LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა განავითაროთ ლიდერობის უნარები ორგანიზაციაში – FM ქოუჩი

9
IMG-0301

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა განავითაროთ ლიდერობის უნარები ორგანიზაციაში  – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა, ტრენერმა ირინა ჭოჭუამ ისაუბრა.

ირინა, ლიდერობის უნარების განვითარება სულ უფრო აქტუალური ხდება ორგანიზაციებში…

წლიდან წლამდე ადამიანის პიროვნული და პროფესიული განვითარების, სწავლების და მენტორინგის მიმართულებით ახალი მიმართულებები და მეთოდები შემოდის. ამ ყველაფერს ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, რადგან მათ იციან, რომ ნებისმიერი წარმატება დგას ადამიანებზე. ამიტომ, ორგანიზაციის მიზანი არის რაც შეიძლება მეტი წარმატებული თანამშრომელი ჰყავდეს. ლიდერობის განვითარება, იგივე ხელმძღვანელობის უნარების განვითარება ორგანიზაციულ კონტექსტში წელს ქართულ რეალობაში ძალიან მოთხვნადია. ეს არის გრძელვადიანი, დაგეგმილი და მიზანმიმართული მუშაობა ადამიანებთან იმ უნარების განვითარებისთვის, რასაც სიტყვა ლიდერობა აერთიანებს. მეთოდები, რასაც ლიდეორბის განვთარების პროგრამებში ვიყენებთ, არის ბიზნეს პროფაილინგი კვლევისა და ანალიტიკისთვის, ქოუჩინგი და მენტორინგი.

რა უნარებს და კომპეტენციებს მოიცავს ლიდერობა?

ეს არის პირველ რიგში თვითგანვითარებაზე მომართული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცოდნა, უნარები და დასახოს მიზნები თვითგანვითარებისთვის. რომელსაც შეუძლია მოუსმინოს საკუთარ სურვილებს და აიღოს პასუხისმგებლობა ინფორმაციის მოძიებასა და სწავლაზე. ლიდერის კომპეტენცია გულისხმობს სწავლაზე ორიენტირებას, თავდაჯერებულობას, მიზნის დასახვის და მიღწევის სურვილს. ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს პროცესებს ორგანიზაციაში უნდა იყოს ორგანიზაციის კულტურის მატარებელი და მცველი. ის იაზრებს ბიზნეს პროცესებს, არის სტრატეგიულად მოაზროვნე, თანმიმდევრული და სანდო, შეუძლია ღია და პირდაპირი კომუნიკაცია, მოსმენა, არის ემპათიური, აქვს უნარი გუნდში შექმნას შესაბამისი განწყობა, აამაღლოს მოტივაცია, წინ წამოწიოს ტალანტები, თავმდაბალია და გულწრფელია. ლიდერის კომპეტენციებში და უნარებში შედის დროის მართვა, ტაქტიკური გადაწყვეტილებები, ბიზნეს პროცესების წარმართვა, სისტემური მიდგომა და შედეგების მიღება. დამეთანხმებით, ასეთი უნარების და კომპეტენციების მატარებელი ადამიანები არც თუ ისე მარტივი მოსაძიებელია. ამიტომ, ორგანიზაციები საკმაოდ დიდი ფინანსრუ რესურსებს და ძალისხმევან დებენ საკუთარ თანამშრომლებში, გეგმავენ გრძლევადიან პროგრამებს და ადამაინებში ავითარებენ ამ უანრებს და კომპეტენციებს.

რა ეტაპებია გაწერილი ლიდერობის განვითარების პროგრამაში?

ლიდერობის განვითარების პროგრამაში ერთ-ერთი პრიველი ეტაპი არის საჭიროებების კვლევა. ეს არის სტანდარტული პროცესი, რადგან ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და უნიკალური გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, არასწორია, როდესაც ერთი სტანდარტული პროგრამის შეთავაზება ხდება სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. საჭიროებების კვლევას ხშირ შემთხვევაში რამდენიმე სტრატეგულ სესიას ვუთმობთ და ვცდილობთ ყველა რგოლში გავითხოვოთ ინფორმაცია, ამის შედეგად კი შევადგინოთ ის უნიკალური განმავითარებელი პროგრამა, რომელიც ამ კონკრეტულ ორგანიზაციას სასურველ შედეგამდე მიიყვანს.

როგორც ვიცი, ლიდერობის განვირებისთვის პროფაილინგს იყენებთ, რას მოიცავს ის?

ეს არის თანამედროვე მენეჯმენტის აქტიური ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გავარკვიოთ პერსონალის არსებული, მოსალოდნელი და სტრესულ სიტუაციაში გამოვლენილი ქცევა, ლიდერული კომპონენტები, აზროვნების წყობა, ოპერირება, პოტენციალი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. არსებული თუ მოსალოდნელი ქცევის დიაგნოსტირება გვეხმარება ქცვის მოდელის შეცვლასა და მოდიფიცირებაში. ფსიქომეტრიული და კოგნიტური პროფაილინგი მოიცავს ორ მიმართულებას: ქცევის შეფასება და კოგნიტური შეფასება. შედეგად ვიღებთ ფსიქომეტრიულ პროფილს, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის ლიდერობას, გუნდურობას, გადაწყვეტილების მიღების უნარს, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საქმის შესრულების / მიზნის მიღწევის სისწრაფეს, დეტალებზე ორიენტაციას / დიდი სურათის დანახვის შესაძლებლობებს. კოგნიტური შეფასება ამოწმებს პერსონალის უნარს, სწრაფად გაიაზროს ვერბალური და მათემატიკური ინფორმაცია. გარდა ცოდნისა, ტესტი გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ არა მხოლოდ ის, რაც იცის კანდიდატმა, არამედ მისი სწავლის, განვითარების პოტენციალი და მზაობა. ფსიქომეტრიული და კოგნიტური პროფაილინგით ჩვენ ვიკვლევთ კანდიდატის ლიდერულ კომპეტენციებს და ქცევებს იმ კომპონენტებით, რომელიც გამოვლინდება საჭიროებების კვლევის დროს და სწორედ ამის შემდგომ დგება სპეციალური პროგრამა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ხანმოკლე პროგრამა ან სტანდარტული ტრენინგების დაგეგმვა. აქ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური მიდგომები და ყევლა ნიუანსი და დეტალი, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს პერსონალის მაღალი შესრულების გამოვლენას. დგება კონკრეტული პერსონალური განვთარების გეგმები, ტარდება დებრიფ სესიები ინდივიდუალურად და ეს ყველაფერი თანხმდება წინასწარ პერსონალთან. ცალკე მინდა აღვნიშნო ის მოსამზადებელი ეტაპი, რაც უნდა გაიაროს ორგანიზაციამ ლიდერობის პროგრამის დანერგვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სწორად და ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროცესს გაივლიან რადგან ეს არის ტრანსფორმაციული გზა. ჩვენ შეხება გვაქვს ადამიანის ფსქიოლოგიასთან და ქცევის ჩამოყალიბებასთან, რასაც შესაბამისი შინაგანი მზაობა და დრო სჭირდება. არის ასევე შემთხვევები, როდესაც პროცესში ადამიანი აღმოაჩენს, რომ იქ არ არის, სადაც სინამდვილეში უნდა, რომ იყოს. ამიტომ, ამის შესახებ ორგანიზაციებს აუცილებლად  ვაფრთხილებთ.

კონკრეტულად ქცევის ჩამოყალიბების და უნარების განვითარების პროცესში უკვე გამოიყენება ქოუჩინგი და მენტორინგი. ქოუჩინგს რაც შეეხება, აქ კომბინირებულად შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ქოუჩინგი. ეს არის მეთოდი, რომელიც ადამიანში მაქსიმალურად ავითარებს პოტენციალს და ხელს უწყობს თვითრეალიზებაში. მთელი ეს მეთოდი არის ძალიან ჰუმანური, რადგან აგებულია მხოლოდ კითხვების დასმის ტექნოლოგიებზე. ეს კითხვები კი არის ძალიან ზოგადი და არა მიმართლების მიმცემი. ქოუჩინგის მეთოდით ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას თავად აირჩიოს რა გზით, რა ქმედებით და რამდენ ხანში იქნება მისთვის მისაღები და კომფორტული ცვლილებები და შედეგის მიღება.

რაში გეხმარებათ მენტორინგი?

ლიდერობის განვითარების პროგრამაში ასევე ძალიან ხშირად ვიყენებთ მენტორინგს. ამ შემთხვევაში ჩართულები არიან უშუალოდ მათი მენეჯერები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული გამოცდილება და შეუძლიათ გაუზიარონ ეს გამოცდილება პოზიტიური უკუკავშირის ფორმატში თავიანთ პერსონალს. ამ დროს, გარდა გამოცდილების გაზიარებისა, ძალიან მიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყალიბდება პოზიტიური კომუნიკაციის ფორმა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კორპორაციული კულტურის გამყარებას. პროცესს თან ახლავს მონიტორინგი და შედეგების გაზომვა დასახული კრიტერიუმების მიხედვით.

რეკომენდაციები:

თუკი თქვენ დაისახავთ მიზნად თქვენი თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ განვთარებას, უპირველესი ინსტრუმენტი ამისთვის არის პოზიტიური კომუნიკაცია და სწორი უკუკავშირი. გულწრფელად ჰკითხეთ მათ როგორ გრძნობენ თავს სამუშაო გარემოში, აქვთ თუ არა ბოლომდე გაცნობიერებული რას ითხოვენ მათგან კომპანიაში, აქვთ თ არა შესაძლებლობა ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი თავი, რა უნარების განვითარებას ისურვებდნენ საკუთარ თავში, ჰყავთ თუ არა ვინმე, ვინც ზრუნავს მათ განვთარებაზე, არიან თუ არა კომპანიის მიისის, მიზნების და ღირებულებების ერთგულნი და თუ არა, რა იქნებოდა მათთვის მნიშნელოვანი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში? მოუსმინეთ მათ და ეცადეთ გაითვალისწინოთ ის საერთო სურათი და განწყობა, რასაც დაინახავთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი კომპანიის წარმატება დგას მასში მომუშავე ადამიანებზე.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები