LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სახლშიც ყოველთვის მოწესრიგებული ვარ, რადგან საშინაო ტანსაცმელი განწყობას მიფუჭებს” – ეკა ჩხეიძე ,,არტ-FM”-ში

9
ekachxeidze-artfm

გადაცემის ლაივი LIVE

13 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს  მსახიობი ეკა ჩხეიძე სტურობდა, რომელმაც დღეს ყველაზე აქტუალურ კორონავირუსაა და თვითიზოლაციაზე ისაუბრა.

– ეკა, როგორ შეეგუეთ თვითიზოლაციას?

– ჩემთვის სახლში ყოფნა ნაკლებად დამთრგუნველია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი სახლი, თუმცა ძალიან მაღიზიანებს დროის ფუჭად ხარჯვა. ახლა ტელევიზიაში ვმუშაობ გახმოვანებაზე, თეატრი კი, სავარაუდოდ მხოლოდ სექტემბერში აღადგენს ფუნქციონირებას. პანდემიამდე ახალ სპექტაკლზე ვმუშაობდით, ახლა კი, წარმოდგენა არ მაქვს, როდის შევძლებთ მის დადგმას.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს. საინტერესოა, ახლა სადაა?

– ჩემი შვილი მილანშია, მხოლოდ ერთთვიანი კარანტი ჰქონდა, მერე კი, სამსახურში დაბრუნდა. ჩამოსვლა ვერ შეძლო, რადგან იტალიაში სერიოზული კრიზისი, უმუშევრობაა და ძალიან შეეშინდა სამსახური დაკარგვა.

– ყოველთვის ფანტასტიკურად გამოიყურებით, კარანტინის პირობებში როგორ ახერხებთ არაჩვეულებრივი ფორმის შენარჩუნებას?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ მიყვარს ფორმაში ყოფნა და სახლშიც ყოველთვის მოწესრიგებული ვარ, რადგან საშინაო ტანსაცმელი განწყობას მიფუჭებს და სიზარმაცისკენ მიბიძგებს.

– რომელი პერსონაჟის განსახიერებას ისურვებდით ყველაზე მეტად?

– საოცნებო როლები არ მაქვს, არ მიყვარს გაუთავებლად ერთ რამეზე ფიქრი. შეიძლება მოულოდნელად ისეთი როლი შემოგთავაზონ, რომლის შესრულებას მანამდე ვერასდროს წარმოიდგენდი. ვფიქრობ, იმპროვიზაციით, საკუთარი ფანტაზიით და გამოცდილებით ნებისმიერი როლით შეიძლება ორიგინალური სახის შექმნა, მთავარია შენი პერსონაჟი გაიცნო და მთელი გულით შეიყვარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები