LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ჩააბაროს ადამიანმა პროფესიულ სასწავლებელში – ირინა წეროძე გადაცემაში „ინსაიდერი“

29
irina werodze

დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად 106.9-ზე ვხვდებით ერთმანეთს. ეს გადაცემა ინსაიდერია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პროფესიული განათლების შესახებ.

12 ივნისს გადაცემა „ინსაიდერში“ ვისაუბრეთ პროფესიული განათლების შესახებ. გადაცემის სტუმარი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძეა.

მოგესალმებით ქალბატონო ირინა, მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის განათლება და მათ შორის პროფესიული განათლება. ახლახანს გახდა ცნობილი, რომ პროფესიული განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი  1.8 მილიონამდე ფუნტს დახარჯავს  და სპეციალურ პროექტსაც განახორციელებს სამინისტროსთან ერთად. პროფესიული განათლების სფეროში აქამდე არ არსებობდა მასწავლებლების გადამზადების სისტემა. როდის შეიქმნება და თუა უკვე ცნობილი რაში და როგორ დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა?

მთავრობის პრიორიტეტი ბოლო რამდენიმე წელია არის პროფესიული განათლება. იმიტომ რომ ეს არის განათლების ის საფეხური, რომელიც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას შედარებით უფრო მოკლე დროში უწყობს ხელს. დღეს დასაქმებისთვის საჭიროა ახალი უნარები და პროფესიები, რომლის შესწავლაც შესაძლებელია სწორედ ორი წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში. დღეს შრომის ბაზარი სწორედ პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს ითხოვს. განათლების ეს საფეხური თანაბრად ხელმისაწვდომია განურჩევლად ასაკისა და შესაძლებლობისა, ყველა რეგიონში და სწორედ მისი განვითარებაა პრიორიტეტი.

ვის შეუძლია დღეს ასწავლოს პროფესიულ სასწავლებლებში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

მასწავლებლების პროფესიული განვითარება დღემდე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად. განათლების სამინისტრო დიდი ხანი ეძებდა პარტნიორს და ფინანსურ მხარდამჭერს. დღეს პროფესიულ სასწავლებლებში ასწავლიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დარგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ან ფლობენ უმაღლეს განათლებას დარგის მიმართულებით.

2020 წლისთვის მზად იქნება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა სქემა, რომელიც ხელფასების დივერსიფიცირების შესაძლებლობასაც გააჩენს. მათ უკვე მოემატათ წელს 30%-ით ხელფასები, როგორია გეგმები ამ მიმართულებით? და იმ პედაგოგებს ვინც დღეს ასწავლის პროფესიულ სასწავლებლებში რა ბედი ელით?  და როგორ მოხდება ახალი კადრების შემოდინება სისტემაში?

გადაცემის სრული ლაივჩანაწერი

ახალი მოდელისთვის მთავარი საფუძველი იქნება ის, რომ ის იქნება მაქსიმალურად ღია პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის, იმიტომ, რომ პროფესიულ განათლებაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ადამიანი პედაგოგიური საქმიანობით დაკავების შემთხვევაში, აუცილებლად მუშაობდეს თავისი სპეციალობით. ამიტომ ჩვენ მთავარი ამოცანაა ასეთი პრაქტიკოსი სპეციალისტები დაინტერესდნენ პროფესიულ განათლებით და ისინი შევიდნენ საკლასო ოთახში. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ეს სისტემა მათთვის გახდეს მოქნილი. ანაზღაურების გაზრდა და დივერსიფიცირებული ხელფასები იქნება როგორც ახალი პედაგოგებისთვის, ასევე მათთვის ვინც დღეს ასწავლის.

რის საფუძველზე გაეზრდებათ მათ ანაზღაურება?

ესაა სწორედ ამ ახალი პროექტის ამოცანა, რომ ჩვენ გვქონდეს არგუმენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალი მოდელი და კრიტერიუმები რას დაეფუძნება ამა თუ იმ მასწავლებლის განსხვავებული ანაზღაურება ან მისი შემოსვლა პროფესიაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იქნება ის, რომ  მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული უნარები. ის 30%იანი ხელფასის ზრდა, ვინც დღეს ასწავლის პროფესიულ პროგრამაზე არის მხოლოდ საბაზო ზრდა და ჩვენ გათვალისწინებული გვექნება შემდეგი წლის ბიუჯეტში კიდევ უფრო მატება, რა თქმა უნდა სქემაზე დაფუძნებით.

დღეისთვის ქვეყანაში 24 სახელმწიფო კოლეჯი და 13 უმაღლესი დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელიც პროფესიულ პროგრამას ახორციელებს. ასევე არის 57 სუბიექტი კოლეჯი. ჯამში ამ სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა 15 ათასამდე ადამიანს აქვს. რატომ უნდა ჩააბაროს ადამიანმა პროფესიულ სასწავლებელში?

იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები რა ინტერესს ფლობენ და რა გამოცდილება აქვთ, დღეს ასაკი არის შეუზღუდავი, მთვარია გქონდეს 9 კლასის ატესტატი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სამსახურის მოსაძიებლად გვქონდეს ისეთი პრაქტიკული უნარები და პროფესია, რომელიც დღეს მოთხოვნადია. და სექტორები რომელიც დღეს ქმნიან მეტ სამუშაო ადგილს, ასეთი არის: ტურიზმი, მშნებელობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის ქვეშაც არსებული პროფესიები სწორედ წარმოადგენს პროფესიული კოლეჯის მიერ შეთავაზებულ პროგრამებ. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისარგებლოთ ზრდასრულებითვის გაჩენილი ახალი სერვისით, რომელიც გულისხმობს მოკლევადიან მომზადება- გადამზადებას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა შესაძლებელი კანონით. ესაა კურსები, სადაც შესაძლებელია თან ვიმუშაოთ თან ვისწავლოთ. ამ მოკლევადიან პროგრამებზე ცენტრალიზებული ტესტირება არ მოქმედებს.

როგორია დასაქმება კურსდამთავრებულებისთვის?

ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ კვლევა და 33 პროცენტიდან ავედით 60 %-ზე. რაც ნიშნავს,რომ პროფესიული პროგრამების კურსამდავთავრებულების 60 პროცენტი არის დასაქმებული. ძალიან მაღალია დასაქმება ტურიზმის მიმართულების პროგრამებზე. ასევე, მაღალია  მომსახურების სფერო, ავტოშეკეთება, მკერავის პროფესია და ასევე ელექტრიკოსი გამოირჩევა მაღალი დასაქმების მაჩვენებლით.

პროფესიულ სასწავლებლებში საგაზაფხულო სწავლება  ორწლიან პროგრამებზე 3 ივნისს დაიწყო. როდის გამოცხადდება საშემოდგო სწავლაზე მიღება?

სადიპლომო პროგრამებზე მიღებას ვაცხადებთ წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყება სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში. ჩვენ გვექნება სიახლე 9 კლასდამთავრებული, რომელიც გამოვა სკოლიდან და ჩააბარებს კოლეჯში გარკვეულ პროგრამებზე, სწავლის შემთხვევაში პროფესიული დიპლომი რომელსაც აიღებს 3 წლის შემდეგ, გათანაბრებული იქნება სრულ ზოგად განათლებასთან. ვფიქრობ, რომ ეს არის ძლიან მიმზიდველი, იმიტომ რომ სამ წელიწადში გვაქვს სრული ზოგადი განათლება და პროფესიის დიპლომი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები