LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მითები არსებობს ლიპოსაქციასთან დაკავშირებით – სილამაზის აკადემია

6
mixeimajavarianinews

რა მითები არსებობს ლიპოსაქციასთან დაკავშირებით – გადაცემის „სილამაზის აკადემიის“ სტუმარია პლასტიკური ქირურგი მიხეილ მაჭავარიანი.

რა მითები არსებობს ლიპოსაქციასთან დაკავშირებით?

იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, 250 მლნ ადამიანზე მეტი, იტანჯება გაცხიმოვნებით და ამასთან 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი იმყოფება გაცხიმოვნებების ზღვარზე, რა საკვირველია, ისეთი ქირურგიული ჩარევა, როგორიც არის ლიპოსაქცია, გახდა ძალიან მოთხოვნადი.

მითი 1: ლიპოსაქციახელს უწყობს წონის დაკლებას.  

ლიპოსაქცია არ არის წონის დაკლების საშუალება. უფრო მეტიც, ის უკუნაჩვენებია ჭარბწონიან ადამიანებში. ლიპოსაქცია არის ლოკალიზებული ცხიმოვანი დეპოზიტების მოცილების პროცედურა, სხეულის კონტურების გაუმჯობესების მიზნით. ზოგჯერ ხდება, რომ ნორმალური წონის  მქონე ადამიანში ცხიმი არათანაბრად ნაწილდება: არის გარკვეული პრობლემური ზონები, რომლებშიც ჭარბი ცხიმი გროვდება და ისინი პრაქტიკულად არ ექვემდებარებიან არაქირურგიულ კორექციას. სწორედ ამ უბნებში გამოიყენება ლიპოსაქცია.

სიმსუქნე კი  არის დაავადება, რომელსაც ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები მკურნალობენ, სრულიად განსხვავებული მეთოდებით.

მითი 2: ლიპოსაქცია ხელს შეუწყობს ცელულიტის მოცილებას.

ცელულიტის პრობლემა არ არის ჭარბი წონის პრობლემა. ცელულიტი არის კანქვეშა ცხიმოვანი შრის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაციის დარღვევით, რაც იწვევს ცხიმოვანი ქსივილის დისტროფიულ ცხვლილრებებს. ცელულიტი შეიძლება გამხდარ ადამიანსაც აღენიშნებოდეს. ასევე ლიპოსაქცია არ აუმჯობესებს კანის ხარისხს და არ არის ეფექტიანი საშუალება  მოდუნებული, გაწეილილი კანის მდგომარეობის გაუმჯობესებითვის.

მითი 3: ლიპოსაქციის შემდეგ ცხიმოვანი ქსოვილი კვლავ დაგროვდება.

ლიპოსაქციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი არის ცხიმოვანი უჯრედების სამუდამოდ ამოღება, ცხიმოვანი უჯრედები კი არ მრავლდება.  იბადება ლოგიკური კითხვა: მაშ, რატომ იმატებენ ადამიანები წონაში? – საქმე ის გახლავთ, რომ  არსებობს თვით ცხიმოვანი უჯრედების “სიმსუქნე”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იზრდება ცხიმოვანი უჯრედების მოცულობა და არა მათი რიცხვი.

ლიპოსაქცია საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა, თუმცა, დარჩენილ ცხიმოვან უჯრედებს შეუძლიათ მოცულობის გაზრდა და ამ გზით  კვლავ დაგროვება პრობლემურ ადგილებში. სწორედ ამიტომ, ამბობენ, რომ ლიპოსაქცია არ არის პანაცეა.იგი  არ შეიძლება ჩაითვალოს დიეტისა და ვარჯიშის შემცვლელად.

მითი 4: ლიპოსაქციის ეფექტი დაუყოვნებლივ შეიმჩნევა:

ოპერაციის შემდეგ ვითარდება შეშუპება, რის გამოც, საბოლოო შედეგის მიღწევას შეიძლება სამ თვემდე დაჭირდეს. ასევე საჭიროა 1 თვე კომპრესიული თეთრეულის ტარება.

მითი 5: ერთი პროცედურა საკმარისია:

სხეულისთვის არაფიზიოლოგიური და საშიშია ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით ცხიმის ამოღება. ასე რომ, სასურველი შედეგის მიღებას შეიძლება რამდენიმე პროცედურა დაჭირდეს.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიპოსაქცია საკმაოდ რთული ქირურგიული ოპერაციაა, თავისი რისკებით და გართულებებით.  საჭიროა, კონსულტაციის გავლა ქირურგთან, რომელიც მოგაწვდით  დეტალურ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები