LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს ოფთალმო-კოსმეტოლოგი და როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა ახალგაზრდული ნაპერწკალი თვალებში – „პულსი“

26
pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

8 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემაში „პულსი“, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სტუმრებმა, კლინიკის „ახალი მზერა“ გენერალურმა დირექტორმა, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ დვალმა და ამავე კლინიკის ოფთალმოლოგმა თამარ ჩიტაძემ ქალბატონებისთვის მეტად საინტერესო თემებზე – თვალების და ქუთუთოების მოვლაზე ისაუბრეს.

ბატონო მერაბ, არსებობს ტერმინი „ოფთალმოლოგიური ახალგაზრდობა“. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ოფთალმოლოგიას კოსმეტოლოგიასა და ქალის სილამაზესთან?  

– პირველ რიგში, ყველა ქალბატონს ვულოცავ ქალთა დღეს და ბედნიერებასთან ერთად ახალგაზრდობის, სილამაზის შენარჩუნებას ვუსურვებ, რაშიც ჩვენც მაქსიმალურად დავეხმარებით. „ოფთალმოლოგიური ახალგაზრდობა“ იმ მზერას, მბრწყინავ თვალებს ნიშნავს, რომლითაც ახალგაზრდა ხასიათდება, თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, როცა უმეტესობას კომპიუტერთან მუშაობს და ზედმეტად ტვირთავს თვალებს, ძალიან რთულია კარგი მხედველობის შენარჩუნება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პლანეტის მოსახლეობის 30% ახლომხედველია და პრონოზიც ნაკლებად დამაიმედებელია, რადგან 2050 წლისთვის მათი რიცხვი 80%-მდე გაიზრდება. ბრძოლა ამგვარი „ეპიდემიის“ წინააღმდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ტექნოლოგიური მიღწევები სულ უფრო აქტიურად იჭერება ჩვენს ცხოვრებაში.

ქალბატონო თამარ, რას გულისხმობს ოფთალმო-კოსმეტოლოგი და როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა ახალგაზრდული ნაპერწკალი თვალებში?

ოფთალმო-კოსმეტოლოგია შედარებით ახალი დარგია, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა წლების წინ და მხოლოდ თანამედროვე ცხოვრების წესის, მეტწილად ქალბატონების გააქტურების და საკმაოდ დაძაბული ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით გახდა პოპულარული. კარგი მხედველობის  და ახალგაზრდული თვალების შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს თვალის დანამატი – ქუთუთო, საკმაოდ ფაქიზი ორგანო, რომელიც განსაკუთრებულ გაფრთხილებას მოითხოვს. ქუთუთოების დაავადაებათა შორის ყველაზე გავრცელებულად ალერგიული, ინფექციური ბლეფარიტები და მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია ითვლება, როცა ირღვევა ქუთუთოს კიდეში მოთავსებული ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია, ნაკლები ოდენობით გამომუშავებული სეკრეტი ცრემლში კი, თვალის სიმშრალეს და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. არანაკლებ აქტუალურია დემოდეკოზური ბლეფარიტი, როცა წამწამების ძირებზე დაბუდებული ტკიპები აქერცვლას, ქავილს და სიწითლეს იწვევს.

რა შესაძლებლობებს ფლობს „ახალი მზერა“ ოფთალმო-კოსმეტოლოგიის დარგში?

ჩვენი კლინიკა პაციენტებს „ოფთალმოლოგიური ახალგაზრდობის“ დიდი ხნით შენარჩუნებას სთავაზობს, რაც ერთის მხრივ, თვალის მიმდებარე ქსოვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებლად პლასტიკურ მანიპულაციებს, მეორეს მხრივ კი, უახლესი აპარატურის წყალობით  მეიბომის ჯირკვლების პათოლოგიების დადგენას გულისხმობს.

როგორც ჩანს, სწორედ თქვენ ითავსებთ კოსმეტოლოგის და პლასტიკური ქირურგის ფუნქციას…

გეთანხმებით. კოსმეტოლოგები და პლასტიკური ქირურგები ხშირად თავს არიდებენ ქუთუთოების და თვალ-ბუდის მიმდებარე ქსოვილზე პროცედურების ჩატარებას, რადგან ძალიან საფრთხილოა თვალზე მანიპულირება. ვფიქრობ, ქუთუთოების მოვლა და მკურნალობა სწორედ ოფთალმოლოგის საქმეა, რომელმაც უკეთ იცის თვალის აგებულება და ზუსტად შეუძლია პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა.

ბატონო მერაბ, თქვენს რას შესთავაზებთ ქალბატონებს, ვისაც სათვალის მოხსნა სურთ?

– სულ რაღაც 20 წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ლაზერით ოპერაცია ბევრს სამუდამოდ დაავიწყებდა სათვალეს, თუმცა დღეს მეთოდი, რომლის პიონერებიც ჩვენ აღმოვჩნდით უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს. პაციენტებს შორის ის ახალგაზრდა ქალბატონები ჭარბობენ, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარეგნობა, სათვალის ან თუნდაც კონტაქტური ლინზების ტარება კი, სერიოზულ დისკომფორტს უქმნით. ამასთანავე, ბევრი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ინტენსიურად სტუმრობს სპორტულ დარბაზსს და ძალიან არ უნდა, „ყავარჯნები“ ჰქონდეს სახეზე.  აღსანიშნავია, რომ ოპერაცია მარტივი, უმტკივნეულოა და მხოლოდ ორ წუთს გრძელდება, რეაბილიტაციის პერიოდი კი, საკმაოდ მსუბუქია. ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს მომსახურეობას იმ ხანდაზმულ ქალბატონებსაც  ვთავაზობთ, ვისაც ასაკის მატებასთან ერთად შეექმნა მხედველობის პრობლემა, სათვალეს კითხვისას იყენებს,თუმცა ვერაფრით ირგებს და ეჩვევა.

რამდენად აფერხებს „ყავარჯნებისგან“ განთავისუფლებას პაციენტის ასაკი?

წელიწადში სულ მცირე 800 ათას პროცედურას სწორედ 45 წელს გადაცილებული პაციენტები იტარებენ, რადგან სინამდვილეში, უამრავი საშუალება არსებობს, რათა ასაკოვანმა პაციენტმა სამუდამოდ მოიხსნას სათვალე.

ჩივილების მიუხედავად, თვენ მაინც დეტალურად იკვლევთ ყველა პაციენტს. რამდენად აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება?

თვალის მკურნალობისას პაციენტი ხშირად ვერ ხვდება რა საჭიროა ქუთუთოს გამოკვლევა და ეჭვიც უჩნდება, ჩვენ კი, ახსნა და დარწმუნება გვიწვევს, რომ სწორედ ქუთუთოს დაზიანებაა მისი დაავადების მთავარი მიზეზი. ჩვენ ყოვეთვის დიდ დროს ვუთმობთ პაციენტთან საუბარს და მისთვის ყველაფრის გასაგებ ენაზე განმარტებას, რადგან მხოლოდ ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობით შეიძლება სასურველი შედეგის მიღება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები