LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დგება ბიზნეს გეგმის დაწერის აუცილებლობა – FM ქოუჩი

24
couch-show202

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის ბიზნეს გეგმის დაწერა მნიშვნელოვანი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში გადაცემაში “FM ქოუჩი” ბიზნესკონსულტანტმა მარიამ ქოიავამ ისაუბრა.

როდის დგება ბიზნეს გეგმის დაწერის აუცილებლობა?

ბიზნეს გეგმა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ყველა ჩართული მხარე, მათ შორის ინვესტორები და ბანკები, იღებენ გადაწყვეტილებას დაიწყონ თუ არა ესა თუ ის საქმიანობა. შესაბამისად, ბიზნესგეგმის შემუშავების აუცილებლობა დგება ახალი ბიზნესის ან არსებულ ბიზნესში ახალი მიმართულების წამოწყების დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესგეგმა არის პირველ რიგში ინვესტორისთვის და მხოლოდ შემდეგ სხვა დაინტერესებული მხარისთვის.

რა კომპონენტებისგან შედგება ბიზნეს გეგმა?

ჩვეულებრივ, ბიზნეს გეგმას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ესენია:
• მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრა
• კონცეფციის აღწერა და დასაბუთება
• კონკურენტების ანალიზი
• მარკეტინგული და საოპერაციო გეგმის მონახაზი
• საპროგონოზო ფინანსური გათვლები, მათ შორის: კაპიტალური დანახაჯები, ფინანსური უწყისები, თავისუფალი ფულადი ნაკადები, რელევანტური კოეფიციენტები, კაპიტალის ადეკვატური სტრუქტურა და სხვა
• რისკების შეფასება

რატომ არის ბიზნეს გეგმა მნიშვნელოვნი?

ბიზნეს გეგმის არსებობა მნიშვნელოვანია გათვისცნობიერებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად. ეს დოკუმენტი არის ერთგვარი დასტური იმის, თუ რატომ გვგონია, რომ ჩვენი წამოწყება იქნება წარმატებული. ამასთანავე, ის გვიჩვენებს, თუ პოტენციურად რა რისკები შეიძლება შეგვხვდეს იდეის განხორხიელების ეტაპზე
ხარისხიანი ბიზნეს გეგმის შემუშავებას სჭირდება 8-10 კვირა, პირველადი კვლევის მომზადების შემთხვევაში კი ეს დრო შესაძლებელია საგრძნობლად გაიზარდოს. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ როგორც წესი ხარისხიანი ბიზნეს გეგმის მომზადებისას ჩართულია სხვადასხვა კომპეტენციების მქონე პროფესიონალები, მათ შორის: ეკონომისტი, მკვლევარი, მარკეტოლოგი, ფინანსისტი, დარგის ექსპერტი და სხვ. ხარისხიანი ბიზნეს გეგმა ყოველთვის არის სწორად დაკომპლექტებული გუნდური მუშაობის შედეგი.

რამდენად აცნობიერებენ საქართველოში მოღვაწე ინვესტორები ბიზნეს გეგმის აუცილებლობას საქმიანობის დაწყებამდე?

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ზოგადი კულტურა და ცნობიერება ბიზნეს გეგმის მიმართ არის საკმაოდ დაბალი. მოთხოვნის ყველაზე დიდი ნაწილი განპირობებულია უცხოელი ინვესტორებისგან ან ისეთი ინვესტორებისგან, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ძალიან კარგად იციან, თუ რა ნეგატიური შედეგი მოაქვს ბიზნეს გეგმის გარეშე საქმის დაწყებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე ინვესტორების ცნობიერება იზრდება ამ საკითთან მიმართებაში და სტატისტიკურად უფრო მეტი ბიზნესი იწყება მხოლოდ ბიზნეს გეგმის შედგენის შემდეგ. ამასთანავე, ბიზნეს გეგმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს სხვა ინვესტორების, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებიც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები