LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა, შესაძლოა, ხორბლის ბაზარს ჩაკეტოს – მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი

6
xorbali 2

მეხორბლეტა ასოციაციის ინფორმაციით, არაოფიციალური წყაროებით, ცნობილი გახდა, რომ  რუსეთში ხორბლის ბაზრის ჩაკეტვაზე საუბარი უკვე დაიწყო. ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას თქმით, რისკები არსებობს, თუმცა მისი განმარტებით, მარაგების მხრივ გარკვეული სტაბილიზაცია გვაქვს. “რუსეთმა ასეთი გადაწყვეტილება რომც მიიღოს და თან მყისიერად,  ეს არ აისახება ფქვილის და შემდგომ პურის ფასზე.  სიტყვაზე, ხვალ რომ გადაგვიკეტონ რუსებმა ბაზარი,  გვაქვს დაახლოებით ორი თვის მარაგი, თუმცა არის კიდევ კონტრაქტები,  რომელიც ამას შეავსებს და მალე ხორბლის მოსავალი იქნება საქართველოში, რაც ძალიან დაგვეხმარება”,  – აცხადებს სილაგავა.

ის ამბობს, რომ მოსალოდნელი სურათი, რუსეთის მხრიდან ხორბლის ემბარგოსთან დაკავშირებით, საქართველოს მისცემს საშუალებას იზრუნოს ბაზრის დივერსიფიცირებაზე და ამისთვის სპეციალური მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც ახალი ბაზრების ათვისებასა და ხორბლის არსებული მარაგის კონტროლს უზრუნველყოფს. მათ შორის, საუბარია ყაზახეთზეც, რომელთანაც სატრანსპორტო ტარიფების კუთხით გარკვეული ნაბიჯები და ამის შედეგს სექტემბერში ელოდებიან.

რაც შეეხება ხორბლის ფასებს, ეს დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე ფასების ტენდენციაზე.

საქართველოს ბოლო სამი წელია ხორბლის 90% რუსეთიდან შემოაქვს. ერთი ტონა მარცვლეული დაახლოებით 244 აშშ დოლარი ღირს. ეს ქვეყნისთვის ამჟამად ყველაზე მისაღები ფასია. შუა აზიური ხორბალი 260 დოლარი ჯდება, თუმცა ყაზახურმა მხარემ ტრანსპორტირების სუბსიდირება თავის თავზე აიღო და შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულებაც შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები