LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაქვთ სამმაგი დიპლომის აღების შანსი – ილიაუნის ვიცე- რექტორი გადაცემაში “ინსაიდერი“

4
IMG_0080

10 დღეა რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. აბიტურიენტებს სამომავლო პროცესის ასარჩევად დრო  გამოცდაზე გასვლისა და ქულების გაგების შემდეგაც აქვთ. გასულ კვირას “ინსაიდერმა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის უმასპინძა.

10 ივლისის გადაცემაში კი იმყოფებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი ინფორმაციით, 4641 აბიტურიენტებს სურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება, აქ კი ჯამში 3723 ადგილია თავისუფალი. ეს მონაცემი ცვალებადია, რადგან აბიტურიენტებს საკუთარი არჩევანის შეცვლა შედეგების გაგების შემდეგაც შეუძლიათ.

მოგესალმებით ქალბატონო ნინო, პირველი კითხვა მექნება ასეთი, რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ გაქვთ სასტიპენდიო პროგრამები,  როგორც ვიცით, საუკეთესო შედეგის მქონე 5 აბიტურიენტს უნივერსიტეტი 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით აჯილდოვებს. კიდევ რა არის ილიას უნივერსიტეტში საინტერესო?

გადაცემის სრული ლაივჩანაწერი

ილიას უნივერსიტეტი ახალგაზრდა უნივერსიტეტია და მან მოახერხა ამ 13 წლის განმავლობაში გამხდარიყო სამხრეთ კავკასიაში წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი. ეს არის ახალგაზრდა, მობილური, თანამედროვე გამოწვევებზე კარგად მორგებული უნივერსიტეტი. უამრავი სტუდენტური კლუბით თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებით. ორმაგი აღიარების მქონე საერთაშორისო პროგრამებით, სწავლების სამივე საფეხურზე. ჩვენი სლოგანი და სტუდენტებისთვის მიმართვა ასე ჟღერს: “შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ”. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული კვლევითი ინფრასტრუქტურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც ვიყენებთ საზაფხულო ბანაკებისთვის. ამ ბანაკში მოხვედრა შეუძლიათ წარმატებულ სტუდენტებსაც. ყოველ წელს ჩვენ ვთავაზობთ მათ საზაფხულო ბანაკში წასვლას.

როგორია ილიაუნის კურსდამთავრებულების დასაქმებისა და მიღწევების მაჩვენებელი?

დასაქმების თვალსაზრისით ჩვენი პროგრამები გამორჩეულია. წარმატებული სტუდენტების დასაქმებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჩვენსავე კვლევით პროექტებში.

ალბათ ყველა აბიტურიენტეს აინტერესებს, სად და რა ტიპის გაცვლითი პროგრამები აქვს უნივერსიტეტს?

ყველაზე დიდი გცვლითი შესაძლებლობა არის “ერაზმუსის” გაცვლითი პროგრამები. გასული წლების მონაცემებით, ილიას უნივერსიტეტი არის პირველი საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტური გაცვლები აქვს. ასევე აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების პროგრამებიც არსებობს გაცვლითი. ჩვენ ასევე გვაქვს სამმაგი დიპლომის აღების პროგრამები, გლასკოს უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის. ისინიც სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ.

რა დამატებითი პროგრამები გაქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გვაქვს ინგლისურ ენოვანი პროგრამები. წელს მიემატა მედიცინის პროგრამა უცხოენოვანი. ასევე 12 კრედიტიანი ქართული ენის კურსი, გვაქვს ძლიერი ცენტრი უცხოელებისთვის და ასევე “ერაზმუსი”ს პროგრამებით აქ საქართველოში ჩამოსულებიც არიან, რაშიც ილიას უნივერსიტეტი მოწინავეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები