LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, ვიდრე კოსმეტოლოგიურ კაბინეტში შეხვალთ – სილამაზის აკადემია

33
marina-ozmanovi-show-frtn

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდეთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებსა და ესთეტიკურ ცენტრებში შესვლამდე –  ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა მარინა ოზმანოვმა ისაუბრა.

რა უნდა იცოდეს კოსმეტოლოგმა?

საუბარი და მითითებები არავის უყვარს, მაგრამ ვთვლი რომ ეს ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი თემაა. ამის ცოდნა საჭიროა როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტებისთვის. პაციენტი, რომელიც მიდის კოსმეტოლოგიურ კაბინეტში, ესთეტიკურ ცენტრსა თუ კლინიკაში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იქ დახვდება პროფესიონალი, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი.

კოსმეტოლოგი უნდა იყოს (არა ინექციონისტი) სამედიცინო განათლების პირი, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა უმაღლესი თუ საშუალო. კანონით კოსმეტოლოგ-ესთეტისტებს არ ევალებათ უმაღლესი სამედიცინო განათლება. მან უნდა იცოდეს ადამიანის ანატომია, ფიზიოლოგია, გავლილი ჰქონდეს დერმატოლოგიის კურსი და ფლობს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ნორმებს. ჩემთვის მიუღებელია სხვა განათლების მქონე პირის კოსმეტოლოგობა. ეს პროფესია მხოლოდ ანთებითი ელემენტების დამუშავება არ არის და არც სახის გადაქერცვლა. კოსმეტოლოგმა უნდა იცოდეს ანატომიაც, ფიზიოლოგიაც, დერმატოლოგიის საფუძვლებიც, იცოდეს ფარმაკოლოგია, რათა სწორად გამოიყენოს სხვადასხვა ნივთიერებები მკურნალობის სქემაში. ერკვეოდეს სისტემურ დავადებებში, იმისთვის რომ არ მიიღოს გართულებები.

რაც შეეხება ინექციებს…

კატეგორიულად იკრძალება ინექციური პროცედურა ჩაატაროს არა ექიმმა! აქ მხოლოდ უმაღლესი განათლებაა საჭირო. უპირატესობა ენიჭებათ დერმატოლოგებს, პლასტიკურ ქირურგებს და ყბა-სახის ქირურგებს, რომლებმაც სახე და კანის სტრუქტურა ყველაზე უკეთ იციან. მეორე მთავარი მომენტია, რამდენად კვალიფიცირებულია ექიმი კოსმეტოლოგი. თუ პირველივე ვიზიტისას, ექიმი პირდაპირ ბოტულინო თერაპიას შემოგთავაზებთ, თამამად შეგიძლიათ გამობრუნდეთ და გამოიხუროთ კარი. ყოვლად მიუღებელია პაციენტის უნახავად, მონაყოლით რამე პროცედურის დანიშვნა. ექიმი-კოსმეტოლოგი პირველ ვიზიტზე უნდა უწევდეს სრულფასოვან კონსულტაციას. მან უნდა დაათვარიელოს სუფთა კანი. განსაზღვროს კანის ტიპი და რაც მთავარია სწორად შეკრიბოს ანამნეზი: როგორ უვლის პაციენტი ყოველდღე კანს, იღებს თუ არა რაიმე წამალს ამჟამად ან ბოლოს როდის და რა წამალი მიიღო, რა ინფექციური დაავადება აქვს გადატანილი, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება ან ალერგია, ზოგჯერ გარკვეული ანალიზებისა და კვლევების ჩატარებაცაა საჭირო, მხოლოდ სრულფასოვანი ანამნეზის შეკრების შემდეგ აქვს უფლება ექიმ-კოსმეტოლოგს შეადგინოს პროცედურების ინდივიდუალური პროგრამა, განიხილოს პაციენტთან რა პროცედურაა აუცილებელი და რომელია სასურველი.

აუცილებელი არის თუ არა ექიმმა აუხსნას პაციენტს ყველა დანიშნული პროცედურის მექანიზმი?

აუცილებელია პაციენტმა იცოდეს, რა შედეგს უნდა ელოდოს და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს პროცედურას. (მაგ:სიწითლე, ჩალურჯენა და ასე შემდეგ). ექიმ-კოსმეტოლოგი კარგად უნდა ერკვეოდეს იმ პროცედურებში, რასაც პაციენტს სთავაზობს, იმისთვის რომ გასაგები ენით შესძლოს მისი პაციენტისთვის ახსნა. ექიმი-კოსმეტოლოგი არასოდეს ირჩევს ერთ მეთოდს სიმბოლურად. იგი ყოველთვის უნდა სთავაზობდეს პაციენტს ალტერნატივას, 2-3 ვარიანტს. კიდევ ერთი შეცდომა რაც უნდა განვიხილო, როგორც წესი ის ახალბედებისთვისაა დამახასიათებელი. ექიმ-კოსმეტოლოგი არასოდეს არ უნდა აყვეს პაციენტის ახირებას. ის ვალდებულია მოუსმინოს პაციენტს, გაიგოს რის გამო მივიდნენ მასთან, შემდეგ აუხსნას და დაუსაბუთოს თუ რატომ უკეთებს ან არ უკეთებს აღნიშნულ პროცედურას. ექიმ-კოსმეტოლოგი, როგორც წესი, ერთ კონკრეტულ ბრენდს არ ნიშნავს, არამედ სთავაზობს რამოდენიმე ვარიანტს. პაციენტს აძლევს არჩევანის უფლებას ბიუჯეტის მიხედვით იყიდოს მისთვის საჭირო ესა თუ ის პროდუქცია. რა თქმა უნდა, ექიმი უნდა ერკვეოდეს იმ პროდუქციაში, რითაც თავად სარგებლობს კაბინეტში. ეს ეხება როგორც ინექციას ასევე ზედაპირულ მოხმარების საშუალებას. პრეპარატის არჩევის დროს აუცილებელია რიგი ფაქტორების ცოდნა. ყურადღება უნდა მიექცეს: მწარმოებელ ქვეყანას, ქარხანას, რამდენად სანდო კვლევებით ასაბუთებს ამ პრეპარატის ხარისხს, დაწვრილებით უნდა გაეცნოს მის შემადგენლობას და გამოყენების ტექნიკას, დარწმუნდეს მის ხარიხსა და შემადგენლობაში.

თავმოყვარე ექიმი ყოველთვის აგრძელებს სწავლას, იზრდის კვალიფიკაციას. ცდილობს გაერკვეს ყველა სიახლეში და იცოდეს თანამედროვე მეთოდები და ტენდენციები. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით!თუ ექიმი არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, ის ვერ მიიღებს სასურველ შედეგს, ამისთვის კი საჭიროა უწყვეტი სწავლა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები