LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავავარჯიშოთ მეხსიერება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

23
7rchevafsiqologisgan2010

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გავავარჯიშოთ მეხსიერება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.


როგორ ვიმახსოვრებთ ინფორმაციას?

დამახსოვრება ნიშნავს  ინფორმაციის შენახვას, თუმცა ეს პროცესი არც ისეთი მარტივია და ყოველდრიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ინფორმაციის დავიწყებასთან ან არაზუსტ გახსენებსათნ დაკავშირებულ პრობლმებს.

გამოცდილება და მეცნიერული კვლევების მონაცემებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანის მეხსიერება არც ისეთი ობიექტური და სანდოა. ეს გამოწყვეულია ერთის მხრივ იმით, რომ დამახსოვრების პროცესია არის საკმაოდ რთული და მოიცავს არა ერთ საფეხურს, ხოლო მორეს მხრივ იმით, რომ  ამ პროცესზე ახდენს გავლენას მრავალი ფაქტორი დაწყებული კონკრეტული პირის მოტივაციით, ემოციური მდგომარეობით და დასრულებული ორგანიზმის  ფიზიკური მდგომარეობით.

ადრეული ბავშვობიდან ადამიანის თავის ტვინი ჩართულია უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავებასა და შენახვაში. ადრეულ ასაკში მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა რომ ათვისებული გვაქვს, შესაძლოა ცნობიერად არ გვახსოვდეს. თუმცა ჩვენს ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე, ეს ,,პასიური“ ინფორმაცია მაინც მოახდენს. ძირითადად შეგვიძლია ისეთი მოგონებების ამოტანა, რომლებმაც ან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე, ანუ დიდი ემოციური დატვირთვა აქვთ, ან მიზანმიმართულად, ნებელობის ჩართვით დავისწავლეთ.

ასაკთან ერთად ადამიანი ეუფლება ინფორმაციის შენახვის და შემდეგ აღდგენის სხვადასხვა ტექნიკებს, მაგ.ყველამ იცის რომ გამეორება ცოდნის დედაა, და თუ რამეს ბევრჯერ გაიმეორებ უფრო კარგად და ზუსტად დაიმახსოვრებ. ზოგს თვალით უკეთ ამახსოვრდება, ზოგს სმენითი მეხსიერება აქვს უკეთესი, ამ სტრატეგიებს ხშირად ადამიანიები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით  აგნებენ და ამასა ფსიქოლოგები მეტა-მეხსიერებას ვეძახით, ანუ მეხსიერების შესახებ მეხსიერებას (თუ როგორ ვიმახსოვრებ, რამდენს და რამდენი ძლისხმევა მჭირდება ამისათვის).

დამახსოვრების რა ეტაპები არსებობს?

ზრდასრულ ადამიანებს  გარდა მეტა-მეხსიერებისა, გვაქვს უშუალოდ დამახსოვრების პროცესთან დაკავშირებული განსხვავებები. დამახსოვრების პროცესი 3 ძირითად ეტაპს მოიცავს: კოდირებას –  როდესაც ინფორმაციის გაანალიზებას და ,,იარლიყების“ მიწებებას ვახდენთ. შენახვას – ანუ რა სახით ვინახავთ მაგ, ვიზუალური ხატის, შეგრძნების, რამდენად დიდი ხნით საჭიროა ეს ინფორმაცია. მაგ. თუკი მე ერთი კოლეგა მთხოვს რაიმე შეტყობინება გადავცე მეორე კოლეგას, და გადავცემ,  2 საათის შემდეგ შესაძლოა ამ შეტყობინების შინაარსი სულაც არ მახსოვდეს, რადგან უბრალოდ მექანიკურად გავიმეორე რამდენიმე ფრაზა და არ შემინახავს ეს ინფორმაცია. ბოლო ეტაპია ინფორმაციის ამოტანა – რაც გულისხმობს შენახული ინფორმაციის მოძებნას და ზუსტ აღდგენას. ალბათ ყველას გვქონია ენისწვერზე, რომ გიტრილებს რამე სიტყვა ან ფრაზა და ვერაფრით რომ ვერ იხსენებ, თუმცა ზუსტად იცი, რომ სადღაც იქ არის თავშია! ანუ ინფომაცია კოდირებულიც იყო და შენახულიც, მაგრამ ამოტანის საფეხურზე პროცესი დაყოვნდა.

უნდა აღინიშნოს ყურადღების როლი ინფორმაციის გადამუშავებასა და დამახსოვრებაში. ადამიანის ნერვული სისტემა ყოველდღიურად იბომბება ინფორმაციის უზარმაზარი უწყვეტი ნაკადით. მაგრამ კარგად ვიცით, რომ ყველაფერს არ ვიმახსოვრებთ. ეს რომ ასე იყოს, რა საკვირველია, ნერვული სისტემა ძალიან გადაიტვირთებოდა უსარგებლო ინფორმაციით და სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით გვაქვს ისეთი ფსიქიკური ფუნქცია, როგორიცაა ყურადღება. ყურადღება არის სწორედ ის ფილტრი, რომელიც გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას და მასზე ფოკუსირებით, გვეხმარება სწორედ ის დავიმახსოვროთრაც მნიშვნელოვანია. ყურადღების მიქცევა ხდება უნებლიედ ან ნებისმიერად (ანუ მიზანმიმართულად). უნებლიედ გვამახსოვრდება ძირითადად ჩვენთვის უჩვეულო, ან ემოციურად დატვირთული მოვლენები. ხოლო ნაკლებად საინტერესო ან ნეიტრალური ინფორმაციის დასამახსოვრებლად გვჭირდება ძალისხმევა-ყურადღების მიზამიმართულად ფოკუსირება ინფორმაციაზე.  ხშირად, მეხსიერებაზე ჩივილით მოსულ ადამიანებს, სწორედ ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი აქვთ და არა საკუთრივ ინფორმაციის დამახსოვრების სიძნელეები.

გარდა ამისა, ადამიანის მეხსიერებაზე  მოქმედებენ ისეთი ფაქტორები როგორიცაა ძილი, კვება, აქტიური თუ პასიური ცხოვრების წესი, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანის ყოველდღიურობა. მაგ. სწორედ ძილის დროს ხდება დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გადამუშავება თავის ტვინში და გრძელვადიანი მოგონებების ჩამოყალიბება, ამიტომ სრულფასოვანი და ხარისხიანი ძილი კარგი მეხსიერების აუცილებელი პირობაა.

რა მეთოდები არსებობს მეხსიერების გასაუმჯობესებლად?

მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. ამისათვის არსებობს რამდენიმე ალტერნატივა. მაგ. შესაძლებელია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და სპეციალური სავარჯისოების დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესება. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მაგ. ნეიროფიდბექის საშუალებით არის შესაძლებელი ნერვული სისტემის პროდუქტულობის გაზრდა, მათ შორის  ყურადღებისა და მეხსიერების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ასევე კიდევ ერთი ალტერნატივა არის სპეციალისტის დახმარებით საკუთარი მეხსიერების დეტალური შეფასება და ინდივიდუალურად შექმნილი პროგრამით უნარების გაუმჯობესება.

7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:

1. ძილის რუტინის მოწესრიგება, თქვენთვის მოსახერხებელი რეჟიმის შემუშავება და რეჟმის დაცვა.
2. ძალიან მნშვნელოვანია ჯანსაღი კვება, ომეგა 3-თ მდიდარი პროდუქტების მიღება, ახალი ხილისა და ბოსტნეულის, თხილეულის. ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მინიმალურად მოხმარება;
3. მრავალფეროვანი ყოველდღიური გამოცდილება, სიახლეები და ახალი სასიამოვნო შთაბეჭდილებები სასარგებლოა;
4. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, არ არის აუცილებელი დარბაზში ვარჯიში, ეს შეიძლება იყოს ცეკვა, სეირნობა ან ნებისმიერი აქტივობა, რაც ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს და გსიამოვნებთ;
5. თუ განსაკუთრებულად გჭირდებათ მეხსიერების გაუმჯობესება ან უჩივით მეხსიერების დაქვეითებას, ეს მოგვარებადია სპეციალისტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით;
6. ინფორმაციული დიეტა, უსარგებლო ინფორმაციისგან თავის არიდება განსაკუთრებით რთულია დღეს, ინფორმაციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია მეხსიერებსი ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
7. რასაც დაისწავლით, გამოიყენეთ! განსაკუთრებით ეს ეხება მოზრდილ ასაკში ნებისმიერად შეძენილ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგავიწყდებათ. ადამიანის ორგანიზმი ძალიან ეკონომიური სისტემაა და არ ხარჯავს ენერგიას იმაზე რასაც არ იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები