LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვლინდება ეგოიზმი ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

34
salome-bliadze-fsiqologi

გადაცემის ლაივი LIVE

როდის იწყება ეგოიზმი ბავშვებში, როგორ სწავლობს მანიპულაციას და როგორ აღმოვფხრათ აღნიშნული ქცევა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სალომე ბლიაძემ ისაუბრა.

რა არის ეგოიზმი?

არსებობს გარკვეული სიტუაციები, რითიც ჩვენბავშვის ეგოცენტრულ ქცევას ვუწყობთ ხელს. ეს შეიძლება იყოს მისთვის ყველა სურვილისა თუ კაპრიზის შესრულება, არაადექვატური, გადამეტებული შეფასება, მისი პიროვნული თვისებების  გადამეტებული ხაზგასმა და  ა.შ. დაახლოებით  4 -5 წლის ასაკიდან  მშობელს შეუძლია ამ საკითხებზე მუშაობა და ეგოიზმის პრევენცია. ამისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს სწორი სტრატეგიები და მიდგომები, ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის.

პათოლოგიური ეგოიზმი გამოიხატება, როცა ბავშვი უგულებელყოფს სხვის სურვილებსა და აზრს.  ხშირ შემთხვევაში სწორედ მშობლის არასწორი დამოკიდებულება იწვევს ეგოიზმს, ასევე აღზრდის ფორმა. მაგალითად, ხშირია, როცა ოჯახის ერთი წევრი უარს ეუბნება რამეზე, ხოლო მეორე უსრულებს, ან ერთი  – შენიშვნას აძლევს, მეორე იგივე საქციელს უქებს. ბავშვმა უნდა იცოდეს სიტყვა “არა” და ეს უნდა სწორად მივაწოდოთ და ავუხსნათ.

როგორ ვლინდება ეგოიზმი ბავშვებში?

გამოვყოფ სიტუაციებს, სადაც მშობლები საკუთარი მცდარი მიდგომით ახალისებენ ბავშვის ეგოიზმს. თითქმის ყველა მსგავს სიტუაციაში იდენტური პრობლემაა, თუმცა მშობლებს ამაზე დაგვიანებული რეაგირება აქვთ.

გონქორწინებული წყვილის ცხოვრებაში, სადაც ბავშვი ხდება მთავარი მოქმედი გმირი, მშობლები იწყებენ ჰიპერმზრუნველობას ერთმანეთის დასანახად ან ჯიბრზე. ხშირად სწორედ ამ გარემოებას ბავშვი მანიმულაციისთვის იყენებს. მაგალითად, ფრაზის ხაზგასმით: “მე ეს სათამაშო მიყიდა მამამ”, დედასაც აყიდინებს სათამაშოს. ამ დროს არ ხდება ბავშვის კაპრიზების რეგულაცია. თუ ამის რეგულაციას არ მოვახდენთ, ვაყალიბებთ ეგოცენტრულ ბავშვს, რომელსაც ზრდასრულობაში უფრო გაუჭირდება ადაპტირება.

ასევე, გავრცელებულია ბავშვის ეგოიზმის გამოვლინება, როდესაც ოჯახში სხვა შვილი უნდა გაჩნდეს.

ასეთ დროს ბავშვს არაცნობიერად მშობლების მზრუნველობისა და სიყვარულის დაკარგვის შიში აქვს და ამას ავლენს სხვადასხვა ფორმით. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლებმა მოამზადონ ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად, ჩართონ მასზე ზრუნვის პროცესში, რაც ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ეგოიზმისა და ეჭვიანობის დასაძლევად. ამიტომ, თუ ბავშვი პატარაა, შეაჩვიეთ წინასწარ იმ აზრს, რომ მალე ოჯახში ახალი წევრი გეყოლებათ. აუცილებლად ასწავლეთ დამოუკიდებლად დაძინება, თუ ის მანამდე თქვენს გარეშე ვერ იძინებდა. 

7 რჩევა სალობე ბლიაძისგან:

  1. ბავშვს ასწავლეთ საკუთარი და სხვისი ინტერესების პატივისცემა. აუხსენით, რომ მისი სურვილი ყოველთვის ვერ დაკმაყოფილდება, რომ სხავასაც გააჩნია სურვილები და მოთხოვნილებები, რომელიც ასევე პატივსაცემია.
  2. ბავშვს არ მისცეთ თქვენით და სხვებით მანიპულაციის უფლება. ხშირად მშობლები ჰიპერმზრუნველობით უარს ამბობენ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე, ამით მხოლოდ ხელს შეუწყობთ ეგოცენტრული პიროვნების ჩამოყალიბებას.
  3. აუხსენით ბავშვს თქვენი უარის მიზეზი მის კაპრიზულ მოთხოვნაზე.
  4. მიაჩვიეთ სხვის/თანატოლის პოზიტიურ შეფასებას – მაგ: გულწრფელად აღნიშნეთ და ინტერესი გამოხატეთ თქვენი შვილის თანატოლის მიღწევების მიმართ.
  5. ასწავლეთ სხვაზე ზრუნვა, ეს არის ეგოიზმის საპირისპირო ქცევა, რისი სწავლა და წახალისება მნიშვნელოვანია. შეიძლება დაიწყოთ სულ მცირედით, სთხოვოთ მოგაწოდოთ რაიმე ნივთი, მიაჩვიეთ ზრუნვას ოჯახის წევრებზე.
  6. ვცადოთ მივცეთ მაგალითი. ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს, როდესაც ხედავს მაგალითს და მეტიც, ის ზუსტად ბაძავს ჩვენს ქცევას.
  7.  შეაქეთ ბავშვი, როცა ის კარგად იქცევა, რათა მან მომავალში გაიმეოროს ჩვენთვის სასურველი ქცევა. მნიშვნელოვანია შექება შეეხებოდეს არა მის პიროვნებას, არამედ მის ყოფაქცევასა და გაკეთებულ საქმეებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები