LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღამო, რომელიც 30-წლიან მოღვაწეობას მიეძღვნება, ჩემი საყვარელი ოპერის თეატრში შედგება” – ლადო ათანელი

20
lado-ataneli-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

22 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“ ლადო ათანელმა საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა, რომელიც შემოქმედების 30 წელს მიუძღვნა. „30 წელი მსოფლიო საოპერო სცენებზე“ – 30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის საღამო

– ბატონო ლადო, როგორ ემზადებით კონცერტისთვის და ვინ მიიღებს თქვენთან ერთად მონაწილეობას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ საღამო, რომელიც 30-წლიან მოღვაწეობას მიეძღვნება მსოფლიო სცენაზე, ჩემი საყვარელი ოპერის თეატრში შედგება. პუბლიკას ვერდის „რიგოლეტოს“, „მაკბეტს“ შევთავაზებ და ორ აბსოლუტურად განსხვავებულ, თუმცა ერთნაირად დრამატულ როლს შევასრულებ. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ საღამოს ზაზა აზმაიფარაშვილი, ოპერის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ასევე მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები, ჩემი მეგობრები ნინო სურგულაძე, შალვა მოქერია, მარიკა მაჩიტიძე, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათოსანი და ხათუნა ჭოხონელიძე დაამშვნებენ.

– გამორჩეულ როლს ხომ ვერ გაიხსენებთ?

– ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი 1989 წლის დებიუტი იყო, როცა თბილისის ოპერის სცენაზე რენატოს პარტია შევასრულე ვერდის „ბალ-მასკარადიდან“, რომელმაც სითამამე შემმატა და ერთგვარ სტიმულად იქცა მომავალი განვითარებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პირველი გამოსვლა ლა სკალას სცენაზეც, როცა ვერდის „მაკბეტიში“ მეთაურის პარტია შევასრულე.

– რამ გადაგაწყვეტინათ ოპერის მომღერლობა?

– სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე. ჩემი უფროსი და ბატონ ჯემალ ლორთქიფანიძესთან სწავლობდა, რომელიც მოგვიანებით ჩემი პედაგოგიც გახდა. სწორედ მან მოისმინა ჩემი ხმა, ბარიტონი მოიწონა და კონსერვატორიაში ჩაბარება შემომთავაზა. მართალია, სულ სხვა სფერო – აღმოსავლეთმცოდნეობა მიტაცებდა და სამი გამოცდებიც ჩაბარებული მქონდა, მაგრამ მეოთხეს ჩაბარებაზე უარი ვთქვი და სწორედ ბატონ ჯემალს მივადექი.

– რა როლს ასრულებს ოჯახი თქვენს შემოქმედებაში?

– პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, ვისგანაც მემკვიდრეობით მივიღე ხმა და ნიჭი, თუმცა მხოლოდ ტალანტი საკმარისი არაა წარმატების მისაღწევათ, რადგან ოპერის მომღერლობა პირველ რიგში თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, რაშიც ახლა ჩემი მეუღლე მეხმარება. 21 წელია ერთად ვართ და სწორედ ისაა ჩემი კრიტიკოსიც და ყველაზე ობიექტური შემფასებელიც.

– კონორეჟისორებისგან ხომ არ მიგიღიათ ფილმში მონაწილეობის შეთავაზება?

– რამდენიმე შეთავაზება მართლაც მქონდა, თუმცა მკაცრი სამუშაო გრაფიკმის გამო, სამწუხაროდ უარის თქმა მომიხდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები