LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება ჰოლოტროპული სუნთქვა ადამიანებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

56
levanramishvili7rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა და როგორ ეხმარება ის ადამიანებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ მეთოდის სპეციალისტმა ლევან რამიშვილმა ისაუბრა.

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?

ჰოლოტროპული სუნთქვა არის უძლიერესი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, რომელიც შეიმუშავა თანამედროვე ფსიქოლოგიის კლასიკოსმა, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის დამაარსებელმა, სტანისლავ გროფმა.

ჰოლოტროპული სუნთქვის პროცესი შედგება სამი ეტაპისაგან:

1. ინტენსიური სუნთქვა. სუნთქვა მიმდინარეობს ტრანსული მუსიკის ქვეშ. სუნთქვის დროს ხდება ტვინისა და მთელი ორგანიზმის ჰიპერვენტილაცია, რაც იწვევს ადამიანის ტრავმატული ქვეცნობიერი შინაარსებისა და სხვადასხვა გამოცდილებების (წინა ცხოვრების, წინაპრების ცხოვრების, სხვადასხვა მცენარედ, ცხოველად, კოსმიურ სულად ყოფნის და სხვ.) ცნობიერ დონეზე ამოწევას; პროცესი აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა.

2. ხატვა. ეს პროცესი ხელს უწყობს ამოწეული შინაარსის გახსენება-გააზრებას;

3. საუბარი. ამ დროს ხდება ამოწეული შინაარსის ინტეგრაცია, რათა გამყარდეს თერაპიული შედეგი.
როგორ ეხმარება ეს მეთოდი ადამიანებს?

ჰოლოტროპული სუნთქვა ადამიანს საშუალებას აძლევს, განთავისუფლდეს ბავშვობის ტრავმების (მათ შორის ყველაზე მძიმე ტრავმების) და ყველანაირი მტანჯველი ქვეცნობიერი შინაარსებისაგან, რაც თავის მხრივ აუცილებელია სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვებისათვის, ასევე ცხოვრებაში წარმატების მიღწევისათვის)

ეს პროცესი ასევე ათავისუფლებს ადამიანის სხეულს მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი სპაზმებისა და ენერგეტიკული ბლოკებისან, ახდენს ფიზიკურ დონეზე გამოუვლენელი ფსიქო-სომატური დაავადებების პრევენციას, ხშირად კურნავს უკვე არსებულ დაავადებებს.

ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით ადამიანი თავს აღწევს სტრესების დამანგრეველ შედეგებს და მოიპოვებს სიმსუბუქესა და მთლიანობას, იბრუნებს დაკარგულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები