LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს კორი ჰენრი გახსნის – გიორგი კერესელიძე „არტ-FM“-ში

13
giorgi-kereselidze-artfm19

გადაცემის ლაივი LIVE

25 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“ სტუმარმა, ბატონმა გიორგი კერესელიძემ 18-20 ივლისს დაგეგმილ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, როგორ ემზადებით ფესტივალისთვის?

– რა თქმა უნდა, არეულობა პირველ რიგში მოსახლეობის განწყობაზე აისახება ნეგატიურად, რადგან ყველას ეკარგება გართობის და დროსტარების ხალისი. იმედია, ფესტივალის დაწყებამდე ვნებათაღელვა ჩაცხრება და ჩვენც უამრავი მელომანი გვესტუმრება. გარკვეული პრობლემები ჩვენც გვქონდა, რადგან მოულოდნელად მოგვიხდა ერთ-ერთი არტისტის ჩანაცვლება, თუმცა ძალიან საინტერსო ჯგუფი Kraak & Smaak მოვიძიეთ, რომელიც ყველა დიდ ფესტივალს სტუმრობს და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

– საინტერესოა, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში?

– ფესტივალს კორი ჰენრი გახსნის საკუთარ ბენდთან The Funk Apostles ერთად, რომელიც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც დავითანხმეთ ჩამოსვლაზე, 19 ივლისს – ნიდერლანდურ Kraak & Smaak-თან ერთად, ქართული ჯგუფი MOKUMOKU წარსდგება მაყურებლის წინაშე, რომელიც ძალიან მოდურ, გემოვნებიან მუსიკას უკრავს და ვფიქრობ, მალე საერთაშორისო არენაზეც ისეთივე პოპულარობას მოიპოვებს, როგორც საქართველოში,   ფესტივალს კი, ლეგენდარული Incognito დახურავს ახალი პროგრამით და ძალიან საინტერესო სიურპრიზით – როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის შემქმნელი და დრამერი ცნობილი DJ-ეები არიან და სწორედ საკუთარ შემოქმედებას შესთავაზებენ პუბლიკას. პარალელურად იმუშავებს DJ დათუნა მაჩაიზეც, რომელიც ყოველთვის სასიამოვნო მუსიკალურ ფონს გვიქმნის, არც წელს გვიღალატებს.

– ფესტივალი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტურისტებს შორის, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ხომ არ ელით მათ შემცირებას?

– 2015 წელს სპეციალური კვლევა კი ჩავატარეთ, რომლის მონაცემებით, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მართლაც სერიოზული მხარდაჭერა აღმოჩნდა ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, რადგან თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ტურიზმის განვითარებაში. სამწუხაროდ,  წელს მართლაც შეიქმნა უცხოელ მელომანთა შემცირების საფრთხე, ამიტომ, რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ ინიციატივას „გაატარე ზაფხული საქრთველოში“ ჩვენც შევუერთდით და ყველაზე აქტიურ 100 უცხოელ მელომანებს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების საკუთარ Facebook-ზე გაზიარების სანაცვლოდ უფასო აბონიმენტები შევთავაზეთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები