LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება მოუაროთ ასაკობრივ ნაოჭებს – სილამაზის აკადემია

30
qeti-machavariani-silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

როდის უნდა დაიწყოთ ანტიასაკობრივი ხაზის გამოყენება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა ასაკიდან სჭირდება სახის კანსა და ნაოჭებს განსაკუთრებული მოვლა?

“ანტი ეიჯი”, იგივე ანტიასაკობრივი ხაზი – ეს ცალკეული დარგია, რომელიც მიმართულია დაბერების საწინააღმდეგოთ. მასში გაერთიანებულია როგორც სახის, ასევე ტანის მოვლის პროცედურები. კანის დაბერება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურ, ასაკობრივ ცვლილებებზე, გარემო პირობებზე და ადამიანის ცხოვრების წესზე.

ზოგადად, ეს ასაკი 30-35 წლიდან იწყება და საჭიროა შესაბამისი ანტი-ეიჯ ხაზის გამოყენება, შესაბამისი პროცედურების ჩატარება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, მავნე ჩვევები, არაჯანსაღი ცხოვრების რითმი და ზედმეტი ინსოლაცია, ნეგატიურად მოქმედებს კანზე, ასევე ზოგადად ორგანიზმზე. მიზანშეწონილია პრევენციულად შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რათა მაღალ ასაკში თავიდან ავიცილოთ არასასურველი ასაკობრივი ცვლილებები: ყოველდღიურად, კანის ტიპის შესაბამისად, მოვიხმაროთ პროფესიული კოსმეტიკა (საცხები, შრატები, სპეციალური დასაბანი საშუალებები და ა.შ.), ესტეტიურ ცენტრებში ჩავიტაროთ სპა მოვლის საშუალებები, ასევე აპარატურული და ინიექციური პროცედურები, ასაკისა და კანის მდგომარეობის შესაბამისად. სპეციალისტი ანამნეზისა და კანის დიაგნოსტიკის საშუალებით ადგენს პაციენტის პროცედურების და მოვლის ხაზს.

ნაოჭი შეიძლება იყოს მიმიკური ან ასაკობრივი. არ არსებობს უნაოჭო სახე, თუმცა შეგიძლიათ ასაკის შესაბამისად გქონდეთ მოვლილი სახის კანი. არსებობს ბევრი ანტი ასაკობრივი პროცედურა, როგორც სპა, ასევე აპარატურული და ინიქციური. ყველა მათგანი მიმართულია მოვლისა და ასაკსაწინააღმდეგოდ. ნაოჭების საწინააღმდეგოდ მიმართავენ პლაზმო თერაპიას, მეზოთერაპიას, ბიორევიტალიზაციას, ბოტოქსს, ფილერს და სხვ.

რას ნიშნავს ფრაქციული გაახალგაზრდავება?

ეს არის ლაზერული პილინგი. ფრაქციული ლაზერი, რომლის ტალღის სიგრძე დაახლოებით 1550 ნანო მილიმეტრია, ღრმად ჩადის კანის შრეებში და ახდენს მის განახლებასა და აღდგენას. მისი საშუალებით ვახდენთ კანის შრეების ეგრეთ წოდებულ “წვას”, რის შედეგადაც ხდება მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების აშრევება, ფიბრობლასტების გააქტიურების ხარჯზე კოლაგენის და ელასტინის სინთეზი. შედეგად ვიღებთ გლუვ, ერთგვაროვან კანს, გასადავებული წვრილი ნაოჭებით, შეკრული ფორებით და ლიფტინგის ეფექტით. ეს პროცედურა, ასევე, რეკომენდებულია პოსტ აკნე ნაწიბურებისთვის, რადგან მისი მოქმედების მექანიზმის ხარჯზე ხდება პოსტ აკნე ნაწიბურების ალაგება გასადავება.
პროცედურა სეზონურია, კეთდება შემოდგომა-ზამთარში, რადგან აქტიური მზის ფაზაში ლაქების წარმოქმნის რისკი მაღალია. სასურველია კურსის ჩატარება, რაც სამ პროცედურას გულისხმობს, თუმცა პრევენციულად ჩატარებული ანტი-ეიჯ მიზნით, პირველსავე პროცედურაზე ვიღებთ სასურველ შედეგს. ამიტომ მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ ჩატარება.

რაც შეეხება ბიორევიტალიაზაციას…

ინექციური ბიორევიტალიზაცია ეს ძალიან ეფექტური ანტი-ეიჯ პროცედურაა. ამ დროს ხდება კანის რედერმალიზაცია, აღდგენა და დატენიანება. კანის ღრმა შრეებში, ინექციურად ვახდენთ ჰიალურონის მჟავის შეყვანას, რაც ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია და განსაზღვრავს ტენიანობას. მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ასაკთან ერთად ხდება ამ ნივთიერების გამოლევა, რის შედეგადაც ვიღებთ მშრალ, გაუწყლოვანებულ და დასტრესილ კანს, წვრილი და ღრმა ნაოჭებით. პროცედურის ჩატარების შემდეგ, ფიბრობლასტების გააქტიურების ხარჯზე ხდება კოლაგენის ელასტინის და ჰიალურონის მჟავას სინთეზი. ბიორევიტალიზაცია საშუალებას გვაძლევს ღრმად და ეფექტურად დავატენიანოთ კანის შრეები, აღვადგინოთ კანის ბარიერი და შევინარჩუნოდ ტენიანობა. პროცედურა ტარდება კურსის სახით ( სამი პროცედურა 2-4 კვირიან შუალედებით, გააჩნია ასაკს და კანის მდგომარეობას). შემანარჩუნებელი პროცედურები ტარდება უკვე 3-5 თვეში ერთხელ კანის მდგომარეობის შესაბამისად. არ ახასიათებს სეზონურობა და რეკომენდებულია 25-27 წლის ასაკიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები