LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მომხმარებელზე მორგებული ონლაინ ჰიპერმარკეტი VILI გამოჩნდა, რომელიც სახლში სასურველ პროდუქციას მოგიტანთ

8
144445800-214672690365945-3519954054279935365-o

ბაზარზე ახალი ბრენდი VILI გამოჩნდა, რომელიც ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტია და მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქტის შეძენას სთავაზობს. VILI-ს შექმნის იდეა პანდემიას და ონლაინ სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. VILI-ს თანამედროვე სტანდარტების საწყობი 800 კვ.მ სივრცეს მოიცავს, სადაც შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა, ასევე სხვა სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონელის.

VILI-ს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის ოპერაციულმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ ისაუბრა.

– როგორია პანდემიის პერიოდში დაწყებული ბიზნესის ისტორია – როდის გამოჩნდა „ვილი“ ბაზარზე და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

VILI-ს ისტორია პანდემიის დაწყებასთან ერთად იწყება. შევამჩნიეთ, რომ რეალობა იცვლებოდა და მოხმარებლის ქცევაც, რეალობასთან ერთად, სხვაგვარი ხდებოდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ონლაინ სივრცე, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა და უპასუხებდა იმ გამოწვევებს, რომლებიც იმ დროისთვისაც იყო და დღესაც დგას. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, 18 იანვარს უკვე ჩავუშვით ჩვენი ონლაინ პლაფორმა და მივიღეთ პირველი შეკვეთები. ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც განთავსებულია როგორც ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ასევე ფერმერული მიმართულების პროდუქცია.

– თუ გყავთ ბაზარზე კონკურენტები და რა გამოარჩევს „ვილის“ ონლაინ ჰიპერმარკეტს მათგან?

ჩვენს მთავარ ნიშას წარმოადგენს ის, რომ ორიენტირებულნი ვართ მხოლოდ ონლაინ მომხმარებელზე, შესაბამისად, ჩვენი მთლიანი რესურსი მიმართულია ონლაინ შეკვეთების დამუშავებასა და მიტანაზე. აქამდე, ქვეყანაში არ არსებობდა ისეთი სივრცე და ისეთი ჰიპერმარკეტი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იქნებოდა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენს კონკურენტებს წარმოადგენენ ის დიდი ჰიპერმარკეტები, რომლებიც წლებია ბაზარზე არიან, თუმცა მათთვის მაინც პრიორიტეტი ფიზიკურად მიმსვლელი მომხმარებელია.

– რისი შეძენაა „ვილიში“ შესაძლებელი – რამდენი და რა დასახელების პროდუქციაა თქვენთან წარმოდგენილი?

ამ ეტაპზე, 2000-დან 2500-ამდე სახეობის პოდუქციას მოვიცავთ – აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ჰიპერმარკეტში მიმსვლელი მომხმარებელი ნახულობს და ყიდულობს. გარდა ამისა, ჩვენს ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საუკეთესო ხარისხის ფერმერული პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისთვის. იმისთვის, რომ პროდუქტი „ვილის“ ჰიპერმარკეტში მოხვდეს, ძალიან დიდ პროცესს გადის, ის უნდა აკმაყოფილებდეს მთავარ კრიტერიუმს – უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის. ჩვენ ვახდენთ პროდუქტის გადარჩევას და გადარჩეული პროდუქტი მიგვაქვს, სრულიად უფასოდ, მომხმარებლის სახლის კარამდე. სხვათა შორის, უკვე ძალიან ბევრი ფერმერი გამოგვეხმაურა და დაგვეკონტაქტა, რომ სურს მისი პროდუქცია განთავსდეს ჩვენს ვებგვერდზე. “ვილის” გუნდი ამუშავებს მათ სიას და შემდგომ, ჩვენი წარმომადგენელი უკვაშირდება მათ უშუალოდ დეტალებზე და ამ დეტალების გავლის შემდგომ, საქმიან ურთიერთობას ვიწყებთ. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი ფერმერული მიმართულების პროდუქტი განათავსოს ჩვენს პლატფორმაზე, შეუძლია დაგვეკონტაქტოს და მოგვაწდოს ინფორმაცია.

– რამდენი ადამიანი გყავთ ამ ეტაპზე დასაქმებული და თუ ფარავს „ვილის“ მომსახურება მთლიან ქვეყანას?

ამჟამად, მხოლოდ თბილისში ვართ წარმოდგენილი და დედაქალაქს ვემსახურებით. ამ ეტაპზე, ყოველდღიურ სამუშაო პროცესში 20-დან 30-ამდე ადამიანია ჩართული, რომლებიც ჩვენს გუნდს წარმოადგენენ. გვინდოდა, რომ ჯაჭვი შეკრული ყოფილიყო და ყველა ეტაპზე პასუხისმგებელი ყოფილიყო „ვილი“. შესაბამისად, მომხმარებელს შეკვეთის შემდგომ, შეუძლია აღარ ინერვიულოს, ჩვენი გუნდი ყველა ეტაპზე დაამუშავებს ამ შეკვეთას: ანუ, მიიღებს ამ შეკვეთას აპლიკაციიდან, შემდგომ საწყობიდან ააგროვებს მომხმარებლისთვის სასურველ პროდუქციას, გაამზადებს კურიერისთვის და მერე უკვე, ჩვენივე კურიერების გუნდი უზრუნველყოფს უფასოდ, სახლის კარამდე ამ პროდუქციის მიტანას.

– საზოგადოებამ როგორ მიიღო სრულიად განსხავებული ფორმატის ჰიპერმარკეტი, რამდენად დიდია მათი მხრიდან აქტიურობა?

ვფიქრობ, თვითონ ის კონცეფცია რაც გვაქვს, საკმაოდ მოსწონთ. ასევე აღნიშნავენ, რომ გვაქვს კონკურენტუნარიანი ფასები, არის რიგი პროდუქტებისა, სადაც საუკეთესო ფასიც კი გვაქვს და ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელი წავახალისოთ სხვადასხვა აქციით, თუ ფასდაკლებით. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მოვერგოთ მათ მოთხოვნებს. შესაბამისად, მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება და კარგი შეფასებებია. თუ არის, რომელიმე დეტალი, რაზეც გვეუნებიან რომ გასაუმჯობესებელია, აუცილებლად ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.

– და ბოლოს, სამომავლო გეგმები: პანდემიის მიუხედავად, თუ არის გაწერილი უკვე რამდენიმე წლის სტრატეგია, რას გეგმავთ ეტაპობრივად?

მოგეხსენებათ, სწორედ პანდემიის დროს დავიწყეთ ეს საქმიანობა, რაც არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, უამრავი კვლევა მოწმობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც, მომხმარებლის ქცევა დარჩება ისე, როგორიც არის დღეს – ანუ, ონლაინ შოპინგი და ონლაინ შეკვეთები მზარდი ტენდენციის იქნება. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწას ჩვენი პლატფორმის. გარდა ამისა, ორინტირებული ვართ, რომ თბილისში რაც გვაქვს ერთი ლოკაცია, ანუ ერთი საწყობი – ამ საწყობით მაქსიმალურად მოვიცვათ ქალაქი, თუ საჭირო გახდება დედაქალაქში მიმდინარე წელსვე დავამატოთ მსგავსი მეორე ლოკაცია, რომ უფრო მარტივად და უფრო დროულად მოხდეს მომხმარებლის მომარაგება. ამასთან, სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, მაგალითად: ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები