LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივაწოდოთ ბრენდი მომხმარებელს – FM ქოუჩი

20
xatia-shamugia-couch

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის კომპანიისთვის ბრენდი, როგორ მივაწოდოთ ბრენდი მომხმარებელს – მარტა ქარუმიძის გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია “ისი პარის” პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფრო ხატია შამუგია. 

რა არის კომპანიისთვის ბრენდი?

ბრენდზე დგას კომპანია, განსაკუთრებით ისეთი კომპანია, რომელიც მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენს. ასეთი ბრენდების წარმოდგენა უფრო რთული და საპასუხისმგებლოა კომპანიისთვის.

ბრენდინგი ყველაზე რთულია თემაა და მოიცავს ბევრ ქვეთავსა და ქეისებს. ჩემი კომპანიის შემთხვევაში ჩვენ უკვე შეფუთული ბრენდი ჩამოგვდის, თითოეულ ბრენდს თავისი მარკეტინგი მოყვება. თუმცა, მიწოდება მიმწოდებლისთვის ბუნებრივია ჩვენი საქმეა.

აქვს თუ არა ქვეყანას მნიშვნელობა ბრენდის დაპიარების კუთხით?

ბუნებრივია, ქვეყნის მსოფლმხედველობასა და მენტალიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რაღაც ევროპაში მისაღები იყოს, მაგრამ აქ განსხვავებული რეაქცია მოჰვეს. იყო შემთხევა, კონკრეტულ ბრენდს ჩამოჰყვა ვიტრინაში გამოსადები მასალა, ფოტოზე იყო ცხენზე ამხედრებული შიშველი მოდელი, რომელსაც ეს სუნამო ეჭირა, ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო, თუმცა ჩვენ კამპანია ვერ ვაწარმოეთ, რადგან ამას მოყვებოდა გარკვეული პროტესტი მომხმარებლის მხრიდან. მომხარებელს აქვს თავისი მოთხოვნები. ქართველი მომხმარებელი სუნამოს სახელწოდებასაც კი აქცევს ყურადღებას.

ჩვენი მომხმარებელი გაცნობიერებული და პრეტენზიულია. საბედნიეროდ, ადამიანები ბევრს მოგზაურობენ და იქიდან საკმაოდ გაცნობიერებულები ჩამოდიან. მნიშვნელოვანია მომხმარებელს ჰქონდეს კომპანიის ნდობა. ტრენინგების ჩატარება ყველა კომპანიის თანამშრომლებისთვის საურადღებოა, ეს იქნება მომხარებლებთან ურთიერთობა თუ სხვა მიმართულებები. ტრენინგები ხელს უწყობს ადამიანის  განვითარებას.

მიწოდების თვალსაზრისით, არის თუ არა განსხვავებული მიდგომები, როდესაც პროდუქციას მამაკაცსა და ქალს სთავაზობთ?

ქალებმა იციან, რა სურთ და ჩამოყალიბებულები არიან არჩევანში, მამაკაცი უფრო გისმენს და შესაძლებელია შენს რჩევებს დაეთანხმოს. თუმცა, ადრე თუ ამ მხრივ პროცენტულად დიდი განსხვავება იყო, ახლა უკვე 55/45-ზეა, რაც იმა სნიშნავს, რომ მამაკაცებიც საკმაოდ ჩახედულები არიან ამ სფეროში.

საქართველო ძალიან პატარ ქვეყანაა, ბაზარი დიდი არაა. ბუნებრივია ამ ბიზნესში ხდება მომხარებლის გადმობირება სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებისა და მომხარებელთან ურთიერთობის კუთხით. პირველ რიგში საყურადღებოა სერვისი. ჩვენ გვაქვს გლამურული ბიზნესი და კონკურენციას გლამურულია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები