LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვიყენოთ შინაგანი პოტენციალი – FM ქოუჩი

5
tinatinrukhadzenewsjn

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გამოვიყენოთ შინაგანი პოტენციალი – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი, ქოუჩი თინათინ რუხაძე.

როგორ უნდა მივხვდეს, რისი პოტენციალი აქვს?

ყველა ადამიანს აქვს შინაგანი პოტენციალი. ამის უნდა სჯეროდეს. გარემო ძალიან დიდ როლს ასრულებს, ბავშებისთვის აღმზრდელები, მშობლები ავტორიტეტები არიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენებს უქმნიან. თუმცა, ეს პროცესი და საკუთარი თავის აღმოჩენა გრძელდება, რიგ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოს ადამიანმა რისი ნიჭი აქვს.

ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, პიკასოს რომ ჩვენაირი მასწავლებელი ჰყოლოდა, ვერ გახდებოდა ის, ვინც იყო, რადგან ის სტანდარტულად არ ხატავდა.

წარმოდგენა, რომ 16-17 წლის ასაკში უნდა აირჩიო პროფესია და მიჰყვე მას მთელი ცხოვრება, თავისთავად არასწორია. ახალი თაობა ამისგან თავისუფალია. სადაც ჩვენ უკეთესად შევძლებთ პოტენციალის გამოვლენას, იქ უნდა ვიყოთ.

 

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რა სურს?

თვითგამორკვევა ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, მუდმივად აკვირდები შენს თავს, უნდა მიხვდე – რა შეგიძლია უფასოდ აკეთო შენს ცხოვრებაში, სად იშლები კარგად, რისი კეთება გსიამოვნებს…გარემოში ყოველთვის არის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები, თუ მე ვუყურებ სამყაროს, სადაც მე არ მეძლება ჩემი რესურსების გამოყენება, მაშინ გარკვეულ ლიმიტს ვიწესებ. დააკვირდით ორ ადამიანს ერთი და იგივე გარემოში. ერთი ფიქრობს, რომ გამოუვა, მეორე ფიქრობს, რომ – არა. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როცა ადამიანებს სწყურია, ერთი კონცენტრირდება წყურვილზე, მეორე ეძებს წყალს.

ჩვენ როცა ვოცნებობთ, ჩვენი მე ამ ოცნების დამიწებას აკეთებს. რაზეც ვოცნებობთ, ის ხშირ შემთხვევაში ახლოსაა რეალობასთან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები