LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება ღვინის გატანა საზღვარგარეთ – FM ქოუჩი

64
gogita-mchedlishvili-fm-couch

გადაცემის ლაივი LIVE

რა დაბრკოლებებია ღვინის ბიზნესში და როგორ გავიტანოთ ღვინო საზღვარგარეთ ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” “იასეს მარნის” დამფუძნებელმა გოგიტა მჭედლიშვილმა ისაუბრა.

რა პრობლემებია დამწყები ბიზნესმენებისთვის ღვინის ბიზნესში? 

მთავარი პრობლემა არის ღვინის სისუფთავის საკითხი და კარგი მარნების უქონლობა.  იშვითია ნორმალური მარანი, სადაც ღვინის შესანახად სათანადო პირობები არსებობს. მარნების დიდ ნაწილში არაა ღვინისათვის საჭირო მდგრადი ტემპერატურა და ეს ღვინოზეც უარყოფითად აისახება.

რაც შეეხება გარემო პირობებს:

  1. საკმაოდ სერიოზული  პრობლემებია ადგილობრივ ბაზარზე ანაზღაურების მხრივ,
  2. ასევე, სანამ ცნობადობას აიმაღლებ, რთულია შეხვიდე ღვინის  მაღაზიებსა და ბარებში. თუმცა არის გამონაკლისები.
  3. ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ღვინის გამოფენა-გაყიდვებზე მონაწილეობა ქვეყნის გარეთ. სასურველია ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და გრანტები, რომ მცირე მარნების დამწყებმა მეღვინეებმაც შეძლონ ექსპორტზე გასვლა.

რა დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა?

გამოვყოფდი ჯიშურ მრავალფეროვნებას, წინა წლებში თუ რამდენიმე ჯიშის ყურძნის ღვინოზე იყო ინტერესი(რაც გამწვეული იყოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებით) და ყოველივე აქედან გამომდინარე გადაშენების პირას იყო ქართული მაღალი ხარისხის საღვინე ყურძნის ჯიშები, დღეისთვის ეს ვითარება სრულიად შეცვლილია, ხდება ძველი მივიწყებული ჯიშების მოძება. ასევე, მნიშვნელოვანია მარნების მრავალფეროვნება და ღვინის ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოწყობა განვითარება. ამ კუთხით  განსაკუთრებით სასიხარულოა მცირე საოჯახო მარნების აქტივობა. დღემდე დიდ პრობლემად რჩება ვენახში ძლიერი ქიმიური წამლების გამოყენება, რასაც მევენახეები მასობრივად იყენებენ. ასეთი წამლობა ერთ საქმეს აკეთებს და მეორეს აფუჭებს.  ზრდის მოსავლიანობას, თუმცა კარგავს ხარისხს, აზიანებს ეკოსისტემას. ამიტომ, ნამდვილად დადებითი ტენდეციაა ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნების ზრდა.

როგორ ხდება ღვინის გატანა საზღვარგარეთ?

მეღვინე რეგისტრირებული უნდა იყოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს პორტალზე, სადაც მას ენიჭება უნიკალური ლოტის ნომერი. ამის შემდგომ მეღვინე ვალდებულია შესაბამისი ლოტის საფუძველზე პორტალზე მოახდინოს მიმდინარე წლის ღვინის მარაგების რეგისტრაცია სახეობებისა და მოცულობების მიხედვით.

იმისათვის, რომ მეღვინემ შეძლოს ღვინის ექსპორტზე გატანა, მას უნდა გააჩნდეს, აღნიშნული ღვინის საქართველოს  კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის სერთიფიკატი, რომელსაც გასცემს ღვინის ლაბორატორია. თუ ღვინო ვერ აკმაყოფილებს სერთიფიკატის მოთხოვნებს,  ღვინის ექსპორტზე გატანა შეუძლებელია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები