LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოუაროთ დაზიანებულ თმას – სილამაზის აკადემია

39
mirian-tuzeridze-show

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა მოუაროთ დაზიანებულ თმას და როგორ უნდა გამოიყენოთ თმის საშრობი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” სტილისტმა, ტრენერმა კოლორისტიკაში მირიან ტუზურიძემ ისაუბრა.

რამდენად მოქმედებებს თმაზე ტემპერატურის ცვლილება და ზამთარი?

ტემპერატურის ცვლილება იწვევს თმის ფორების გახსნას. როცა სითბოდან გავდივართ სიცივეში, ან პირიქით, იხსნება თმის ფორები. ამ დროს თმა იმუხტება. თმის ცილა არის კერატინი, რომელიც სასურველია სტანდარტულ ტემპერატურაზე იყოს შენაჩუნებული. როდესაც დაბალი ტემპერატურაა, ამ დროს არ არის სასურველი ძლიერი დამატენიანებელი ნიღბები გამოვიყენოთ, რადგან სიცივეში გასვლისას თმა იყინება.

რამდენად მიზანშეწონილია ცხელი წყლით თმის დაბანა?

წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ გაიხსნას ფორები. სალონებშიც შეეცადეთ, საშუალო ტემპერატურაზე დაიბანოთ თმა. ყოველ დაბანაზე ფორების გახსნა არ არის სასურველი, რადგან თმიდან არ მოხდეს კერატინის გამოდევნა. თმის დაბანა ყოველდღე არ არის სასურველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თმა ძალიან ცხიმიანია. ცხიმიანი თმა აუცილებელია ყოველდღიურად დაიბანოთ, რადგან არ მოხდეს თმის ცვენა. შამპუნი უნდა იყოს ყოველდღიური მოხმარებისთვის და ნაკლებ სულფატიანი. დანარჩენ შემთხვევაში თმა უნდა დაიბანოთ ყოველ მეორე ან მესამე დღეს. არიან ადამიანები, რომლებიც ოთხს, ხუთ დღეში ერთხელ იბანენ თავს, რაც ასევე არაა რეკომენდებული.

როგორ უნდა გავიშროთ თმა, თმის საშრობით და უთოთი?

სასურველია თმა დისტანციით გაიშროთ, უნდა გამოიყენოთ სპეციალური სპრეი ან ზეთი, რომლებიც დაიცავენ თმის სტრუქტურას 230 გრადუსით. სასურველია კარგად გამოაშროთ თმა და შემდგომ გამოიყენოთ უთო, ტენიან თმაზე უთოს გამოყენება არ შეიძლება, გარდა ამისა, არ არის სასურველი უთო ყოველ დაბანაზე გამოიყენოთ.

თმის გაყოფილ ბოლოებს როგორ მოვუაროთ?

თმა სამ თვეში ერთხელ უნდა შეიჭრათ. თმა ყოველთვიურად იზრდება 1 -დან 2 სანტიმენტრამდე. თუ თმის გაზრდა გინდათ, შეიმოკლეთ მხოლოდ ბოლოები, საშუალოდ ერთ სანტიმეტრით.

რომ არ გაჩნდეს გაყოფილი ბოლოები, არსებობს რიგი პროცედურები, რომლებიც აჯანსაღებს თმას, ესენია: კერატინი, ბოტოქსი. ამ დროს თმაში ხდება ხელოვნური ცილის შეყვანა, შესაბამისად თმა ტენიანდება. ბოტოქსის და კერატინის ჩატარება ერთობლივადაც შეიძლება, ასეთ დროს თმა საშუალოდ 70%-მდე სწორდება. 

უწევ თუ არა რეკომენდაციას მშრალ შამპუნებს?

მშრალი შამპუნის გამოყენება შეიძლება, თუმცა არა ყოველდღიურად. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ წაისვათ ძირებში.

სახლის პირობებში რომელი ნიღბის დამზადება შეიძლება?

ერთი კვერცხის გული, ერთი კოვზი შაქარი, ერთი კოვზი მდოგვის ფხვნილი და ერთი კოვზი ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და თმის ძირებიდან ბოლომდე წაისვით, გაიჩერეთ ნახევარ საათზე მეტხანს, ეს ნიღაბი აღვივებს ფორებს, რეკომენდებულია თმის ცვენის დროს. თმის სიმშრალეზე ქოქოსის ზეთიც შეგიძლიათ წაისვათ. ეს ნიღბები კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.

აქვე გეტყვით, როდესაც თმა არის გაღიავებული, შეღებილი და გამომშრალი, არასდროს დაიბანოთ ცხიმიანი თმის შამპუნით, რადგან ყველა ნატურალურ პროდუქტს გამოდევნის თმიდან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები