როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს დაბადებასა და გარდაცვალებაზე - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს დაბადებასა და გარდაცვალებაზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ესაუბრა.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიკვდილზე?

უფროსებისთვის ხშირად პრობლემას წარმოადგენს ბავშვებთან სიკვდილზე საუბარი. თუმცა ეს გარდაუვალი თემაა, რომელიც მუდმივად არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ არ არის სასურველი საკითხზე საუბარს გავექცეთ. ბავშვთან უნდა ავუხსნათ მისაღები და გასაგები ენით, ამავე დროს მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. ბავშვი უნდა ადაპტირდეს იმ ფაქტთან, რომ სიკვდილი არსებობს, ადამიანი შეიძლება ასაკის გამო ან რაიმე შემთხვევის გამო გარდაიცვალოს.

გარდა ამისა, უფროსებს ხშირად არც კი წარმოგვიდგენია, რომ ბავშვმა შეიძლება უკვე საკმაოდ ბევრი რამ იცოდეს სიკვდილთან დაკავშირებით. ის ხედავს როგორ კვდებიან მწერები, ფრინველები, ცხოველები. უყურებს მულტფილმებს ან ფილმებს, სადაც ეს ხდება, ან ვიღაც კვდება ზღაპარში.

ოჯახის წევრისა ან ახლობლის გარდაცვალება ბავშვისთვის არის ტრავმა – დანაკარგის ტრავმა. არის საკითხები, რომლებიც უფროსებს ურთულებს ამ თემაზე ბავშვთან საუბარს: თავს ვარიდებთ იმაზე საუბარს, რაც ჩვენთვისაც რთულია. ჩუმად ვართ და გვგონია, რომ თუ არაფერს ვიტყვით, ყველაფერი თავისით ჩაივლის. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან ოჯახის წევრების ემოციების მიმართ და აკვირდებიან ყველაფერს. რადგანაც უფროსები არ საუბრობენ იმაზე, რაც ხდება, ბავშვმაც შესაძლოა არ დასვას კითხვა – თუმცა განიცადოს, თუ რატომ არიან ოჯახის წევრები შეწუხებულები, რაც დამატებითი სტრეს ფაქტორია ბავშვისთვის.

ასევე, ხშირად ბავშვებს უფროსების მიმართ აქვთ მოლოდინი, რომ მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ, სიკვდილზეც კი. თუ ბავშვს ვეტყვით, რომ რაღაც საკითზე დარწმუნებულები არ ვართ, ან არ გვაქვს პასუხი, ეს ნორმალურია.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, საკითხს განსხვავებულად აღიქვამენ, მაგალითად: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სიკვდილის თემა ესმით როგორც დროებითი, შექცევადი და უპიროვნო. ზღაპრებში პერსონაჟები ხანდახან ძალიან დასახიჩრდებიან, კვდებიან, მაგრამ მერე ისევ ცოცხლდებიან.  შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათ ეს საკითხი არ ესმით, ასეთი აზროვნება მათი ასაკობრივი განვითარებისთვის ნორმალურია.

6 დან 9 წლამდე ბავშვების უმეტესობა უკვე ხვდება, რომ ცოცხალი ორგანიზმები უეცრად იღუპებიან და რომ სიკვდილი საბოლოოა. ამ ასაკში სიკვილის თემას ისინი თავიან თავებს არ უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ მათ ეს არ ეხებათ.

9 წლიდან – პუბერტატის პერიოდისკენ, ბავშვები იწყებენ სრულად გაცნობიერებას, რომ სიკვდილი არის შეუქცევადი, რომ ერთ დღესაც თავადაც დაემართებათ ეს.

პატარებთნ და მათ შორის სკოლამდელებთან მნიშვნელოვანია რა სიტყვებს გამოვიყენებთ ახსნისას: „ცაში გაფრინდა“, „მშვიდობით განისვენა“, „წავიდა“, „ძილში გარდაიცვალა“…ამ სიტყვების მოსმენკსას შეიძლება ბავშვს შიშები გაუჩნდეს დაძინებათან დაკავშირებით. „წავიდა”- ზე შეიძლება ეგონოს, რომ როდესაც მშობელი სადმე წავა, აღარ დაბრუნდება.

გაურკვევლობა რომ არ გამოიწვიოს სკოლამდელებში, კარგი იქნება ვუთხრათ, რომ ძალიან რთული ავადმყოფობები იწვევენ სიკვდილს, რათა არ ეგონოს, რომ პატარა პრობლემამაც კი შეიძლება ეს გამოიწვიოს. ასევე, არ დაუკავშიროთ მხოლოდ მოხუცებს, რომ მარტო ძალიან ასაკოვანი ადამიანები კვდებიან. ზოგიერთი დიდხანს ცხოვრობს, ზოგი ცოტა ხანს. ეს ნორმალურია.

რაც შეეხება დაბადებას, ბავშვებს ამ საკითხზეც აწუხებთ კითხვები?

მეორე თემა, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში, არის ოჯახში ახალი წევრის შემომატება – დის ან ძმის. სხვადასხვა ასაკის ბავშვები, ამ ამბავზე განსხვავებულად რეაგირებენ. მაგალითად 1-2 წლის ასაკში, დიდად არ ესმით რას ნიშნავს „და“ან „ძმა“, ხედავენ მშობლების აღტაცებას, და ისინიც აღტაცებულები არიან, თუმცა იწყებენ ეჭვიანობას, რადგან აკლდებათ ყურადღება, კარგი იქნება თუ აყირებინებთ მულტფილმებს ან წიგნებს დაათვალიერებინებთ, სადაც ფიგურირებენ „დის და ძმის“ პერსონაჟები.

ეცადეთ მთელი დრო ახალშობილთან არ გაატაროთ, უფროს ბავშვს მისცეთ საშუალება, რომ თავის საყვარელ უფროსებთან ერთად ქონდეს პირადად დროის გატარების საშუალება.

2-4 წელი – ამ ასაკშიც ბავშვი ისევ მიჯაჭვულია მშობელს, რის გამოც უჭირს ახალი ბავშის ამბის აღქმა. მოამზადეთ შვილი ძმასთან ან დასთან შესახვედრად, ადრევე დაიწყეთ ამაზე საუბარი. გაჩენის შემდეგ, კი ჩართეთ პატარას მოვლის პროცედურებში, დაიხმარეთ, რომ ზრუნვა გადაუვიდეს ჩვევაში. მზად იყავით, შეიძლება გამოავლინოს განვითარებაში უკუსვლის ნიშნები, დაიწყოს ისეთი ქცევები, რასაც პატარაობისას აკეთებდა, ამით ის ბაძავს პატარას და ასე ცდილობს ყურადღების მიქცევას. დააწესეთ დრო, რომელსაც მხოლოდ უფროს შვილთან ერთად გაატარებთ, ეს ეხება როგორც მამას, ისე დედას. თავი შეიკავეთ გამოთქმებისგან: „შენ დიდი ხარ, ეს პატარაა“ და მსგავსი.

5 წლიდან ზევით ასაკის ბავშები – ამ ასაკში შედარებით ნაკლებად განიცდიან, თუმცა ეჭვიანობენ იმ ყურადღების გამო, რისი გაზიარებაც უწევთ ახალშობილთან. ბავშვი მაქსიმალურად ჩართეთ მოვლის საკითხებში, დაიტოვეთ მარტო ყოფნისთვის დრო, არ დააკისროთ ზედმეტი პასუხისმგებლობები.