LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იწყება კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9
7rchevaamonshnewss

როდის იწყება კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის და როგორ უნდა მოვიქცეთ კარანტინში – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი.
როდის იწყება კონფლიქტი?

კონფლიქტი იწყება მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის, ერთს უნდა ერთი, მეორეს – მეორე. ბუნებრივია, ნებისმიერი ამ სახის გაუგებრობის გადაჭრისთვის, საჭიროა ერთმანეთს მოვუსმინოთ. ბავშვებს აქვთ მოთხოვნილება გახდნენ დიდები. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ისეთი საქმიანობა, რომ მათ იგრძნონ თავი დიდებად. მეორე ძალა, რომელიც ბავშვებს უნდათ რომ იგრძნონ, ეს არის თავისუფლება – განსაკუთრებით ეს სურვილი გარდატეხის ასაკში უჩნდებათ, რაც საყურადღებოა. მშობლები არ იცნობენ შვილებს და ბავშვებიც არ იცნობენ მშობლებს, მათ ემოციებს. ახლა სწორედ ეს დროა, გავიცნოთ ერთმანეთი. ნებისმიერ ურთიერთობაში ყველაზე კარგი გამოსავალი საუბარია. ზრდასრული ადამიანებიც კი ერთმანეთს არ უსმენენ, ეს ჩემს თავზეც გამომცდია, როცა ადამიანი მელაპარაკება და არ ვუსმენ ბოლომდე, მინდა ჩქარა დასვას მძიმე, რომ ჩემი სიტყვაც ვთქვა. ასეა ბავშვებთანაც, მოვუსმინოთ, შეიძლება აბსურდული იყოს რასაც გვეუბნებიან, მაგრამ მოსმენა და საუბარი ეს არის კომუნიკაციის კარგი საშუალება.

7 რჩევა პაატა ამონაშვილისგან: 

1. ბავშვების ერთ-ერთი ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა უპირობო სიყვარულის განცდა და ეს ორმხრივია პროცესია.

2. ბავშვებს აქვთ მისწრაფება დიდობისაკენ და ესაჭიროებათ დიდობის განცდა. ამ განცდის გარეშე, ჰარმონიული ურთიერთობა ვერ შედგება. ბავშვები უნდა ხედავნენ ოჯახის თანასწორუფლებიან წევრებს.

3. ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიური მოთხოვნილება იგრძნონ თავისუფლება. მათი მოტივაცია მაღალია, როცა ისინი აკეთებენ იმას, რისი კეთებაც თავად აარჩიეს, გარკვეულ ნორმებსა და ფარგლებში.

4. ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი თანაგრძნობით, ყურადღებით და კრიტიკის გარეშე მოსმენა. მოსმენის დროს დიდები უნდა იზიარებდნენ ბავშვების ყველა პრობლემას.

5. პიროვნული თვისებების აღზრდის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, ეს არის საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითები. აქედან გამომდინარე, თუკი გვინდა, რომ ჩვენს შვილებში ესა თუ ის პიროვნული თვისება დავინახოთ, ეს თვისება ჯერ ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს, ხოლო ბავშვი ამ თვისებების ცხოვრებისეულ გამოვლინებებს უნდა ხედავდეს.

6. ჰარმონიულ ურთიერთობას ძალიან შეუწყობს ხელს გულახდილი საუბრები, როცა მშლობელბი მზად არიან გული გადაუშალონ შვილებს.

7. ყველა ბავშვი მოვლენაა. თუ ამ კუთხით და ამ თვალით დავინახავთ ჩვენს შვილებს, ჰარმონიული ურთიერთობა გაადვილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები