LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენადაა ქართული დიპლომი აღიარებული საზღვარგარეთ – ნუგზარ სიჭინავა გადაცემაში გადაცემაში „ინსაიდერი“

35
IMG-0323

საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას საქართველოში, ისევე როგორც საქართველოში მიღებულ ცოდნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დადასტურება და აღიარება სჭირდება. რა წესები, რეგულაციები და პროცედურებია ამისთვის საჭირო, 31 ივლისს, გადაცემა „ინსაიდერში“ სწორედ ამაზე ვისაუბრეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის კოორდინატორთან, ნუგზარ სიჭინავასთან ერთად.

მოგესალმებით, ბატონო ნუგზარ, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, რამდენადაა ქართული განათლება ღირებული და ანგარიშგასაწევი ქვეყნის ფარგლებს გარეთ? რა პრობლემებს აწყდებიან მსურველები?

იმისთვის რომ კონკრეტული დოკუმენტი გამოყენებული იქნას უცხოეთში ან სწავლის გასაგრძელებლად ან დასაქმების მიზნით, საჭიროა, იმ ქვეყნის შესაბამისი პროცედურების გავლა. თითოეულ ქვეყანას ეს პროცედურები განსხვავებული აქვს, ანალოგიურადაა ჩვენთანაც. შესაბამისად, თავისი არსით, როგორც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება, ასევე, საქართველოში მიღებული განათლების და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება უცხოეთში, გულისხმობს, თვითონ ამ დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას, რომ დოკუმენტი ნამდვილადაა გაცემული იმ პირის სახელზე, რომელიც დოკუმენტშია მითითებული; დოკუმენტის გამცემი დაწესებულება აღიარებულია დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში.  ვინაიდან ესაა წინაპირობა. თუ ქვეყანა არ აღიარებს იმ დაწესებულებას და მის მიერ გაცემულ დოკუმენტს, შესაბამისად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოც არ ცნობს ასეთ განათლებას.

რამდენად ხშირია უარი მსურველებისთვის დიპლომის არ აღიარებასთან დაკავშირებით?

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებით უარის თქმის შემთხვევები არის საერთო მასიდან 4 % -ი. მიზეზი ძირითადად არის დისტანციური სწავლება. საქართველოს სახელმწიფო არ აღიარებს დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღებას. პირი რეალურად უცხო ქვყანაში არ მგზავრობს, უბრალოდ საქართველოდან ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით იღებს განათლებას. არის კიდევ მიზეზი, თავად უცხო სახელმწიფო არ ცნობს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ან იმ დაწესებულებას, რომელმაც ეს დოკუმენტი გასცა.

გადაცემის სრული ლაივ ჩანაწერი

თუ არის დიფერენცირება უცხოური უმაღლესი სასწავლებლების მიერ, სად არის მიღებული განათლება საქართველოში, კერძო თუ სახელმწფიო უმაღლეს სასწაველებელში?

რაც დრო გადის ამ დიფერენცირებას არ აკეთებენ. ქვეყების უმეტესობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, სადაც ასახულია ინფორმაცია უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც მიღებულ განათლებასაც ისინი ცნობენ.

ყველაზე ხშრიად რომელ ქვეყანაშია აღიარებისას შეფერხება?

წელიწადში 20-მდე შემთხვევა შეიძლება იყოს გერმანიაში.

რამდენად ხშირია მომართვიანობა ცოდნის დადასტურების თხოვნით?

უცხოეთში მიღებული განათლების დადასტურების თაობაზე ერთი წლის განმავლობაში შარშან დაახლეობით 9500-მდე განცხადება განვიხილეთ, აქედან დაახლოებით 4 %-ი, 300-მდე განაცხადზე მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება, სადაც ძირითადი არგუმენტი იყო დისტანციური განათლების მიღება. საქართველოში მიღებული განათლების აღაირების თაობაზე ჩვენ მიერ მიღებულია დაახლოებით 6000-მდე გადაწყვეტილება. თუმცა, ეს მონაცემი მოიცავს ასევე ზოგად და პროფესიულ განათლებასაც.

თუ არსებობს გარკვეული პროფესიები, სადაც ძალიან პრობლემატურია განათლების დადასტურება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში?

ჩვენს ქვეყანას ასეთი რეგულაცია არ აქვს დადგენილი თუ უცხო ქვეყანა აღიარებს ამ კვალიფიკაციას ჩვენ ვცნობთ. რაც შეეხება უცხოეთს, სამედიცინო განათლების მიმართ აქვთ ხოლმე უფრო მეტი მოთხოვნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები