LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახება კანზე რუჯი და კანის რა პრობლემებია ზაფხულში – სილამაზის აკადემია

7
xatunakudava345

გადაცემის ლაივი LIVE

კანის პრობლემები ზაფხულში – დერმატოლოგი ხათუნა კუდავა სტუმრად გადაცემაში „სილამაზის აკადემია“.

როგორ აისახება კანზე რუჯი?

ზაფხული დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო დროა. ზოგი ზღვაზე დასვენებასა და რუჯის მიღებას ანიჭებს უპირატესობას, ზოგს სიმშვიდეში ბუნებასთან კონტაქტი ურჩევნია.  იზრდება მზის სხივებთან უშუალო  კონტაქტის დრო. ასევე მეტი შეხება გვაქვს მცენარეებთან. ამას ემატება მაღალი ტემპერატურა და მომატებული ტენიანობაც, ასე რომ უამრავი ხელშემწყობი ფაქტორი იყრის ერთდროულად თავს და შესაბამისად მატულობს კანის სხვადასხვა დაავადებების სიხშირე. გასათვალისწინებელია უკვე განვითარებული დერმატოზების გამწვავებების შესაძლებლობაც, ალერგიული რეაქციები მზის სხივების მიმართ, დამწვრობები, პიგმენტური ლაქები.

დიდი მნიშვნელობა აქვს რუჯის სწორ და ზომიერ მიღებას. რუჯის მოყვარულთა ძირითადი პრობლემები გამოიხატება კანის გამოშრობითა და პიგმენტური ლაქების გაჩენით. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი კრემების სწორი გამოყენება და კანის აქტიური დატენიანება. განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს, რომლებიც ძნელად ირუჯებიან. ფრთხილად უნდა იყვნენ მრავლობითი ხალების მქონე ადამიანები და სასურველია მათ წინასწარ გაიარონ კონსულტაცია დერმატოლოგთან სასარგებლო რჩევების მისაღებად.

ზაფხული კანის ბაქტერიული, ჩირქოვანი ინფექციების მატების პერიოდია…

განსაკუთრებით იზრდება ფოლიკულიტებისა და იმპეტიგოს სიხშირე. ბავშვთა პოპულაციაში გასათვალისწინებელია იმპეტიგოს მაღალი კონტაგიოზურობისა და გავრცელების შესაძლებლობა.

ეს პერიოდი განსაკუთრებით აქტუალურია კანის სოკოვანი ინფექციების მატების თვალსაზრისითაც. მომატებული ოფლიანობა სხვა გარემო პირობებთან ერთად საუკეთესო გარემოს ქმნის და ვლინდება სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადებები როგორიცაა კანდიდოზი, სხვადასხვაფერის პიტირიაზი, სხეულისა და ტერფის დერმატომიკოზები და სხვა. კანის ნაოჭებისა და ტერფის მიდამოები ამ პრობლემის ხშირი ლოკალიზაციაა. ზოგჯერ ინფექციის  წყარო შესაძლოა თავად პაციენტი აღმოჩნდეს, რომელსაც ფრჩხილების სოკოვანი დაავადება აწუხებს.

როდის არაა სასურველი მზესთან კონტაქტი?

ზაფხულში კანის მნიშვნელოვანი პრობლემებია მზის სხივების მიმართ და მცენარეებზე გამოვლენილი ალერგიული რეაქციებიც მათთან უშუალო კონტაქტის გამო. ასევე მწერებისა და ტკიპების ნაკბენებით გამოწვეული დაავადებები.

არსებობს კანის პათოლოგიები, რომლის დროსაც მზესთან კონტაქტი სასურველი არ არის. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება ვიტილიგო, როზაცეა, წითელი მგლურა და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები