LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ გელლაქს – სილამაზის აკადემია

40
tinakujuxidzeshow

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ გელლაქს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ნეილ არტისტმა თინა კუჭუხიძემ ისაუბრა.

ხშირად ერევათ გელლაქი და შილაკი, თუ შეიძლება აგვიხსნათ რა განსხვავებაა მათ შორის?

ბოლო 10-15 წელია მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან გელლაქის უკეთესი მასალების შექმნაში. პირველ კომპანიებს შორის, რომლებიც აწარმოებენ გელლაქს, იყო კომპანია CND, რომელმაც თავის გელლაქს სახელი შილაკი დაარქვა. ეს პროდუქტი  ბაზარზე გამოჩნდა 2010 წლიდან. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველმა სპეციალისტებმა უფრო კარგად დაიმახსოვრეს და აიტაცეს სიტყვა შილაკი და ყველა კომპანიის გელლაქს შეარქვეს “შილაკი”.

ეს დიდი  არეულობა ამ თემასთან დაკავშირებით თვითონ  სპეციალისტების  ბრალია, რადგან ან არ იციან რომ შელაქი იგივე გელლაქია. სამწუხაროდ, სიტყვა “გელლაქი” ბოლო პერიოდში სპეციალისტების ერთი ნაწილისათვის გახდა ფასების მომატების საუკეთესო საშუალებაც, ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი.

რამდენად დიდხანს ძლებს გელლაქი ხელზე?

ტექნიკური მონაცემების მიხედვით, მასალა ფრჩხილის ზედაპირზე ძლებს 15-დან 20 დღემდე. ამ ეტაპზე მასალა გაუმჯობესებულია, დაიხვეწა ქიმიური ფორმულა, რაც საშუალებას იძლევა გამაგრების პროცედურასთან ერთად უკეთესი მოჭიდება უზრუნველყოს ნატურალური ფრჩხილის ზედაპირზე. ასევე გაუმჯობესდა ბზინვარება,  უამრავი ფერის გელლაქით შესაძლებელია ნახატებისა და დიზაინის შექმნა.

როგორ მოვუაროთ გელლაქის საფარს?

გელლაქს, როგორც ნახევრად მყარ მასალას, რა თქმა უნდა თავისი მოვლის წესებიც აქვს. სპეციალისტი ვალდებულია გააცნოს ეს წესები მომხმარებელს, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორადაა ფორმულირებული. თხელ, ელასტიურ, ტენიან, ცხიმოვან, წინდახრილ, გრძელ და დაკვნეტილ ფრჩხილებზე მასალის აპლიკაცია კლასიკური გადაფარვის ტექნიკით არ არის რეკომენდებული, ასეთი ტიპის ფრჩხილები საჭიროებს გამაგრებას უფრო მყარი, კაუჩუკის თუ რუბერ  ბაზით, ან სტრუქტურული გელით.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა:

1. არ შეიძლება ფხეკითი მოძრაობები ზედაპირზე ფრჩხილებით, რადგან ზიანდება თავისუფალი კიდე, რაც ხელს უწყობს მასალის აშრევებას.

2. არ შეიძლება ცხელ ღუმელში ან ქაფქაფა ცხელ წყალში თითების ჩაყოფა.

3. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიური საქმიანობისას არ დაიხაზოს და დაიბუროს ზედაპირი.

4. დროულად უნდა ჩაეწეროთ კორექციაზე, რათა არ მოხდეს ფრჩხილების გადაზრდა.

5. თვითონ არ უნდა მოიხსნათ მასალა.

6. მოიძიეთ ისეთი სპეციალისტი, ვინც თქვენ ფრჩხილებს სწორ ტექნიკას შეურჩევს, როგორც აპლიკაციის დროს ასევე კორექციის დროს.

ბოლოს მინდა მივმართო სპეციალისტებს, გაუფრთხილდნენ კლიენტის ფრჩხილებს, რათა მალე არ ამოეწუროს ნატურალურ ფრჩხილებს სასიცოცხლო რესურსი, შეარჩიონ ფრჩხილის მდგომარეობის მიხედვით სათანადო ტექნიკა და მასალები. YouTube-ით პროფესიის ხარისხიანად შესწავლა შეუძლებელია, თუმცა ინტერნეტ სივრცე ინფორმაციის და იდეების ულევი წყაროა. მოიძიეთ ძლიერი და გამოცდილი ტრენერები და ნუ ენდობით თვითმარქვია მასწავლებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები