ უნდა იცხოვრონ და აღარ უნდა გვქონდეს ის განცდა, რაც დღეს გვაქვს მშობლებს, რომ ვშიშობთ ჩვენი შვილების გამო, რადგან დაუცველები არიან. ქვეყანა რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც დღესაა.

გადაცემის სახელწოდება რომელსაც სტუმრობთ

-“წარმატების ფორმულა”.

რას დახატავდით გადაცემაშიწარმატების ფორმულა“, რასთან ასოცირდება ის თქვენთვის?

-ძალიან ბევრ ადამიანთან, რომლებიც არიან ვაქცინირებულები. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ჩვენთვის მიუღწეველი ოცნება გახდა და რომელსაც უფრო და უფრო ვშორდებით, სწორედ ვაქცინაციით მიიღწევა. ამიტომ, ალბათ ბევრ ვაქცინირებულ ადამიანს დავხატავდი.

რაშია თქვენი წარმატების ფორმულა? რომელია ის მთავარი თვისებები, რომლებიც უნდა გამოვიმუშაოთ ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად?

-პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შენი საქმე. ექიმს უნდა უყვარდეს პაციენტი და თუ ასე არაა, ის ვერ იქნება წარმატებული. პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს და სტკიოდეს მოქალაქეების სატკივარი. როგორც მენეჯერი, უნდა იყო შრომისუნარიანი, შრომისმოყვარე და მოგწონდეს შენი საქმე. რაც მთავარია, სიტყვა “დავიღალე” არ უნდა არსებობდეს შენს ლექსიკონში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები