LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „არისტოს“ უმაღლესი ხარისხის, ალუმინის კარებები იწარმოება

9
IMG-0414

საქართველოში ალუმინის სლაიდ სისტემების მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდის „არისტოს“ პროდუქცია იწარმოება. „არისტოს“ ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში კომპანია „მემო გრუპია“, რომელის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიტაძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი. გადაცემაში „არისტოს“ პროდუქციის სახეობებზე, ხარისხზე, სარეალიზაციო არეალზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ.

-რა კომპანიაა „არისტო“, რა არის მისი საქმიანობის მთავარი არსი და მიზანი?

კომპანია „არისტო“ მსოფლიო ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია ალუმინის სისტემების წარმოებაზე. მისი ძირითადი საქმიანობაა: ოთახშორისი კარებების, საგერდერობე კარებების, ასევე ავეჯში გამოსაყენებელი ალუმინის კარებების წარმოება. „არისტოს“ პროდუქცია მთელს მსოფლიოში წარმატებით იყიდება, ამ ბრენდს შეხვდებით როგორც ევროკავშირის ბაზარზე, ასევე დსთ-ს ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, ახალ ზელანდიაში და ა.შ. სასიხარულოა, რომ ამ დიდ ოჯახს საქართველოც შეუერთდა და ქართველ მომხმარებელსაც უკვე აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს „არისტოს“ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია.

რამდენი დასახელების პროდუქციას აწარმოებთ, ამ დროისთვის?

ამჟამად, გვაქვს 3 სისტემა, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. კერძოდ, გვაქვს როგორც ქვედა რელსზე მოძრავი სისტემები, ასევე დაკიდებული სისტემა, რომელსაც ქვედა რელსი არ სჭირდება და ვიზუალურად სხვანაირად გამოიყურება. ასევე, შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ დასაკეცი სისტემა. ამ სისტემებიდან არის კიდევ რამდენიმე სახის პროფილი და ფერების ფართო არჩევანი.

 სად გაქვთ საწარმო და რამდენ ადამიანს ასაქმებთ? ვინ არიან თქვენი თანამშრომლები, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ კადრების კვალიფიკაციას?

ჩვენი წარმოება არის თბილისში. ამ ეტაპზე, დასაქმებული გვყავს 20-ამდე ადამიანი. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი გაფართოებასა და კომპანიის გაზრდაში, მაგრამ, ბაზარზე ჩვენი პოზიციები მაინც შევინარჩუნეთ და მაინც ლიდერ კომპანიად ვრჩებით დღესდღეობით. რაც შეეხებათ ჩვენს თანამშრომლებს, მუდმივად ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება. თვითონ ჩვენი კომპანიაც მოწოდებული იყო ამისკენ და „არისტოს“ სათავო ოფისიდანაც გარკვეული დირექტივები მივიღეთ. ჩვენი ყველა თანამშრომელი გადამზადებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ. პირველად, როდესაც ჩამოვიდნენ და გადაამზადეს, მას შემდეგ, ყოველწლიურად ჩამოდიან, ახალი ტრენინგები ტარდება, სიახლეებს აცნობენ. ასე რომ, ჩვენი სტანდარტები გვაქვს კიდევ დადგენილი, რომლითაც ჩვენი თანამშრომლები მოქმედებენ და მუშაობენ.

ად ხდება წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია?

დღეისათვის, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვმუშაობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში კი განთავსებულია ჩვენი შოურუმი, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სადაც სტენდებია განთავსებული. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებსაც ნედლეულს ვაწვდით და უკვე შემდგომ, ისინი ახდენენ ჩვენი კარებების აწყობას და დამონტაჟებას. ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები არიან ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ამასთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები – რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პროდუქციის პირველი, საცდელი პარტია გავაგზავნეთ აზერბაიჯანში, გვაქვს კიდევ რამდენიმე მეზობელ ქვეყანასათან საექსპორტო მიმართულებით მოლაპარაკება.

ვიცით, რომ ბაზარზე გყავთ კონკურენტები, რითი გამორჩევით მათგან?

ჩვენს სეგმენტში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რაც გამოგვარჩევს ჩვენი კონკურენტებისგან ეს არის, პირველ რიგში, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ასევე, თვითონ პროდუქტის ხარისხი, რომელიც არის უმაღლესი.

უახლოეს პერიოდში, რა შედის „არისტოს“ მენეჯმენტის გეგმებში?

პანდემიის გამო, გეგმები მცირედით დაგვიპაუზდა. თუმცა, მომავალი წლისთვის, ვგეგმავთ ახალი საწარმოს გახსნას და გაფართოებას იმიტომ, რომ ჩვენს პორდუქციაზე მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. დღეს ისეთი ტენდენციაა ქვეყანაში, რომ ძირითადად კეთდება სტუდიოს ტიპის ბინები და აქ ძალიან ხშირად გამოიყენება სამზარეულოს და მისაღები ოთახის გასატიხრად ალუმინის კარები. გარდა ამისა, ვაპირებთ წარმოებაში ახალი პროდუქციის ჩაშვებასაც. მომავალი წლიდან, ჩვენს ასორტიმენტს ახალი პროდუქტები დაემატება.

რა არის „არისტოს“ წარმატების საწინდარი?

ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომა და შემართება, რომლითაც დავიწყეთ და აქამდე მოვიყვანეთ კომპანია, რითიც გავხდით ბაზრის ლიდერები. 2020 წელს მივიღეთ ჯილდო შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის და ბიზნეს რეიტინგების კავშირისგან, გავხდით წლის ლიდერი კომპანია ეფექტური მართვის გამო, რადგან ჩვენმა კომპანიამ ძალიან სწრაფად მოახერხა განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები