LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ტემპერამენტის ადამიანი არსებობს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

11
naverianinews45

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენი ტემპერამენტის ადამიანი არსებობს – ფსიქოკონსულტანტი თაკო ნავერიანი სტუმრად მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან”

რა არის ტემპერამენტი?

ტემპერამენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თანაზომიერ ნაზავს, ნარევს. ის ჩვენი ბიოლოგიური ფუნდამენტია და უკავშირდება ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, აგზნებადობას, ინტესივობას. როგორც გორდონ ოლპორტი ამბობდა, ტემპერამენტის არსი ჩვენი თანდაყოლილი ბიოლოგიური მოცემულობა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. უნდა გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან ტემპერამენტი და ხასიათი. ხასიათი ღირებულ სისტემასთან და მორალურ სტანდარტთან ასოცირდება. მაგალითად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანს კარგი ან პირიქით ცუდი ხასიათი აქვს, ესე იგი ვაფასებთ მის ქცევას. ხოლო ტემპერამენტი ემოციათა საფუძვლად  მიიჩნევა და აერთიანებს იმ თვისებებს, რომლებიც პიროვნების ემოციურობის ხასიათს განსაზღვრავს. ტემპერამენტის თეორია ოთხი ტიპის შესახებ ჰიპოკრატესთან არის დაკავშირებული. პირველად სწორედ მან აღწერა და დააჯგუფა ხასიათის ერთმანეთისგან განსხვავებული მაჩვენებლები. ჰიპოკრატეს მიხედვით, ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ოთხი განსხვავებული სითხის – სისხლის(სანგუის), ლორწოს (ფლეგმა) , ყვითელი(ქოლე) და შავი ნაღველის (მელანქოლე) შერევის შედეგს. ორგანიზმში რომელიმე ერთი ნივთიერების სიჭარბე განაპირობებს განცდებისა და მათ მიმდინარეობას. შტეფან ფიბიგის (გერმანელი ფსიქოლოგის)მიხედვით, ადამიანები იყოფიან შემდეგ კატეგორიულად: ინტროვერტი, ექსტრავერტი, ასევე კონფლიქტური, უკონფლიქტო.

რა სახასიათო ნიშნები აქვს თითოეულ ტემპერამენტს?

სანგვინიკი არის ექსტრავერტი, ოპტიმისტი, მხიარული, ენერგიული, უყვარს ხალხთან ურთიერთობა, კეთილგანწყობილია სხვების მიმართ, არის უკონფლიქტო, მიმართავს ისეთ თავდაცვით მექანიზმს, როგორიცაა იუმორი, უყვარს მოვლენების გაუფასურება, ნაკლები ყურადღების მიქცევა მოვლენებზე.

ქოლერიული ტემპერამენტის მახასიათებელია: მიზანსწრაფულობა, ენერგიულობა, არიან ძალიან აქტიურები, წინა პლანზე ყოფნა სურთ, უყვართ ლიდერობა, არიან სხვებისთვის ავტორიტეტი. მათთვის დამახასიათებელია, კონფლიქტი, გამომდინარე მათი მჩქეფარე ხასიათიდან.

მელანქოლიური ტემპერამენტის მქონე პიროვნება არის ინტროვერტი, უყვარს სიმარტოვე, ურჩევნია განმარტოება, ვიდრე ხალხთან ურთიერთობა. არის სხვების მიმართ უკონფლიქტო, თუმცა კონფლიქტური საკუთარი თავის მიმართ. ახასიათებთ სიღრმე, განსხვავბით სანგვინიკისგან, უყვართ ადამიანი და ურთიერთობა.

ფლეგმატური ტემპერამენტის მქონე პიროვნებისთვის დამახასიათებელია კეთილგანწყობა, სიმშვიდე. არის ინტროვერტი, მათგან შორსაა კონფლიქტი. უარყოფითი მახასიათებელია: სიზანტე, პასუხისმგებლობის მიმართ შიში.

ტემპერამენტი უმეტესად შერეული ან გარდამავალია. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ადამიანი ხელოვნური ქმნილება კი არა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ზრდასა და განვითარებასთან ერთად უამრავ ცვლილებას განიცდის.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები