LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს – თაია მახარაშვილი გადაცემაში „ინსაიდერი“

59
taia maxarashvili

29 მაისს გადაცემა „ინსაიდერის“ თემაა, რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს. გადაცემის სტუმარი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თაია მახარაშვილია.

როცა სკოლაში ან სკოლის გარეთ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ვიგებთ, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, რომ ამ ამბავზე პასუხისმგებელი მოვიკითხოთ, თუმცა, ალბათ ამის ძიება ბევრად ადრე უნდა დავიწყოთ. ყველამ, დირექციამ, მოსწავლემ და მშობელმა, ბავშვის სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები და ვალდებულებები.

როგორც წესი ამ თემებზე მაშინ ვიწყებთ ხოლმე საუბარს, როცა გამოუსწორებელი ან ძნელად გამოსასწორებელი შემთხვევა ხდება. ვნერვიულობთ, ვაჭრელებთ სოციალურ ქსელს და ბოლოს ვივიწყებთ. ვერ დავუბრუნებთ ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ 16 წლის გოგოს სიცოცხლეს, თუმცა თუ მშობელს მშობლის, მასწავლებელს მასწავლებლის და მოსწავლეს მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები კარგად ეცოდინება, შესაძლოა, სხვა ბევრი მოსწავლე გადავარჩინოთ უცაბედ, გაუფრთხილებლობით მომხდარ ტრაგედიას, ბულიგს თუ სხვა და სხვა.

თუ მოსწავლე არ მიდის სკოლაში, მაშინ პირველ რიგში მშობელმა მასწავლებელი უნდა გააფრთხილოს. ეს თემა სისტემატიურ ხასიათს თუ მიიღებს, მასწავლებელი უკვე მეტად ყურადღებით იქნება, როცა მისი მოსწავლე არ დაესწრება გაკვეთილს და ამის შესახებ გაფრთხილებულიც არ იქნება. ალბათ ესაა ის გზა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ თუ ნახტომებით უნდა გავიაროთ. კოორდინირებული მუშაობა ერთმანეთთან.

თაია, თქვენი ორგანიზაცია ცდილობთ მშობლებს სხვადასხვა ტრენინგებით ასწავლოს რა უფლებები აქვთ მათ, რა აქვს სკოლას და რა მოსწავლეს. რა კონკრეტული მაგალითებითა და დარღვევებით მოდიან თქვენთან და რა მაგალითებზე გთხოვენ რჩევებს?

ესაა ძირითადად ბულინგის პრობლემა, მასწავლებლებისგან არასათანადრო დამოკიდებულება მოსწავლისადმი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პრობლემა.

სად არის დღეს მთავარი პრობლემა მოსწავლეში, მასწავლებელში, სკოლაში თუ სამივეში ერთად?

მთავარი პრობლემა არის კომუნიკაციაში, ამ სამ რგოლს შორის, ვიტყოდი უფრო ოთხს, სკოლა, მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე. ჩვენ თუ კომუნიკაციას უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და გვეცოდინება ის საერთო თამაშის წესები, რაც ყველასთვის იქნება მისაღები და ყველანი ვიქნებით შეთანხმებულები, შემდეგ უკვე ეს ურთიერთობა იქნება მარტივი და მისაღები ფორმით გამოხატული. ახლა გვაქვს ბევრი კონფლიქტები, ბევრი დისკომფორტია სკოლაში თუ სკოლის მიღმა, მასწავლებლები მშობლებს აბრალებენ პასიურობას, მშობელი აბრალებს სკოლას ნაკლებ სურვილს ურთიერთობისას მათთან. მოსწავლეებს კიდევ თავისი მოთხოვნები და პრობლემები აქვს. ამ დროს თითქოს ცალკ-ცალკე ყველა საუბრობს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა, ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია, მაგრამ მთავარი პრობლემაა ამისთვის რას ვაკეთებთ.

გადაცემის ლაივ ჩანაწერი

 

რა არის ის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები, რაზეც უნდა დაფუძნდეს უკვე შემდგომი ურთიერთობა მოსწავლის სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან?

ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდაა საუბარი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, რომელიც ამბობს, რომ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს თითქმის ყველა უფლება აქვთ სკოლაში, რაც აქვთ სკოლის გარეთ და ეს უფლებები არის ძირითადად დემოკრატიული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული უფლებები და თავისუფლებები, რაც აღიარებულია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. თანასწორობა, ის რომ დისკრიმინაციული არ უნდა იყოს გარემო, უნდა მოვერიდოთ გამორჩევას რომელიმე მასწავლებლის ან მოსწავლის ან მშობლის. ის რომ ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული პატივისცემაზე და ერთმანეთის უფლებების აღიარებაზე, ის რომ ნებისმიერი დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს იმგვარი რომ  ვინმეს ღირსება შელახოს და მიაყენოს შეურაცხყოფა.

სკოლა ვალდებულია, რომ ყოველ ახალ მოსწავლეს, სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან გააცნოს რა უფლებები და რა ვალდებულებები აქვს მას. სად არის რპობლემა, როცა ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა?

ყველაზე ხშირად როცა ეს კითხვა დაგვისვამს მშობლისთვის მოგივსმენია, ძირითადი პასუხია არა, ძირითადად მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან.

ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა?

ეს არ არის უფლებამოსილება, ეს არის ვალდებულება და ვალდებულების არ შესრულება არის კანონდარღვევა. აქ არის ორი საკითხი, დამირგებლების ნაწილი ნამდვილად არ ესაუბრება ამის შესახებ მშობლებს, მეორე კი შეიძლება ესაუბრებიან, მაგრამ მშობლების ნაწილი არის პასიური და შეიძლება ამ ინფორმაციას ერთჯერადად ახნილს ან ვერ იმახსოვრებს ან სულაც არაა კრებაზე.

ეს ინფორმაციის მიწოდება ერთჯერადად უნდა ხდებოდეს და არა კონკრეტული პერიოდულობით?

კანონში წერია, რომ ყოველ ახალ მოსწავლეს უნდა გააცნონ. მაგრამ როცა პრიველკლასელებთან და მათ მშობლებთან იწყებს ურთიერთობას სკოლა უნდა გაითვალისწინოს რომ როგორც პირველი კლასელისთვის არის ახალი გამოცდილება სკოლა, მშობლისთვისაც ახალი გამოცდილებაა. ახლა უნდა გაერკვეს ყველაფერში. შესაბამისად, ერთჯერადად რაღაცის ახსნა არ მგონია საკმარისი, თუ გვინდა რომ შედეგი მივიღოთ ხშირად უნდა ვესაუბროთ ამაზე.

ხშირად გვესმის მასწავლებლებისგან, რომ დღეს მოსწავლეებს უფლებები გაეზარდათ, რის ფონზეც, მათ უფლებები შეეზრუდათ. რაზეა საუბარი, რა უფლებების გაზრდასა და შეზღუდვაზე საუბრობენ პედაგოგები?


არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მართალია, ხშირად ამბობენ, რომ ადრე უფრო მეტი უფლება გვქონდა და ახლა არ გვაქვს. როცა ვეკითხები რაზე საუბრობენ თავს იკავებენ ამის დაკონკრეტებისგან. შემდეგ უკვე ვხვდებით, რომ ის რომ მოსწავლეს ხმამაღლა მიმართოს მასწავლებელმა, ყური აუწიოს, თმაზე მოქაჩოს, რაც არანაირ ძალადობად არ მიიჩნეოდა, ამის აკრძალვას მიიჩევენ მათი უფლებების შეზღუდვად, თუმცა საბედნიეროდ ამას ვერ ვიტყვი ბევრ მასწავლებელზე.

ის ძირითადი უფლებებისა და ვალდებლებების რა ცოდნაა საჭირო ახალბედა მშობლისთვის, რომელსაც სკოლაში პირველად შეყავს შვილი?

პირველ რიგში, მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს და მოითხოვოს შინაგანაწესი,რომელიც ყველა სკოლას აქვს. როგორც წესი ეს არის ინდივიდუალური. გარდა ამისა უნდა გაეცნოს „ზოგადი განათლების კანონის“ რამდენიმე კონკრეტულ ჩანაწერს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის უფლებებს ეხება და იქ აღმოაჩენს ყველა მშობელი რომ ის არამარტო ვალდებულია ჩართული იყოს შვილის სასკოლო აქტივობებში და იყოს აქტიური, არამედ უფრო შორსაც წავიდეს და სკოლსი მართვაშიც კი მიიღონს მონაწილეობა სამეურვეო საბჭოში არჩევის გზით. ამის ვალდებულება აქვს სკოლას რომ ასეთი ინფორმაციის შესახებ აცნობოს სკოლას, სასურველია რომ მშობელი გარკვეული იყოს ისეთ ნიუანსებში, რომელიც უფრო კომუნიკაციას ეხება. შეატყობინოს თუ მოსწავლე აცდენს, შეატყობინოს სკოლას როცა საუბარია რაიმე გადამდებ ინფექციაზე ან ვირუსზე. ასეთი ნიუანსები თითქოს არაფერს ნიშნავს, ამდროს ჯამში ქმნის ჯანსაღ კომუნიკაციას და იმის წინაპირობებს, როცა მშობელი გარკვეული პრობლემების წინაშე დადგება და თუ დადგება, სკოლისგან ადეკვატური რეაქცია მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები