LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტენდენციებია სასტუმროების ბიზნესში – FM ქოუჩი

19
qetevan-alimbarashvili-fm-choach

გადაცემის ლაივი LIVE

რა ტენდენციებია სასტუმროების ბიზნესში – ამ საკითხზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა.

როდის იწყება სასტუმროს ისტორია საქართველოში?

თბილისის სასტუმროების  ისტორია არის ხიდი  საქართველოსა და  ევროპის ისტორიასთან. თანამედროვე სასტუმროს გაჩენამდე  თბილისში არსებობდა ქარვასლები, რეზიდენციები და ჰერბერგები, რომლებსაც თავისი კატეგორიები გაჩნდათ.  ხოლო თანამედროვე გაგების სასტუმრო საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისიდან,  1818 წელს  ჩნდება. პირველი სასტუმრო პროვანსელმა ჯარისკაცმა, ნაპოლეონის არმიის ყოფილმა გრენადერმა ჟან პოლმა ზემო კალაში გახსნა. ეს ბიზნესი თავიდან თითქოს არ იყო საინტერესო  ქართველებისთვის. მაგრამ ტენდენციები მალევე შეიცვალა და მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში სასტუმროების რიცხვი გაიზარდა, მისი მომსახურების ხარისხთან ერთად. წყაროებში ასე ჩანს თბილისის მოსახლეობის ზრდა, რაც  სასტუმროს ბიზნესის დამსახურება იყო.  სასტუმრო ინდუსტრიის  განვითარება მაღალ საფეხურზე ადიოდა.  ბიზნესმა ჩამოშლა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო და დაკარგა  თავისი პირვანდელი ბრწყინვალების სახე.

როგორია სასტუმრო ბიზნესი  დღეს საქართველოში?

სასტუმრო ბიზნესი დღეს განვითარების  ეტაპზეა და დიდ სახეცვლილებებს გადის. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროების კლასიფიკაცია ჯერ არ არსებობს საქართველოში, ამ კუთხით ნამდვილად წინ მივიწევთ. დიდ როლს ამ შემთხვევაში კონკურენცია ასრულებს, რომელიც განსაკუთრებით გამძვინვარებულია თბილისში. სწორად მართული ბიზნესი და სასტუმრო ბევრ რამეს მოიცავს საკუთარ თავში. პირველ რიგში საგულისხმოა, თვითონ მფლობელის სურვილი და დამოკიდებულება საქმის მიმართ. მაგალითად, მასზეა დამოკიდებული სასტუმროს ტიპი, კონცეფცია, მართვის პოლიტიკა.  ქართველებს სტუმარმასპინძლობა გენეტიკაში გვაქვს ჩადებული, ჩვენთვის „სტუმარი ღვთისაა“  და ეს ორი სიტყვა ბევრ რამეს ამბობს ქართველი კაცის დამოკიდებულებაზე. ამ ყველაფერს  თუ დავამატებთ მსოფლიო სტანდარტებს, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ყველაფერი იმაზე კარგად გამოვა ვიდრე წარმოგვიდგენია.

სტუდენტებს თავდაპირველად ასე ვუხსნი ხოლმე: სასტუმრო ტურისტული ინდუსტრიის საწარმოა, რომლის ძირითადი მახასიათებელია მისი კლასი და კატეგორია. ჩემი სუბიექტური აზრით, სასტუმრო ვერასოდეს ჩაგინაცვლებთ სახლს, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც თავი უნდა გაგრძნობინონ, როგორც სახლში. ეს არის სივრცე, სადაც ათენებთ ღამეს, იღებთ მომსახურებას, კომფორტს. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე ძვირფას რამეს იძენთ, ეს არის მოგონებები და გამოცდილება, რომელიც ფასდაუდებელია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის.

რა ტიპის სასტუმროების გამოყოფდით საქართველოში, რომელი ტიპის სასტუმროები ჭარბობს ?

ამ კუთხით ნამდვილად წინ მივიწევთ, ამის ნათელი მაგალითია ქართული ბრენდების ცნობადობის გაზრდა მსოფლიო ბაზარზე.მათი კონცეფციების აღიარება, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში. მრავლად გვაქვს სტადარტული ტიპის სასტუმროები, რომლებიც 3 ვარსკვლავიან სასტუმროებთან შეგვიძლია გავაიგივოთ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გვიჭირს ხოლმე სტანდარტების გათვალისწინება. ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პროექტში მიზნობრივობის გარეშე იხარჟება თანხები საქმის არცოდნის გამო, როცა ანალოგიური ბიუჯეტით ბევრად კარგი პროექტის გაკეთება შეიძლება. გვაქვს ასევე საერთაშორისო ქსელური სასტუმროები, რომლებიც უფრო მრავლდებიან საქართველოს მასშტაბით. ყველაზე კარგად კი მაინც გესთჰაუსების და ჰოსტელების ტიპის სასტუმროები იყიდება და ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ტიპის სასტუმროები, ბაზრის სეგმენტიდან გამომდინარე. ქართული მასპინძლობა, სტუმართან ურთიერთობა ჩარჩოების გარეშე, ყველაზე ძვირფასია ხოლმე სტუმრისთვის. ვერაფერი შეედრება მასპინძლის მომზადებულ კერძს, ზოგჯერ ცომიან ხელებს და ცხელ ხაჭაპურს, ამ დროს არავინ უკვირდება ენების სრულფასოვან დონეზე ცოდნას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დღიური გაქირავებაში მყოფი  ბინები, რომლებმაც ბაზრის წილის დიდი ნაწილი დაიკავა და პირდაპირ კონკურენციაში მოდიან   სასტუმროებთან,  მათი პორობებიდან და ფასიდან გამომდინარე. რაც შეეხება მაღალი ტიპის სასტუმროებს, საკმაოდ ცოტა გვაქვს და სამწუხაროდ შესაბამისი მომსახურებისთვისაც ჯერ არ ვართ მზად. ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით გაეროს ტურიზმის მსოფლიო ასოციაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკლასთან ერთად საირმეში საირმეში მალე ტურიზმის სკოლა გაიხსნება, რომელიც გადაამზადებს კადრებს მისცემს თეორიულ და არც მთავარია პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას.

ჯერ არ არსებობს კლასიფიკაცია და ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, რაც ძალიან დაეხმარება სასტუმროების ბიზნესს განვითარებაში.

რეკომენდაციები:

ამ ბიზნესში მყოფი პირები სხვადასხვა ბიზნესების მფლობელები არიან და შემდეგ ჰკიდებენ ხელს სასტუმროს საქმეს. ხშირია შემთხვევები, როცა ზედაპირულათ უყურებენ სასტუმროს ბიზნესს, მაგრამ შემდეგ პრაქტიკაში რწმუნდებიან, რომ მეტი დაფიქრება მართებდათ. თუ წინასწარ  გაიაზრებენ ბევრ საკითხს, სადაც მათი ცოდნა არ არის საკმარისი  და პროფესიონალებს მიმართავენ, რეალურად დანაზოგსაც გააკეთებენ და რისკებს აირიდებენ თავიდან. ასევე საგულისხმოა,  რომ სასტუმრო ბიზნესს მომენტალური მოგების მოტანა არ შეუძლია და ამისათვის დროა საჭირო.

მართველები სტრუქტურირებულად უნდა იმოქმედებენ,  მოახდინონ ბრენდის სწორი  პოზიციონირება, შექმნან მძლავრი მენეჯმენტი ყველა რესურსის გამოყენებით. ხოლო მომუშავე პერსონალს  შეუქმნან მისაღები პირობები, როგორიცაა სამუშაო გარემო,  ნორმირებული გრაფიკები, ბენეფიტები. ამით კადრის შენარჩუნებას შეძლებენ, რომელიც დღევანდელ დღეს ასეთი დეპიციტურია. დავამატებდი, რომ მხოლოდ დიდი ბიუჯეტი არ არის გამოსავალი და მხოლოდ მისი დახმარებით არ შეიძლება ბენეფიტების გაკეთება. სასტუმროს მართვა ეს ის საქმეა, სადაც ინდივიდუალური მიდგომის გარეშე თითოეულ დამსაქმებელთან წარმოუდგენელია სტუმარს შესთავაზო გულწრფელი, გულითადი მომსახურება და მასპინძლობა.

დასაქმებულ და პირველ საფეხურებზე მყოფ ადამიანებს ვეტყოდი, რომ იპოვნონ თავისი თავი. არ არსებობს დაუფასებელი საქმე, არ არსებობს გასცეთ და არ დაგიბრუნდეთ, წარმატება აუცილებლად მოვა თუ ამას დაიჯერებთ. არასოდეს თქვათ „იმას ვაკეთებ რასაც მიხდიან“, რადგან  ჯერ საკუთარ სახელისთვის აკეთებთ და მერე სხვისთვის.

 

 

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები