LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გვატყუებს ჩვენი ტვინი – FM ქოუჩი

7
ninapertenavashow

ტვინს დიდი გავლენა აქვს ჩვენს ქცევებზე. ისინი, ვინც ტვინის რეაქციებს სწავლობს, აღნიშნავენ, როგორ ტვინს ადამიანის მოტყუება შეუძლია. გვატყუებს თუ არა ჩვენი ტვინი? რა უნდა ვიცოდეთ მისი მუშაობის მექანიზმებზე, რომ არ აღმოვჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში – მარტა ქარუმიძის გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია პიარ სპეციალისტი ნინა პერტენავა.

როგორ რეაგირებს ტვინი ჩვენს ქმედებებზე?

რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ – არის მხოლოდ იმპულსების სახით მიწოდებული და ტვინის მიერ გადამუშავებული ინფორმაცია. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ რეალობა საკმაოდ განსხავებულია ჩვენს მიერ აღქმული სურათისგან, მაგრამ ეს კიდევ არაფერი იქნებოდა, რომ ამას არ ემატებოდეს ყოველი ცალკეული ადამიანის სტერეოტიპული აღქმის სპეციფიკა. ჩვენი ტვინი არ იღებს ინფორმაციას ნეიტრალურად, ის ყოველთვის ემოციურ ელფერს მატებს მას და ნებისმიერ მოვლენას სასურველად ან არასასურველად (საფრთხის შემცველად ) თვლის. ნეგატიური ემოციები სჭარბობს დადებითს, ასე მოხდა ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტების მქონე რეპტილოიდურ ტვინზე დამატებით ემოციური (ლიმბიკური)ტვინის ჩამოყალიბების პერიოდში. დღეს ეს ხშირ შემთხევაში ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში, გვიბიძგებს ზედმეტი წონის დაგროვებისკენ, კომფორტის ზონაში დარჩენისა და კლიშე აზროვნებისკენ.

რაზე რეაგირებს ტვინი?

ტვინს ან შენ მართავ, ან მას მართავენ სხვები. ტვინი განსაკუთრებულად რეაგირებს ადამიანის ვიზუალზე და ხმაზე. როდესაც ადამიანი გხედავს პირველი 10 წამის განმავლობაში, მას ექმნება შენზე წარმოდგენა. ტვინი თავად წყვეტს ხარ თუ არა მისიანი. როდესაც მიდიხართ საქმიან შეხვედრაზე, უნდა შეეცადოთ ვიზუალური ეფექტი მოახდინოთ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ტვინში არის მანიშნებელი, რომელიც სწორედ ვიზუალზე ახდენს კონცენტრირებას. უგემოვნოდ ან დასვრილი ტანსაცმლით შეხვედრაზე მისული ადამიანი, თითქმის ერთნაირ ემოციას იწვევს. რაც შეეხება ხმას, როდესაც ადამიანთან გაქვთ კომუნიკაცია, პირველი არის თვითგადარჩენა, ამიტომ ყოველთვის აანალიზებთ, ადამიანი იტყუება თუ არა. შესაბამისად ხმის ტემბრს აქვს განსაკუთრებული როლი. როდესაც საუბარი არის მშვიდ და დაბალ ტონალობაში, მოსაუბრე ბევრად დამაჯერებელია. საქმიან ურთიერთობებში მშვიდ, დინჯ ადამიანებს ანიჭებენ უპირატესობას.


შევყავართ თუ არა ტვინს შეცდომაში?

რა თქმა უნდა. ეს ხდება თუნდაც სტერეოტიპებით, დავუშვათ წარსულში არსებული ან გაგონილი გამოცდილებით. ადამიანის ტვინზე ზემოქმედებს ბევრი ფაქტორი. ადამიანი გადაწყვეტილბებს იღებს ემოციებით, ამიტომ ტვინზე დიდ გავლენას ახდენენ ხშირად სარეკლამო ბანერები, ტელერეკლამები და სხვ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები