LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების მფლობელებს სესხებზე დარიცხული პროცენტის 80%-ს მთავრობა დაუფინანსებს

5
sastumro

სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/რემონტისთვის აღებულ სესხებზე დარიცხული პროცენტის დიდ ნაწილს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” დაგიფინანსებთ.

პირველი სექტემბრიდან მთავრობა იმ ბიზნესის მხარდაჭერას იწყებს, რომელიც 20 ივნისის შემდეგ დაზარალდა.

ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტო მეწარმეებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ს დააფინანსებს, თუ სესხი ლარშია გაცემული, უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი თანადაფინანსება 70% იქნება.

რაც შეეხება სესხის ოდენობას, მისი მაქსიმალური მოცულობა ლარში 300 ათასი უნდა იყოს, დოლარში კი 10 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

შეგახსენებთ, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ეს კი რუსეთის ხელისუფლებამ “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აკრძალა. რუს ტურისტებს კი მოუწოდა, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები