LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი გათვალისწინება გჭირდებათ ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

8
tinatin-basilaia-7-rcheva

რისი გათვალისწინება გჭირდებათ ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თინათინ ბასიალაიამ ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება?
საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება აუცილბელია. ჩვენ თავად ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ბედნიერებაზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ წარიმართება ჩვენი ცხოვრება. ხშირად, მეუღლისგან, პარტნიორისგან თუ შეყვარებულისგან ველით, რომ მან უნდა გარდაქმნას ჩვენი ცხოვრება და თუ საკუთარი ყოფით უკმაყოფილოები ვართ, მათ ვაბრალებთ და მათში ვეძებთ პრობლემას. ეს უშედეგოა. მნიშვნელოვანია ჩვენ თავად ავიღოთ ჩვენს ცხოვრებასა და ბედნიერებაზე პასუხისმგებლობა და ბედნიერების წყარო საკუთარ თავში ვიპოვოთ და შევქნათ ბედნიერება მეორე ადამიანთან.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება. ჩვენი საყვარელი ადამიანი ჩვენივე სარკეა, თუ არ მოგვწონს მისი ქცევა, მისი ჩვენ მიმართ დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ჩავიხედოთ – სად ვექცევით იგივენაირად საკუთარ თავს? თავად როგორ ვტკენთ საკუთარ თავს გულს? თავად როგორ ვუცრუებთ ჩვენს თავს იმედს? ჩვენი პარტნიორი საუკეთესო მასწავლებელია, გვიჩვენებს რისი გაუმჯობესება და გაცნობიერება გვჭირდება, რომ ვიყოთ უფრო ბედნიერი და თვითრეალიზებული.

რას უწყობს ხელს ნეგატიური გამოცდილებისგან გათავისუფლება?

მნიშვნელოვანია ვიმუშავოთ ჩვენს თავზე და ძველი, ნეგატიური გამოცდილებისგან გავთავისუფლდეთ, ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან. ძველი ურთიერთობები უკეთ უნდა გავაცნობიეროთ, მათთან დაკავშირებული მტკივნეული ფიქრებისგან გავთავისუფლდეთ და ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობები უფრო ჯანსაღი და ბედნიერი გავხადოთ.

საკუთარ საქმეში დარჩენა – ბაირონ ქეითის “სამუშაოს” მიხედვით არსებობს სამი საქმე: ჩემი საქმე, შენი საქმე, უფლის საქმე. ჩვენი საქმეა ის, რაც ჩვენი კონტროლის ზონაშია – ჩვენი ფიქრები, მოქმედებები, შეხედულებები, მოლოდინები და ა.შ.

შენი, ანუ სხვა ადამიანების საქმეა ის, რაც მათი კონტროლის ზონაშია – თუ როგორ ფიქრობენ, როგორ ცხოვრობენ, მოქმედებენ და ა.შ.

უფლის საქმეა ის, რაც ადამიანის ძალას აღემატება. ჩვენში უნდა ვიპოვოთ ის, რასაც ჩვენს პარტნიორში ვეძებდით, რის შეცვლაც გვინდა მასში, შეცვალოთ საკუთარ თავში და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს.

რას უწყობს ხელს გულწრფელი და გახსნილი კომუნიკაცია?

ჯანსაღი ურთიერთობა რომ გვქონდეს საყვარელ ადამიანთან, აუცილებელია საკუთარ თავთან და მასთან ვიყოთ გულწრფელი. მოვუსმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ გულს, საკუთარ სურვილებს და ავიღოთ პასუხისმგებლობა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები