LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დასაქმდეთ ბროკერად – FM ქოუჩი

11
sofia-goletiani-fmcoach

გადაცემის ლაივი LIVE

რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ უნდა დასაქმდეთ ბროკერად – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ბიზნეს კონსულტანტმა და ტრენერმა გაყიდვების მიმართულებით სოფია გოლეთიანმა ისაუბრა.

რა ხდება დღეს უძრავი ქონების ბაზარზე?

მიუხედავად იმისა, რომ რომ უძრავი ქონების ბაზარი შედარებით ახალგაზრდა პლატფორმაა, რომლის ქცევაც არაპროგნოზირებადია, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი სექტორის განვითარება მაინც სწრაფად მიმდინარეობს, რამაც ბუნებრივია ადგილობრივ ბაზარზე გააძლიერა საბინაო ერთეულის მიწოდების დაჩქარებული ტემპიც. ეს იმას ნიშნვს, რომ საცხოვრებელი ბაზარი სწაფი ტემპით ვითარდება.

2018 წელი, რომ მიმოვიხილოთ ჯამში 35,600 ერთეული ბინა გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს კი 2017 წელთან შედარებით 37 % -ით მეტი იყო, რასაც ვერ ვიტყვით 2019 წელს, სადაც 3 % -იანი კლება დაფიქსირდა.

რამ გამოიწვია ეს კლება?

2019 წლის იანვრიდან შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები, რომელმაც მოქალაქეებს სესხით სარგებლობის კონკრეტული შეზღუდვები დაუწესა. ამას თან დაერთო აპრილის თვეში დამტკიცებული მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომელმაც დეველოპერები დამატებით ჩარჩოებში მოაქცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ K2 კოეფიციენტით ვაჭრობის შეზღუდვა, რაც კორპუსების სიმაღლეზე აისახება, ამან კი თავისთავად მიწოდება ბინის ერთეულის მიწოდება შეამცირა.

რომელი უბანი ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი უბნის სტატუსს?

ბოლო პერიოდში ინტერესის საგანი გახდა ისეთი ქონებების შეძენა, რომელსაც გარკვეული შემოსავალი მოაქვთ, ანუ კარგად ქირავდება. ასეთი ქონებები ძირითადად ძველი თბილისის უბნებში მდებარეობს და სეზონურად ტურისტების მაღალ ინტერესს იწვევს. ასეთ სახლებს აქვთ ლამაზი ხედები, მდებარეობენ იტალიურ ეზოებში, იქ, სადაც ნამდვილი თბილისური სული და განწყობა იგრძნობა. შესაბამისად მთაწმინდა არ კარგავს აქტუალობას და ამ უბანში ბინები ყოველთვის მოთხოვნადია, ვინაიდან აქ მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, ფასიც შედარებით მაღალი აქვს. ყველაზე მაღალი ფასი, რაც მახსენდება ეს გახლავთ 2,500 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრ ფართობზე.

აქვთ თუ არა ახალგაზრდებს სურვილი იმუშაონ უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში?

საბჭოთა პერიოდში უძრავი ქონების გამყიდველებს მაკლერები ერქვათ, ისინი ძირითადად იდგნენ მშრალ ხიდზე ჯადოსნური რვეულით, სადაც გასაყიდი ქონებების ნუსხა იყო თავმოყრილი. უძრავი ქონების ინდრუსტრიის განვითარების ფონზე მაკლერებზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდებოდა. მომხმარებელს აღარ სურდა მშრალ ხიდზე სიარული, ის ბევრად დახვეწილ სერვისსა თუ მომსახურებას ითხოვდა. ასე გაჩნდნენ ბროკერები. ბროკერი ეს არის შუამავლი მყიდველსა და გამყიდველს შორის სხადასხვა ოპერაციების დროს. დღეს საქართველოში მრავლადაა წარმოდგენილი საბროკერო ფირმები, ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან, თუმცა სამწუხაროდ უმრავლესობა კვლავ მაკლერების ტიპის სერვისს გვთავაზობს.

რას ნიშნავს მაკლერების ტიპის სერვისი?

უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილება არ არის მარტივად გადასადგემილი ნაბიჯი ცხოვრებაში. ადამიანებს ათასგზის გააზრებული აქვთ და წარმოსახვაში შეჯერებული მათი ოცნების სახლი, სადაც სურთ ბედნიერად და ლაღად ცხოვრება. სწორედ ამ სანუკვარი ოცნების განსახორციელებლად ისინი მიმართავენ ბროკერს დასახმარებლად. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია გულისყურით მოუსმინო შენს მომხარებელს, ჩაწვდე მის საჭიროებას, მის მიზანს, რატომ უნდა აღნიშნული ქონების შეძენა, რა მიზნისთვის. ბევრი უნდა ასაუბრო მის გეგმებზე. როგორი ბინა სურს, როგორი მისაღებით, საძინებლით, საბავშვო ოთახით. ზოგს დიდი სამზარეულო უნდა, ზოგს დიდი ტერასა, ზოგსაც პატარა, სურს რეკრეაციული ზონა სახლის წინ, სათამაშო მოედანი და ასე შემდეგ. ხშირ შეთხვევაში ბროკერები ჩქარობენ, სწრაფად სურთ აღნიშნული პროცესის დასრულება. მუშაობის პროცესი კი ზოგჯერ ხანგრძლივია, თვე ნახევარიც გრძელდება და შესაძლოა მეტიც. როცა ადამიანი ოჯახით გადადის ახალ ბინაში, ის ხშირად ეკითხება აზრს ოჯახის თითოეულ წევრს და ითვალისწინებს მას, ხოლო ბროკერს კი უხდება სხვადადასხვა აზრის გაანალიზება და შესაბამისი პროდუქტის მიწოდება. უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ადამანების ცხოვრებაში. საზღვარგარეთ ბროკერებს უძრავი ქონების მრჩეველი ჰქვიათ, მათი პროფესია მეტად საპასუხისმგებლოა. მნიშვნელოვანია მათი ცოდნის სიღრმე ამ ინდუსტრიაში. უძრავი ქონების მრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს და გრძნობდეს უძრავი ქონების ბაზრის დინამიკას, როგორ იცვლება ის, როგორ ლავირებს ფასი, რომელი უბანია მეტად მოთხოვნადი. რა იწვევს ფასების ზრდასა თუ კლებას, რა ღირს ამა თუ იმ უბანში ბინა,რა ახდენს ფასზე გავლენას, როგორ ხდება ქონების შეფასება. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ჩემთვის პირადად ასეთი ადამიანი იქნებოდა კომპეტენტური და შესაბამისად დამაჯერებელი . ასეთ ბროკერთან გამიჩნდებოდა პარტნიორობის სურვილი. მეყიდა მისგან ქონება ან მიმენდო ჩემი ბინა გასაყიდად. ორი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სფეროში აღნიშნული ბიზნესის სპეციფიკის ცოდნა და კარგი სერვისი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები