LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ხდებიან მოზარდები აგრესიულები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

25
1

გადაცემის ლაივი LIVE

დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მოზარდთა აგრესიის შესახებ. რა არის აგრესია და რატომ ხდებიან მოზარდები აგრესიულები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს აგრესია?

აგრესია გულისხმობს მსხვერპლისთვის განზრახ ზიანის მიყენებას, ეს არის მიზანმიმართული ქცევა, რომელიც ტკივილს, დამცირებას და ზიანს აყენებს სხვა ადამიანს და მიმართულია ნეგატიური შედეგების მისაღწევად. არსებობს აგრესიის ორი ტიპი:
ინსტრუმენტალური აგრესის დროს თავდასხმა ძირითადად განპირობებულია გარკვეული მიზნის მიღწევის სურვილით.  მიზანი შეიძლება იყოს: ძალაუფლების დომინირების შენარჩუნება გაძლიერება, იძულება, სხვა ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა. ინსტრუმენტალური აგრესია ქცევის შედარებით რაციონალურ ფორმებს წარმოადგენს.
ემოციურ აგრესისიასთან საქმე გვაქვს მაშინ,როდესაც აგრესორის მთავარი მიზანია მსხვერპლისთვის ზიანის მიყენება, ამ სახის აგრესიას ემოციური აგზნება უდევს საფუძვლად.

მოზარდთა აგრესიული ქცევის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს:

დაბალი თვითშეფასება, პროტესტი: ხშირად უფროსები ან თანატოლები აიძულებენ, უბრძანებენ მოიქცეს ისე, როგორც მას არ უნდა და ეს შეიძლება აგრესიის მიზეზი გახდეს. ასევე ინფანტილიზმი: ხშირად აგრესიული მოზარდის ფსიქიკური და კალენდარული ასაკი არ ემთხვევა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში მას ჯერ არ აქვს გათვითცნობიერებული ქცევის ნორმები, რამაც შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.
ლიდერობის სურვილი: აღიარების სურვილი, რაც აიძულებს იმოქმედოს აგრესიულად, შეუპოვრად. დღეს სამწუხაროდ სოციუმის მიერ ხდება ლიდერობის ამ ნეგატიური ასპექტების, ქცევების წახალისება.“თანამედროვე გმირები “მიუხედავად იმისა, დადებითია თუ უარყოფითია პერსონაჟი ყველა აგრესიულია მაგ: ბავშვების საყვარელი გმირები, “ადამიანი ობობა” რთულ სიტუაცის ძალისმიერი მეთოდებით აგვარებს. ბავშვისთვის ეს ხდება ჩვეულებრივი ლიდერული, გმირული ქცევა. მუდმივი აგრესია ფიტავს ნერვულ სისტემას, დაძაბულობა ხდება ემოციური პრობლემების მიზეზი. ბავშვმა აღარ იცის როგორ წარმართოს სწორად სასიცოცხლო ენერგიები. საჭიროა ვასწავლოთ მშვიდობიანი გზით ლიდერული პოზიციის მიღწევა.

თვითშეფასება: როდესაც ბავშვი არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული სამყაროს აღიქვამს, როგორც მტრულად განწყობილის, რომელიც ზიანის მომტანი და აგრესიულია. ამ შემთხვევაში, ბავშვი აღიქვამს, რომ მას საფრთხე ემუქრება როგორც თანატოლებისგან, ისე ზრდასრულებისგან. ის ფიქრობს, რომ მუდმივად არის თავდასხმიდ ობიექტი, რის გამოც დაძაბულია და თვითონ ხდება თავდასხმის ინიციატორი. „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“ – პრინციპით.
თვითშფასებაზე რიგ შემთხვევებში გავლენას ახდენს მშობლების განქორწინება, ბავშვი ხდება ეგოცენტრული. იწყება ქცევის ცვლილება. აგრესიული და იმპულსური ქცევა, ეს არის მისი პასუხი მშობლებისადმი. აგრესიით ცდილობს ისევ და ისევ ყურადღების მიქცევას, რათა როგორმე შეარიგოს მშობლები მისი გულისთვის მაინც. თავიდან რომ ავირიდოთ ეს ქცევა, აუცილებელია მშობლებმა აუხსნან განქორწინების მიზეზი თავიდანვე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად, ბავშვის მიმართ სიყვარული და დამოკიდებულება არ შეიცვლება.
სოციალური ფაქტორი: აგრესიის მოტივი შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სურვილი. ასეთ შემთხვევაში თავისი აგრესიული ქცევით მესიჯს უგზავნის მშობელს, რომ მისგან თავი დაიჭირონ შორს და არაფრის თხოვნას აზრი არ აქვს. ამ იმიჯით ცდილობს თავიცდან აიცილოს პასუხისმგებლობა.
თანატოლების გავლენა:  აგრესიის დონე შესამჩნევია სასკოლო ცხოვრებაშიც. ზოგიერთი ბავშვი იმის გამო, რომ თანატოლთა ჯგუფიდან არ გაირიყოს მიმართავს აგრესიულ ქცევას, რათა მოიპოვოს აღიარება.

მოზარდები: მოზარდობის ასაკში აგრესიულობის დონე შეიძლება გაიზარდოს, გარდატეხის ასკისთვის დამახასიათებელი თავისებურებების ხარჯზე.
ბიოლოგიური: სქესობრივი მომწიფება, ფიზიკური ცვლილებები სხეულის ცვლილება – სწრაფი ზრდა, წონის მატება – ბავშვი ამ ცვლილებებს მტკივნეულად აღიქვამს და ხშირად არის გაღიზიანებული, ისწრაფის დამოუკიდებლობისკენ. აყალიბებს კომპლექსების გაჩენას.
ფსიქოლოგიური ცვლილება ვლინდება შეგრძნებაში, რომ არის უკვე დიდი, ამას გამოხატავს ქცევაში, მიისწრაფის დამოუკიდებლობისკენ, როდესაც ხვდება უფროსებისგან წინააღმდეგობას, იწყებს კონფლიქტს, აგრესიული ქცევით ცდილობს დაამტკიცოს თავისი დიდობა. აგერსიული ქცევა შეიძლება გამოიხატებოდეს არა მარტო ფიზიკურ ძალადობაში, არამედ ეს შეიძლება იყოს ბოროტი ხუმრობა ჭორაობა და ქცევის სხვა დესტრუქციული ფორმები. მოზარდობის ასკში ბავშვები ცდილობენ თვი დააღწიონ მშობლებზე დამოკიდებულებას და ცდილობენ მეტად დამოუკიდებლები იყვნენ.

რას იღებენ მოზარდები აგრესიული ქცევით?მათ უნდათ რომ თავი დაანებონ.  ხშირად მოზარდებს არ ჰყოფნით სოციალური უნარები ან თვითკონტროლი. როცა მეტი თავისუფალი დრო აქვს მოზარდს, ძალაუფლება „ფარული აღმზრდელის“-კომპიუტერის, (აგრესიული კომპიუტერული თამაშების) ინტერნეტის ხელში გადადის.ხშირად ამბობენ, რომ რადგან ბავშვი ჰყავთ, ესე იგი აღზრდაც იციან, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ხშირად ვაწყდებით, რომ ზრდასრულ ადამიანს არ აქვს სწორი შეხედულება მშობლობაზე. მშობლობა ისწავლება. მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოზარდის თვითშეცნობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, მოზარდმა უნდა ისწავლოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა, საკუთარი აგრესიული იმპულსების მართვა, შიშის მოხსნა. უნდა აითვისოს, სხვადასხვა სიტუაციებში ადექვატური ქცევის უნარები. მუშაობა არა მხოლოდ აგრესორ ბავშვებთან უნდა ვაწარმოოთ, არამედ მათთან მეტ-ნაკლებად შეხებაში მყოფ სხვა ბავშვებთანაც.

მშობლის მაქსიმალური ჩართულობა, დამოკიდებულების შეცვლა აუცილებელია. უნდა დავუმეგობრდეთ, მოვუსმინოთ ბავშვს. შენიშვნის ფორმა შევცვალოთ, არ გავაკრიტიკოთ მისი პიროვნება, არამედ აქცენტი გადავიტანოთ მის ქცევაზე და სწორედ ამაზე  მივუთითოთ.

უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვიქცევით ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციაში. ვჩხუბობთ, ხმის ტონს ვუწევთ თუ მშვიდობიანი გზით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას? ვუსმენთ თანამოსაუბრეს და მის არგუმენტებს, თუ თავს ვარიდებთ მასთან საუბარს? ვცდილობთ ჩავწვდეთ პრობლემის მიზეზს თუ არ გვინდა არაფრის მოსმენა და თავი სულ “მართალი” გვგონია? დააკვირდით საკუთარ ქცევებს, დიდი ალბათობით მოზარდი ჩვენ, უფროსებს მოგვბაძავს.

7 რჩევა მარი გოგიაშვილისგან:

  1. განიხილეთ მოზარდთან ერთად ოჯახური საკითხები, (მიეცით საშუალება დაგინახოს და გაგითვალისწინოს როგორც მშობელი, პრობლემის არსებობის (განქორწინების) შემთხვევაში დაელაპარკეთ და აუხსენით აღნიშნული საკითხი.
  2.  არ წაახალისოთ ბავშვის ან სხვა ადამიანის აგრესიული ქცევა. ვინაიდან აგრესიული ქცევის მოდელს ხშირად ოჯახში ითვისებენ.
  3. სასურველია მშობელმა უარი თქვას ურთიერთობის ნეგატიურ სტილზე, როგორიცაა (ბრძანების, მუქარის და ბრალდების გამოყენება)
  4.  აკონტროლეთ საკუთარი მეტყველება და ემოციები, განსაკუთრებით მოზარდებთან საუბრისას.
  5.  მიეცით მეგობრული რჩევები და დახმარების ხელი გაუწოდეთ.
  6.  მიეცით უპირობო სიყვარული, ამით იგი საკუთარი თავის და სხვების სიყვარულს ისწავლის.
  7. და ბოლოს, თუ პრობლემა სერიოზულია და მშობელი ხვდება, რომ თავად ვერ უმკლავდება შვილის აგრესიას, აუცილებელად უნდა მიმართეთ ფსიქოლოგს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები