LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდ საკონცერტო დარბაზში მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტიროდა” – გოგი დოლიძის შემდეგ, ,,კიდევაც დაიზრდებიან” გიორგი სუხიტაშვილმა შეასრულა

5
art-fm-show-2020

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, რადიოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ესტუმრნენ, ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული კომპოზიტორი ქალბატონი მაცაცო სებისკვერაძე, მისი ვაჟი, რეჟისორი დავით გერსამია და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ქალბატონო მაცაცო, პირველ რიგში მინდა თქვენ გკითხოთ, თუ რას ნიშნავს რადიო თქვენთვის?

მინდა მოგილოცოთ რადიოს დღე და გისურვოთ წარმატებები, ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ. კარგია, რომ ხშირად გვიწევს თქვენთან სტუმრობა და ჩვენი ნამუშევრის მოტანა, ყოველთვის გვხვდებით სიხარულით. ამიტომ ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად ხშირად გესტუმროთ პრემიერებით. მთელი ბავშვობა მიჯაჭვული ვიყავით რადიოს, სულ ვიცოდი, როდის რა გადაცემა გადიოდა. ღამის 12-ის ნახევარზე გადიოდა საესტრადო სიმღერების კონცერტი, მე და ჩემი ოჯახი ამას სპეციალურად ველოდით და შემდეგ ვიწერდით სიმღერის ტექსტებს.

გიორგი სუხიტაშვილი:

მინდა მოგილოცოთ რადიოს დღე და გისურვოთ, რომ გქონოდეთ უწყვეტი ეთერი ყოველთვის, ძალიან ბევრი წელი, რადგან რადიო არასდროს არ დაკარგავს აქტუალობას.

დათო პირველ რიგში მინდა მოგილოცო წარმატებული პროექტი და გკითხო თუ რას ნიშნავს რადიო შენთვის?

მე, როგორც ტელევიზიის წარმომაგდენელი, ვიტყოდი, რომ პირველად იყო რადიო და შემდეგ ტელევიზია. ვარ რადიოს მსმელენი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რადიოს ვუსმენ. მყავს გამორჩეული რადიო, ერთ-ერთი კი არის რადიო ,,ფორტუნა”, რადგან ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და მისი მოტრფიალე ვარ. მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენთან ჟღერს კარგი მუსიკა. იმას, რასაც აკეთებთ, ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, მომღერლებისთვის და კომპოზიტორებისთვის, მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის – ეს იმსახურებს ნამდვილად მადლობას. თქვენი ერთგული მსმენელი ვარ, ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. ასევე გაქვთ ძალიან კარგი პროექტი ,,ოქროს ტალღა“, შარშან გადევნებდით თვალყურს და მინდა გისურვოთ, რომ ყოველ წელს გეკეთებინოთ ერთმანეთზე უკეთესი დაჯილდოება.

 

 

გიორგი სუხიტაშვილი:

რაც შეეხება დაჯილდოებას, დარწმუნებული ვარ, რომ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ,,ოქროს ტალღაზე” მუშაობს, სურთ, რომ ყოველი შემდეგი იყოს საუკეთესო. ამიტომ წარმატება მინდა გისურვოთ, რადგან რთულია ჩვენი ტიპის ქვეყანაში ამ დონის და ასეთი მაშტაბის დაჯილდოება უზრუნველყო ისე, რომ რაიმე პრობლემა არ ქონდეს, ამიტომ მადლობას გიხდით ამისთვის.

ახლა კი მოგვიყევით იმ სიმღერის შესახებ, რომელიც მოგვიტანეთ…

დავით გერსამია:

ეს სიმღერა გახლავთ ,,კიდევაც დაიზრდებიან”, რომელსაც მღეროდა გოგი დოლიძე. ახალი ვერსიის შექმნა კი უკავშირდება იმ კონცერტს, რომელიც ჩატარდა დიდ საკონცერტო დარბაზში 30 ნოემბერს. როდესაც გაჩნდა ამ კონცერტის ჩატარების იდეა, მე და ჩვენი მაესტრო ვახტანგ კახიძე ვსაუბრობდით, თუ როგორ შეიძლებოდა გაკეთებულიყო კონცერტი. მისი იდეა იყო, რომ ეს სიმღერა ემღერა გიორგი სუხიტაშვილს და როგორც ყოველთვის გაამართლა მისმა პროგრნოზმა. ზოგადად რთულია გოგი დოლიძის შემდეგ შეასრულო ეს სიმღერა, რადგან მსმენელს იმდენად აქვს გამჯდარი ყურში გოგის ხმა, ინტონაცია, რომ სხვამ რაც არ უნდა კარგად იმღეროს, შეიძლება არ მოეწონოთ. თუმცა, დიდ საკონცერტო დარბაზში მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტიროდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ გიორგიმ ფანტასტიურად იმღერა.

მინდა დავაანონსო, რომ ვაკეთებთ ორ სიმღერას. მოცემულობაა ასეთი, რომ გავხდი პროდიუსერი, იცით, რომ ვარ რეჟისორი და არ მიყვარს პროდუსერობა, თუმცა, როდესაც მაცაცოს ეხება საქმე, უარს ვერ ვამბობ. ერთი სიმღერის პრემიერა შედგება 26 მაისს, რომელსაც შეასრულებს გიორგი სუხიტაშვილი. ასევე დაახლოებით ერთ თვეში გამოვა მაცაცოს კომპაქტ-დისკი, რომელშიც ეს შესრულებაც შევა და ჯამში იქნება 15 სიმღერა. სიმღერები ჩაიწერა ,,ბრავო რეკორდში”, ახლა კი მიდის ბალანსი და მასტერინგი და ბოლოს კი აუცილებლად მოგაწვდით ამ სიმღერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები