LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლეები და მორიგი საგაზაფხულო აქციები – „ავერსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

16
pulsiii

გადაცემის ლაივი LIVE

29 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორი ქეთი მელაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე სტუმრობდნენ, რომელთაც „ავერსის“ სიახლეებსა და მორიგ აქციებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ლალი, რა სიურპრიზს უმზადებს კომპანია „ავერსი“ მომხმარებელს „მტრედი ბარათის“ მორიგ გათამაშებაზე? 

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ წელს იუბილეს ავღნიშნავთ, 25 წელი გვისრულდება და სწორედ ამიტომ დავაწესეთ „მტრედი ბარათის“ გათამაშებაში ის პრიზები, რომლებიც ჩვენს 25-წლიან საქმიანობას უკავშირდება. იანვრის თვეში უკვე ჩატარდა ერთი გათამაშება, მეორემ 11 მარტს აიღო სტარტი, აღნიშნული გათამაშება კი, 22 ივლისს გაიმართება და მართლაც შთამბეჭდავი პრიზებით გავახარებთ ჩვენს მომხმარებელს. ასე რომ, ყველას  გააქტიურებისკენ მოვუწოდებ, რათა მაქსიმალურად დააგროვონ ქულები (ყოველი 10 ლარის შენაძენზე – გათამაშების ერთ ბილეთი) და მიიღონ არაჩვეულებრივი პრიზები – 5-ჯერ 10 ათასი ლარი, 25 ათასი, 50 ათასი და მთავარი – ე.წ. ერთგულების ჯილდო – 1000 ლარი ყოველ თვე 25 წლის მანძილზე.

– ქალბატონო ქეთი, რა სიახლეს სთავაზობს „ავერსი“ ერთგულ კლიენტებს?

– გაზაფხულის დადგომასთან ერთად, არც ჩვენ ვღალატობთ ტრადიციას და უამრავ სეზონურ აქციას ვმართავთ. მაგალითად, მარტის ბოლოს გრანდიოზული – 20-დან 40%-მდე ფასდაკლების აქცია დასრულდა ჰიგიენურ და კოსმეტიკურ პროდუქციაზე, რომელმაც მომხმარებელს  Unicard-ის ქულების გაორმაგების საშუალებაც მისცა. ამასთანავე, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს სააფთიაქო ქსელს ახალი ბრენდები – Topicrem, Vichy, Avene შეემატა, რამაც განსაკუთრებით ქალბატონები გაახარა.

– ქალბატონო ლალი, 25 წელი მართლაც შთამბეჭდავი სტაჟია კომპანიისთვის. საინტერესოა, როგორ გეგმევთ იუბილეს აღნიშვნას?

– 2019 წელი პრაქტიკულად სრულად გვაქვს დაგეგმილი, მომხმარებელს კი, პერიოდულად გავაცნობთ ჩვენს გეგმებს, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ მომხმარებლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სილამაზესა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვაა.

– ქალბატონო ქეთი, საქმიანობის პირველ ეტაპზე „ავერსი“ მხოლოდ მედიკამენტებით უზრუნველყოფბა მოსახლეობას, თუმცა მომსახურების გაფართოვებით დღეს უკვე პრაქტიკულად ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის შეთავაზება შეუძლია. ახალი მედიკამენტების შემოტანას ხომ არ გეგმავთ?

– რა თქმა უნდა, გაფართოვებას ამ კუთხითაც ვგეგმავთ, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა სწორედ მედიკამენტებს ეძებს „ავერსის“ აფთიაქებში, ჩვენ კი, ფართო არჩევანთან ერთად უამრავ სეზონურ აქციას ვთავაზობთ. მაგალითად, აპრილის თვიდან ალერგიულ პრეპარატებს მივაწვდით მნიშვნელოვანი ფასდაკლებით და „1+1“-ის აქციით, რომელიც ერთ შენაძენზე დამატებით საჩუქარს ითვალისწინებს. ხშირად ვაწყობთ SMS-აქციას, როცა SMS-ის კოდის წარდგენით მომხმარებელი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იძენს სასურველ პროდუქციას, ამასთანავე, გვაქვს ფასდაკლების სპეციალური დღეები – სამსაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, თვეში ერთხელ კი, ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს 25 %-იანი ფასდაკლებით.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2328403530771211/

– ქალბატონო ლალი, ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. სასაჩუქრე ბარათი, რომელიც ერთნაირად მომგებიანია მისთვის, ვისაც ჩუქნიან და მისთვის, ვინც ჩუქნის. თქვენ რა სიახლეს სთავაზობთ ამგვარი მომსახურებით დაინტერესებულ მომხმარებელს?

– ყველამ კარგად იცის, რომ „ავერსი“ არა მხოლოდ მედიკამენტებით, არამედ კოსმეტიკური, სახისა და ტანის მოვლის საშუალებებითაც უზრუნველყოფს მოსახლეობას. ჩვენი სასაჩუქრე ბარათი კი, 20, 50 და 100-ლარიან ნომინალს გულისხმობს, რომელიც აქციის დღეს საკმაოდ სოლიდური ფასდაკლებითაც სარგებლობს.

– ქალბატონო ქეთი, სულ ცოტა ხნის წინ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი განახლდა, შეიცვალა ექსტერიერი, ინტერიერი კი, არაჩვეულებრივად გაფორმდა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ცვლილებების პერიოდულად განხორციელება?

– ქსელის განახლება გასულ წელს დავიწყეთ და თბილისში თითქმის დავასრულეთ, რეგიონებში კი, მომავალ წელს ვუმასპინძლებთ მომხმარებელს განახლებულ აფთიაქებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი პროდუქციის ხარისხია, თუმცა გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრად სასიამოვნო და რაც მთავარია, მარტივია სწორად და გემოვნებით მოწყობილ სივრცეში პროდუქციის შერჩევა და შეძენა.

– ქალბატონო ლალი, საინტერესოა, რამდენად პრიორიტეტულია კომპანიისთვის მოსამსახურე პერსონალის სტაჟირება და გადამზადება?

– რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია, თუმცა ჩვენ არა მოკლევადიანი ტრენინეგებით, არამედ უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად ვცდილობთ ფარმაცევტების გადამზადებას როგორც პროფესიულ სფეროში, ისე მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ სფეროში მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა.

– ქეთი, სამომავლოდ რა გეგემები გაქვთ?

– აპრილში აქციას ვგეგმავთ მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებზე. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ოთხი ახალი და საკმაოდ ხელმისაწვდომი ბრენდი შეგვემატება, საბავშვო და ქალის ჰიგიენური საშუალებების ჩათვლით, ამიტომ მომხმარებელს ვურჩევ აქტიურად ადევნოს თვალი ჩვენს Facebook გვერდს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები