LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ თავის ტკივილს – გადაცემა ,,ადრენალინი”

15
tavis-tkivili-1

თავის ტკივილი შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. მიზეზის დადგენა კი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არც ისე ადვილია.

მოდით, პირველ ჯერზე სიმპტომები ჩამოვთვალოთ: სიცხე, ყელის ტკივილი, სურდო, ხველა (ე.წ. გაციების სიმპტომები), გულისრევა, ფაღარათი, კისრის დაჭიმვა, ღებინება, თვალების ტკივილი, დაბუჟება ჩხვლეტა და სისუსტე კიდურებში, ქუთუთოს ტკივილი, საფეთქლების მიდამოში ტკივილი, რასაც ზოგჯერ მოციმციმე სინათლის დანახვა უძღვის წინ, ზოგჯერ ტკივილი თავს იჩენს კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ. ასევე, ტკივილი არამყარ სიარულსა და სისუსტესთან ერთად. ყველა ეს სიმპტომი თავის ტკივილის მთავარი წარმომშობი მიზეზია. ამიტომ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ერთგვარი დიაგნოზი ისმევა და იქმნება ზოგადი წარმოდგენა, თუ დაავადების რა ფორმაა ჩამოყალიბებული. ზემოთ ხსენებული სიმპტომების გამო, შეიძლება განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია ან ვირუსული გასტროენტერიტი, მენინგიტი, თავისა და ზურგის ტვინის გარსების ინფექცია, სისხლდენა ტვინის ქსოვილში, ტვინის შერყევა, ინსულტი, სინუსური ინფექცია.

ასეთ დროს დაისვენეთ და რაც შეიძლება მეტი სითხე სვით. შემაწუხებელ სიმპტომებთან ბრძოლისთის კი სათანადო მედიკამენტები მიიღეთ.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან თავად მიაკიხეთ ექიმს საავადყოფოში.

ზოგს დასვენება, ცხელი შხაპი, მტკივნეულ უბნებზე ყინულის დადებაც შველის.

მიმართეთ ოფთალმოლოგს, რათა გაარკვიოთ, გჭირდებათ თუ არა სათვალის ან კონტაქტური ლინზის ხმარება.

სცადეთ 3-ჯერ დანაყრების ნაცვლად 6-ჯერ მსუბუქად წაიხემსოთ. ასე სისხლში გლუკოზის სტაბილურ დონეს უფრო ადვილად შეინარჩუნებთ, თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და შედარებით კარგად იგრძნობთ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები