LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს მუსიკა ჩვენს ემოციებზე და როგორ შეიძლება გარდავქმნათ ემოცია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

53
ilianikuchadzerchva

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოქმედებს მუსიკა ჩვენს ემოციებზე და როგორ შეიძლება გარდავქმნათ ემოცია – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ილია ნიკაჭაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს მუსიკა ჩვენი ემოციებისთვის?

მუსიკა ეს არის გამოცდილება, რომელიც ქმნის ემოციას. როდესაც გიხარია, გინდა რომ გვერდით იყვნენ ის ადამიანები, ვინც შენს ემოციას გაიზიარებენ. როდესაც მწუხარებაში ხარ, გინდა შენი სევდა სხვამაც გაიზიაროს. ემოციის გაზიარება აქრობს მარტოობის შეგრძნებას და საყრდენის ფუნქციას ასრულებას ადამიანისთვის. მუსიკა პარტნიორია, რომელსაც შეუძლია შენ ემოცია აირეკლოს, იგივე რეზონანსი მოგცეს გარედან, რასაც თავადვე გრძნობ საკუთარ თავში და შესაბამისად, გიქმნის განცდა, რომ მარტო არ ხარ. მარტოობის შევსება ადამიანს ამშვიდებს აწყნარებს და რესურსებით ავსებს.

რა მუსიკას უნდა მოვუსმინოთ?

ალბათ ეს კითხვა ბევრს აწუხებს. მუსიკას ემოციის შექმნის ფუნქციაც გააჩნია. ემოციის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რისი გამოწვევაც გვინდა, ძალიან არ უნდა ცდებოდეს იმ ემოციას – რაც გვაქვს. მაგ: თუ მწუხარებაში ვართ, მხიარული მუსიკა ვერ გამოგვიყვანს მდგომარეობიდან, მაგრამ თუ მწუხარება მსუბუქი სევდის სახით არის ჩვენში, შესაძლებელია ეს ემოცია მუსიკით იქნას გადაყვანილი სიხარულში.
ვარჯიშის დროს გრესიული მუსიკა გვეხმარება ვიყოთ ფორმაში. აგრესია იქმნება გაღიზიანების შედეგად, როცა ადამიანი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში დაბრკოლება ხვდება. აგრესიასთან არის დაკავშირებული როკი, კლუბური და ჰიპ-ჰოპის ჟანრის მუსიკა. აგრესიის გამოვლინების ბევრი ფორმა სოციალურად მიუღებელია, ამიტომ მისი გააზრება განსაკუთრებულად გვჭირდება. აგრესიის ემოცია ყველაზე ცხადი ფორმით თინეიჯერებში გვხდება. ხშირად ამ ემოციის შედეგად წარმოქმნილი მარტოობის გრძნობა მათ იზოლაციისკენ უბიძგებს. არის შემთხვევები, როდესაც ისინი აგრესიას გამოხატავენ ტატუებით, ეპატაჟური სამოსით, ვარცხნილობით, ეს ყველაფერი პროტესტის ფორმებია, რომელიც აგრესიამ წარმოშვა.

საოფისე სამუშაოს დროს უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, რომელიც იქნება დაბალ ხმაზე, არ გამოიწვევს გარკვეული ტიპის ემოციებს, არ გადაგვაგდებს ნოსტალგიაში, მაგალითად, სამსახურში შეგვიძლია მოვისმინოთ “ვორკჯაზი”.

ალბათ თქვენც დაფიქრებულხართ, რატომ არის საქართველოში ე.წ. ფანოღი (ქალაქური მუსიკა) პოპულარული? ამ მიმართულების კომბოზიციები რადიკალური, მძაფრი ემოციების მატარებელია. მაგ; ცალმხრივ სიყვარულზე, დიდ დარდზე, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება(და შედეგად სვამს) ა.შ. ჩვენს რეალობაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელშიც ეს ემოციები ჯერ კიდევ ცოცხლობს და შესაბამისად, მას შინაგან სიამოვნებას სწორედ ასეთი მუსიკა ანიჭებს.

პროფესიების მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ ექიმები, დაკვირვებით ისინი უსმენენ ძირითადად ინტელექტუალურ მუსიკას, მაგალითად როგორიცაა ჯაზი.

ცალკე საუბრის თემაა კლასიკური მუსიკა, რომელიც ჰარმონიის თვალსაჩინო მაგალითია. ბახის, მოცარტის, შოპენის დახმარებით ჩვენ ვსწავლობთ (არაცნობიერ დონეზე) შინაგან ჰარმონიას. კლასიკური მუსიკა გვეხმარება, ჩვენში არსებული ერთმანეთისგან განსხვავებული იმპულსები ერთ მთლიანობად ვაქციოთ და ამით მივაღწიოთ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობას. ხშირად, კლასიკურ მუსიკის მოსმენაზე რეკომენდაციას ფეხმძიმესაც აძლევენ.

რაც შეეხება მოგზაურობას, ამ დროს რეკომენდებულია იმ ქვეყნის რეპერტუარი შევისწავლოთ, რომელშიც მივემგზავრებით. აღნიშნული უკეთ დაგვანახებს და შეგვაგრძნობინებს იმ ქვეყანას, სადაც ვმოგზაურობთ.

მუსიკა იმის მიხედვით უნდა ავარჩიოთ, თუ რა მიზანი გვაქვს, რა განწყობის შექმნას ვცდილობთ ჩვენთვის, ან და უკვე რა განწყობა გვაქვს და რაში გვჭირდება თანაზიარი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები