LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სექტორის განვითარებას მოჰყვება ეკონომიკური ბუმი

5
ec boom 3

„ბიას“ ბიზნესკატალოგმა „ბიზნესკურიერს“ ფინანსური სფეროს სტატისტიკა მიაწოდა, მათ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი ექსპერტული შეფასება გაკეთდა. „ბიას“ ცნობით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი ფინანსურ სექტორია. მათი ინფორმაციით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით, „ბია“-ს ბაზაში სულ 27,368 აქტიური კომპანია ფიქსირდება, საიდანაც 900  (3%)საფინანსო სექტორშია.

როგორც „ბიზნესკურიერს“ კომპანიის წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა განუცხადა, ამ ეტაპზე კომერციულ ბანკებს არ მიმოიხილავენ, რადგან ეს ცალკე გასაშლელი თემაა. როგორც აღმოჩნდა, ბანკების გარდა, ყველაზე მეტი მოქმედი ლომბარდები და ვალუტის გადამცვლელი ობიექტებია, შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მცირე სესხების გაცემა. ასევე იკვეთება საინვესტიციო მიმართულებაც.

ანა ამაშუკელი ამბობს, რომ საფინანსო სექტორში ხელფასების საშუალო და მაღალი დიაპაზონი 1,000-5,000 ლარამდეა მაშინ, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი 1,000 ლარია. „სტატისტიკაში კომერციული ბანკების მონაცემებსაც თუ ჩავრთავთ ხელფასის დიაპაზონი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – აცხადებს ამაშუკელი.

„ბიას“ ინფორმაციით, საფინანსო სექტორი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ღერძია, მითუმეტეს საქართველოში. „მისი წარმატებულობა  მათი მხრიდან ბიუჯეტში მაღალ შემოსავლებს ნიშნავს, ხოლო დიდი სახელმწიფო ბიუჯეტი კი ქვეყანაში მეტი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა. დღეს, საფინანსო სექტორის წარმატებულობა საქართველოს რეგიონალურ ჰაბად გადაქცევის საშუალებას იძლევა, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მსოფლიოში. შედეგად კი, გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას საქართველოში“, – აცხადებს ანა ამაშუკელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები