LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ემზადებიან სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი დაგეგმილი კონცერტებისთვის

17
sandro-gegechkori-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

10 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე, ახალგაზრდა მუსიკოსები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი სტუმრობდნენ, რომელთაც საკუთარ შემოქმედებასა და ახალ პროეტებზე ისაუბრეს.

– სანდრო (ნებიერიძე), როგორ ემზადებით თვის ბოლოს დაგეგმილი კონცერტისთვის?

– კონცერტი 26 დეკემბერს Silk Factory Studio-ს დარბაზში გაიმართება, მომწონს მისი აკუსტიკა, რადგან ბრწყინვალედ ერგება ჩემს საღამოს და რახმანინოვის მესამე კონცერტს.

– სანდრო (გეგეჭკორი), ვის ეკუთვნის სოლო კონცერტების მოწყობის იდეა?

– თეო ჯორბენაძის და ფონდ „იავნანას“ ხელშეწყობით, გასულ წელს ჩვენმა ტრიომ კონსერვატორიის დიდ  საკონცერტო დარბაზში წარადგინა საკუთარი პროგრამა, რომელმაც იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ წელს ინდივიდუალური საღამოების მოწყობა გადავწყვიტეთ, რომელიც 16 დეკემბერს გაიხსენება ჩემი სოლო კონცერტით.

– თეო, რატომ გადაწყვიტეთ ახალგზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა?

ფონდი „იავნანა“ ყოველთვის მხარში ედგა სანდრო ნებიერიძეს, რადგან არასდროს ეპარებოდა ეჭვი მის ნიჭიერებაში, სანდრო გეგეჭკორი კი, მოგვიანებით გავიცანით ხელოვანთა კავშირის „კონცეპტ-არტის“ მოწყობილ ფესტივალზე. მართლაც არაჩვეულებრი სეზონი გვქონდა, რომელიც წელსაც ინტენსიურად გრძელდება და იმედი მაქვს, მომავალი  წელიც ასევე დატვირთული იქნება, მითუმეტეს უკვე მივიღეთ რამდენიმე შეთავაზება.  მიხარია, რომ იანვარში სეზონს გია ყანჩელის საღამოთი გავხსნით, რომელიც გასულ წელს მოვამზადეთ, თუმცა კინოთეატრ „ამირანის“ შეთავაზებით, კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ პუბლიკისთვის.

– როგორც პიანისტ-კომპოზიტორები, რომელ ნაწარმოებს მიიჩნევთ ყველაზე რთულად შესასრულებლად?

– (სანდრო ნებიერიძე) ნებისმიერი ნაწარმოები პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან სინამდვილეში, სწორედ ყველაზე მარტივად მოსასმენი ნაწარმოებია ყველაზე რთული შესასრულებელი. თუმცა არსებობს ე.წ. პიანისტური კლიშეები, მაგალითად, რახმანინოვის მესამე კონცერტი, რომელსაც მე დავუკრავ და ლისტის საფორტეპიანო სონეტები, რომელთაც სანდრო შეასრულებს, პიანისტები ყველაზე რთულ ნაწარმოებებად მიიჩნევენ.

– (სანდრო გეგეჭკორი) აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან სწორედ ერთი შეხედვით მარტივ ნაწარმოებში ვლინდება პიანისტის მთელი ოსტატობა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები