რეზო ბლიაძე: „სულ რაღაცას ვაკეთებთ და ინერციით ხვდება ჩვენი სიმღერები „ოქროს ტალღა"-ზე"

„გულდასაწყვეტია, რომ ჩვენნაირი ჯგუფების ნაკლებობაა. ძირითადად ხალხური და სხვა მიმართულების მუსიკაა. ცოტა გიტარებიც თუ შემოემატებოდა, კარგი იქნებოდა. ძირითადად პოპ და ხალხური მიმართულების მუსიკოსები აქტიურობენ. როკერებსაც მოვუწოდებ, მეტად იაქტიურონ. მრავალფეროვნების შემთხვევაში მეტი ინტერესი გვექნება უკეთესი ტრეკი დავდოთ. არ შეიძლება პიკასოს და რაფაელის შედარება. ჩვენ არ ველოდებით არაფერს და არავის ვუყურებთ. არ მივეკუთვნებით ადამიანებს, რომლებიც თევზის პოზაში არიან და როცა საჭირო გახდება, აი კონკურსია და გამოცოცხლდებიან. სულ რაღაცას ვაკეთებთ და ინერციით ხვდება ჩვენი სიმღერები კონკურსზე. ჩვენი თვითმიზანია სულ რაღაც ვაკეთოთ. „ოქროს ტალღა“ რომ არის ეს ძალიან კარგია“. ადვილია აიღო ვიღაცის სიმღერა, რომელიც თავის დროზე კიდე ვიღაცის იყო და ვიღაცამ დააქავერა და მარტივია… ოქროს ტალღაზე” მინახავს, ოცი წლის წინანდელი სიმღერა რომ „წლის სიმღერა“ ხდება. კი არ ვამობ რომ ცუდია, მაგრამ ეს ქავერია, თუნდაც ძველი სიმღერა სხვა ჟღერადიბით, თუნდაც საავტორო სიმღერა იყოს. ჟიური ძირითადად ისეა ხოლმე დაკომპლექტებული… ამ ქვეყანაში ყველა ერთმანეთის მეგობარია და ეჭვი მაქვს, რომ მეგობრების მიმართ მიკერძოებულები არიან. სიახლეს ვერ იღებენ ხოლმე ისე, როგორც უნდა მიიღონ. ურჩევნიათ დაქალი, შვილის ნათლია. ჟიურის წევრებს არჩევთ კომპეტენციის მიხედვით, მაგრამ მერე ხდება ის, რაზეც ვსაუბრობ; ჩვენ ჯგუფს აქვს პატივი პატარა თაობას უყვარდეს და რატომღაც ყველა სფეროში ისინი დაიგნორებულები არიან. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პატარა საყვარელი ბავშვები თქვენი მსმენელებიც არიან და იმაზე კომპეტენტურები ვიდრე დიდები. თუ გათვალისწინებული იქნება კონკურსში მათი აზრი და ხედვა, ჩვენ ეს გაგვახარებს. ნომინაციებსაც გადახედეთ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ სოლისტმა „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. რეზო ბლიაძემ აღნიშნა, რომ ჰოლდინგი „ფორტუნა“ ბევრს აკეთებს და პირველ რიგში ეს დიდი მოტივაციაა.

ოქროს ტალღის წარმდგენია ლიდერ ფუდი. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი რუსთავი 2“.