LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვითარებაა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე, რა ხდება ნავთობის ფასის გარშემო, შევიდა თუ არა მსოფლიოს ეკონომიკა რეცესიაში – “ბიზნეს კურიერთან” დემურ გიორხელიძე საუბრობს

5
20180502132809

მსოფლიო საფონდო ბირჟები ნელ-ნელა ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებიან: ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა მაისის ბოლოს გაიხსნა.

ნავთობის ფასი კი, მატებას განაგრძობს.

ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულზე დაფიქსირდა. ვითარება ახლა რადიკალურად შეცვლილია.

OPEC-ის წევრი ქვეყნების შეხვედრის მოლოდინისა და 2020 წლის მარტში დაწყებული კრიზისის ფონზე ნავთობზე ფასმა უკვე მაქსიმუმს მიაღწია.

Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე $40-საც კი გადასცდა.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას ვარაუდობს. ასევე ვარაუდობენ, რომ ვარდნა შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე 2009 წლის კრიზისისას იყო.

შევიდა თუ არა მსოფლიოს ეკონომიკა რეცესიაში, რა ხდება მსოფლიო საფონდო ბირჟებზე, რა ვითარებაა ნავთობის ფასის გარშემო და რამდენად იქონიებს გავლენას აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა ზოგად ეკონომიკურ ფონზე მსოფლიოში, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი და პროფესორი დემურ გიორხელიძებიზნეს კურიერთან“ საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები