LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ვაპატიოთ საკუთარ თავს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

24
ana-arveladze-7-rcheva-fsiqologisgan

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ უნდა ვაპატიოთ საკუთარ თავს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” NLP ოსტატმა ანა არველაძემ ისაუბრა.

რა არის პატიება?

“პატიების ნებისმიერი გამოხატულება პირველ რიგში საკუთარი თავის პატიებაა და რაც მეტად გვიჭირს სხვების პატიება, მით უფრო ვერ ვპატიობთ საკუთარ თავს“. საკუთარი თავის პატიება, არის გაცილებით მეტი, ვიდრე დაშვებული შეცდომის დავიწყება. ეს არის იმის მიღება, რაც მოხდა და საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა. როგორც სხვას ვერ შევიყვარებთ მანამ, ვიდრე არ გვეყვარება საკუთარი თავი, ასევე გაგვიჭირდება ვაპატიოთ სხვებს, ვიდრე არ ვაპატიებთ საკუთარ თავს. ქვეცნობიერ დონეზე, საკუთარ წარუმატებლობასა და მარცხში, ტკივილსა და იმედგაცრუებაში პირველ რიგში საკუთარი თავს ვადანაშაულებთ, რადგან ჩვენ თავად შევიქმენით მცდარი მოლოდინები ადამიანებისა და სიტუაციების მიმართ, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, რომლის შედეგადაც გვეტკინა და განვიცადეთ იმედგაცრუება, თუმცა ცნობიერად გვიჭირს ამ ფაქტის აღიარება. სწორედ საკუთარი თავისაგან გაქცევის მიზნით ვეძებთ დამნაშავეებს საკუთარ მარცხსა და წარუმატებლობაში.

შევეხოთ ასევე მორალურ კოდექსის მნიშვნელოვან მცნებას – „ დამნაშავე უნდა დაისაჯოს“ , რომელიც ისე ღრმად არის ჩვენს ქვეცნობიერში, კაცობრიობის არსებობის წუთიდან, რომ დანაშაულის განცდის პარალელურად გაუაზრებლად ჩავდივართ თვით დესტრუქციულ ქმედებებს. არ ვაძლევთ საკუთარ თავს ბედნიერების, წარმატების, სიმშვიდის უფლებას და ამ გზით ვართმევთ ყველაზე მთავარს – მომავალს და ვტოვებთ წარსულთან პირისპირ.

საიდან მოდის ჩვენი გადაწვეტილებები?

თუ გადავხედავთ თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს გადაწყვეტილების მიღების მომენტში, მივხვდებით, რომ გადაწყვეტილებათა 95 %-ს ჩვენი ქვეცნობიერი იღებს და მხოლოდ 5 %-ში მონაწილეობს თავის ტვინის ანალიტიკური ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეცნობიერის ზარდახშაში არის საგულდაგულოდ შენახული ჩვენი ყველა გამოცდილება, ყველა რესურსი, ყველა მიღებული განათლება სხვადასხვა საკითხზე და ჩვენი სტერეოტიპები, წამის მეათასედში ყველა ამ ინფორმაციის გადახედვის გზით სწორედ ქვეცნობიერი იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს საუკეთესო ვარიანტს არსებულ ვერსიებს შორის. მცდარი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წუთიც რომ იყოს გასული, აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით შემდეგი არჩევანი უკვე იქნება განსხვავებული.

7 რჩევა ანა არველაძისგან:

  1. შეეცადეთ განთავისუფლდეთ თავის გამართლების ჩვევისაგან, რადგან არაფერი ისე არ ამძაფრებს დანაშაულის განცდას, როგორც ეს უკანასკნელი.
  2. დამნაშავედ ვგრძნობთ თავს მაშინ, როდესაც ვერ ვამართლებთ სხვების მოლოდინს, მაგრამ გახსოვდეთ, ეს მათი მოლოდინია.
  3. შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ თქვენ ხართ ყველა პრობლების სათავე-არსებობს სიტუაციები, რომელიც მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებული.
  4. მოექეცით საკუთარ თავს ისე, როგორც პიროვნებას, რომლის წინაშეც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე აღებული გაქვთ ზრუნვის და გაფრთხილების ვალდებულება და გამოიჩინეთ მის მიმართ თანაგრძნობა და უპირობო სიყვარული.
  5. გაიაზრეთ, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება იყო საუკეთესო იმ მომენტში  თქვენს ხელთ არსებული რესურსებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
  6. ჩამოწერეთ ყველა ის შემთხვევა, რასაც ვერ პატიობთ საკუთარ თავს და შეხედეთ აღნიშნულ სიტუაციას ყველა შესაძლო რაკურსით. რას გააკეთებდით ახლა ამ სიტუაციაში, რას შეცვლიდით და დაფიქრდით იმაზე, რომ შეცდომის დაშვებიდან თუნდაც 1 წუთი რომ იყოს გასული, თქვენ უკვე შეიძინეთ გამოცდილება და მსგავს სიტუაციაში იდენტურად აღარ იმოქმედებთ.
  7. როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო თქვენი წარსული, მისი წყალობით ხართ ისეთი, როგორიც ხართ და გამოხატეთ მადლიერება განვლილი გამოცდილების და გაკვეთილების მიმართ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები