LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იწყება პრობლემები წყვილის ურთიერთობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

67
69574781-970295999980609-7326521664974356480-n

გადაცემის ლაივი LIVE

წყვილთა ურთიერთობა დინამიურია, ერთმანეთის მუდმივი შეცნობის პროცესია. ურთიერთობა გადის გარკვეულ ეტაპებს, რომელიც შესაძლოა განმეორდეს ციკლურად. რა იწვევს პრობლემებს წყვილის ურთიერთობაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოთერაპევტმა მაკა ისაკაძემ ისაუბრა.

რაზეა დამყარებული წყვილების ურთიერთობები? 

წყვილთა ჯანსაღი ურთიერთობა დამყარებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე: ვნება, პატივისცემა, მეგობრობა. დასაწყისში ვნება სასიყვარულო ურთიერთობის წამყვანი ფაქტორია. თვლიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა წყდება, როცა სიყვარული გადის, რაც ასე არ არის.

სინამდვილეში ქალი და მამაკაცი უმეტესად შორდებიან ურთიერთპატივისცემის დაკარგვის გამო. აქ ადგილი აქვს იმედგაცრუებას. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ურთიერთაღფრთოვანებული პარტნიორები ერთმანეთის განსხვავებულობას ეჯახებიან და აღმოჩნდება, რომ მაგალითად, “პრინცი” პრინცი სულაც არაა.

ფსიქოთერაპევტთან ხვდებიან სწორედ ის წყვილები, რომლებიც გადიან ეტაპობრივ კრიზისს და სწავლობენ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლას, ყველაზე მთავარი რაც ხდება ამ დროს: ისინი აღიარებენ ერთმანეთის განსხვავებლობას და მათში რესურსის დანახვას.

ნებისმიერი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს ურთიერთპატივისცემა. ეს ხშირად გამოიხატება პარტნიორის მხრიდან საუბრის მანერაში, ქმედებებში ან უყურადღებობაში. ამისთვის აუცილებელია საუბარი იმაზე, პარტნიორის მხრიდან რა გსიამოვნებთ და არა, რა გწყინთ, თუ თვლით, რომ ყურადღება არ არის საკმარისი, აუცილებლად ესაუბრეთ ამაზე პარტნიორს, რათა წყენის ეტაპი უფრო ღრმა ფაზაში არ გადაიზარდოს და მან შეძლოს გათვალისწინება.

უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე ერთმანეთის შედარებების პროცესი სხვა ადამიანებთან (ყოფილ პარტნიორებთან, ნებისმიერ სხვა პირთან). აქ იკვეთება უპატივცემულობა პიროვნების მიმართ, რაც ძაბავს ურთიერთობას და მიჰყავს კრიზისისკენ, ან ურთიერთობის დასრულებისკენ.

პირველი ეტაპი შერწყმაა – ეს არის დრო, როცა პარტნიორები ცხოვრობენ და სუნთქავენ უნისონში, ხედავენ თავისთავს ერთმანეთში,  გრძნობენ ერთობას, შეთანხმებულობას, სიახლოვეს.

მეორე ეტაპი – დიფერენციაცია, განცალკევება, როცა წყვილი  ამჩნევს, რომ პარტნიორი არაა „პრინცი“ ან  „პრინცესა“. ნებისმიერი ურთიერთობაში მნიშვნელოვანია გქონდეთ თქვენი მე, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს  პარტნიორის შეურაცხყოფის ან დამცირების ხარჯზე.

ხშირად წყვილები არ საუბრობენ, პრობლემებზე, არ უზიარებენ ემოციებს, ადამიანებს აზრად არ მოსდით, რომ ისწავლონ ახლებურად მიუდგნენ ერთმანეთის განსხვავებულობას, რაც აფუჭებს ურთიერთობას.

თუ პარტნიორებს საერთო ინტერესები არ აქვთ, არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდად არის და უნდა დაშორდნენ, პირიქით, ეს საინტერესოა, ეს კონტაქტია, როცა ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს, ვუყვებით ჩვენს თავზე.

პატივი ეცით ერთმანეთის ჰობის, ინტერესებს, საქმიანობას, ურთიერთაღფრთოვანება ამყარებს თვითშეფასებას და კვებავს წყვილში დარჩენის სურვილს. ისწავლეთ, ბოდიშის მოხდა თუ შეგეშალათ ან აწყენინეთ.

 

7 რჩევა მაკა ისაკაძისგან:

  1. უკიდურესი შერწყმის დროს ადამიანებს ყველაფერი საერთო აქვთ: ინტერესები, სურვილები, მოთხოვნილებები და ამავდროულად ვერ არჩევენ საკუთარს. არსებობს „ჩვენ“ და არა “მე“ და „შენ“. უკიდურესი განცალკავებულობა ჩნდება წყენის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფის შემდეგ, აღმოცენდება უკმაყოფილებები და პარტნიორები არ არიან მზად  ურთიერთობების აღსადგენად.
  2. თუ უკვე აღმოაჩინეთ პარტნიორის განსხვავებულობა, დაუსვით თქვენს თავს კითხვები: რაზეა ეს შფოთვა? რას აკეთებს  განსხავავებულობის წასაშლელად? თუ ადგილი აქვს შეურაცხყოფებს, დაფიქრდით გიღირთ ეს ურთიერთობა?
  3. ურთიერთობის  სწორი განვითარებისთვის ნუ იქნებით კონცეტრირებული ნეგატივზე, არამედ მოუყევით ერთმანეთს რა გხიბლავთ თქვენს ურთიერთობაში.
  4. მოიძიეთ საერთო მიზნები(ეს განსაზღვრულობის განცდას დაბადებს და სიმშვიდეს მოგიტანთ). თუ შვილები გყავთ, გამოყავით საერთო დრო მხოლოდ ერთმანეთისთვის, წყვილის ცალკე ყოფნა  აუცილებელია ურთიერთობისთვის.
  1. შეინარჩუნეთ ინდივიდუალობა. გამოხატეთ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც ხართ. გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა პარტნიორის საქმიანობის, განსხვავებული ინტერესებისადმი. პატივი ეცით მის საქმიანობას, ურთიერთაღფრთოვანება ამყარებს თვითშეფასებას და კვებავს წყვილში დარჩენის სურვილს.
  2. არ დაიგროვოთ ბრაზი, გამოხატეთ იგი პიროვნების შეურაცხოფის გარეშე. ბრაზი ხომ პრობლემაზე მიანიშნებს, რომლის ერთად მოგვარებას ურთიერთობის გამყარებისკენ მივყავართ. მოიხადეთ ბოდიში, თუ შეგეშალათ.
  3. ისწავლეთ მადლიერების გამოხატვა ერთმანეთის მიმართ.ზოგჯერ წყვილი მეტისმეტ მოლოდინშია და არა აქვს მადლიერება აწმყოს მიმართ, ან ივიწყებენ და აღარ თვლიან საჭიროდ ხანგრძლივი ურთიერთობისას. იფიქრეთ, როგორ ასიამოვნოთ ერთმანეთს და დაფიქრით სიტყვებზე, რომლებსაც ამბობთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები