LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი აქვს ბრენდინგს ქვეყნის განვითარებაში – FM ქოუჩი

10
alexi-chiqovani-fm-couch

გადაცემის ლაივი LIVE

რა როლი აქვს ბრენდინგს ქვეყნის განვითარებაში და ვინ არიან ბრენდადამიანები – ამ თემებზე ალექსი ჩიქოვანმა გდაცემაში “FM ქოუჩი” ისაუბრა.

რა კავშირი აქვს ბრენდს და პატრიოტიზმს?

თუ დავუფიქრდებით, საქმის კეთება დღეს, 21 – ე საუკუნეში ყველაზე მძლავრი საშუალებაა იყო შენი ქვეყნის პატრიოტი. როდესაც საქმეს აკეთებ და მას კარგად აკეთებ, გარდა იმისა რომ იხდი გადასახადებს, რომელიც შენი ქვეყნის განვითარებას ხმარდება, ამასთან ერთად, ზრდი პროფესიონალებს, ვიღაცას რაღაცას ანახებ, ხარ კონკურენციის გამომწვევი და შესაბამისად კონკურენციის გამო შენი კონკრეტული დარგის განმავითარებელი. სწორად და კარგად საქმის კეთება ძალიან ბევრ იმ შედეგს დებს, რაც მართლა პატრიოტული საქციელია.

21 ე საუკუნეში საქმის კეთება კი ბრენდის შენებაა, თავის ფილისოფიით, ღირებულებებით და იდეით. ბრენდებს აქვთ ძალა შეცვალონ რაღაც, გააუმჯობესონ და შესაბამისად წვლილი შეიტანონ ქვეყნის და მსოფლიოს განვითარებაში.

თუმცა სანამ ქვეყნის პატრიოტი იქნები, მანამ შენი თავის და შენი საქმის პატრიოტი უნდა იყო, უნდა ააშენო კარგი ბრენდი, რომელიც ბევრ  სიკეთეს მოუტანს ჯერ შენ საქმეს, მერე ქვეყანას და ასევე მსოფლიოს.

რა არის დღეს ბრენდინგი?

ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რასაც ბრენდი აკეთებს. ეს არის გზა, არჩევანი თუ როგორ გინდა იარო საქმის კეთების გზაზე, რა ღირებულებებით გინდა იხელმძღვანელო, რისთვის და ვისთვის აკეთო ეს საქმე. ბრენდინგი არის ყოველდღიური საქმიანობა, ყველა დეტალის მართვა და ყველა ნაბიჯის ისე გადადგმა, რომელიც შენს არჩევანს უხდება, ანუ სიტყვა უნდა უდრიდეს საქმეს და ეს ყოველდღიური საზრუნავია. ეს არის საქმის კეთების დისციპლინირებული მეთოდი, საქმის კეთების კულტურა, რომელიც გზრდის შენც, შენს თანამშრომლებსაც და ქვეყანას.

თუ შენ მაგარ ბრენდს აშენებ და გადიხარ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შენ წარადგენ შენს ქვეყანას, ხდის მას მეტად ცნობილს, შემოგაქვს ვალუტა და აძლიერებ შენს ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა განივთარებული ქვეყვნები სწორედ ამ ქვეყანაში შექმნილ ბრენდებზე დგანან, ამით არიან ისინი ცნობილები და ამ ბრენდებით შეაქვთ თავიანთი ქვეყნების კულტურა საზღვაგარეთ, გავლენასაც ახდენენ სხვა ქვეყნებზე.

ამიტომ სწორი ბრენდინგი ანუ საქმის სწორად კეთება, შრომის და საქმის კულტურის ქონა, მისი ჭეშმარიტი გაგებით პატრიოტიზმია, ამიტომ როგორც ერლომ ახვლედიანმა თქვა, ყოველმა ჩვენგანმა სამშობლო უნდა გადაარჩინოს საკუთარ თავში.

ვინ არიან დღეს ბრენდი ადამიანები?

მაგალითად, მადონა, ფედერერი. ეს ადამიანები წლებია ინარჩუნებენ პოპულარობას. მათ იქირავეს სტრატეგები, რომლებმაც იმუშავეს მათზე. კარგი ინტერვიუ ჰქონდა დისნეის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს, რომელმაც თქვა, რომ ისინი ისეთ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც ბრენდის ხასიათში ჯდებიან. მისი თქმით, ადამიანები რაღაც დროის შემდეგს იღლებიან და რეალურ სახეს აჩენენ, ამიტომ აუცილებელია, ამ საქმისთვის მოძებნოთ კადრები, რომლებსაც უყვართ ბრენდი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები