LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ცვლილებების შიშს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

26
nino-menagarshvili-rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

ადამიანებს ხშირად აშინებთ ცვლილებები და ურჩევნიათ ჩვეულ რუტინაში გააგრძელონ ცხოვრება. რას უკავშირდება ცვლილებების შიში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოთერაპევტმა ნინო მენაღარიშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს ცვლილებების შიში?

ცვლილებების ანუ შეუცნობელის შიში ჩვენი ფსიქიკის ფიზიოლოგიური დაცვითი მექანიზმია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ არსებობის მანძილზე შეძენილი მდგომარეობა. მაგრამ წინსვლისთვის გვესაჭიროება ცვლილებები, ახლის შეცნობა, რომელიც გაიგივებულია პროგრესთან ან თუნდაც შეცდომებთან, რომელთა გამოსასწორებლად გამოყენებული გამოცდილებაც წინსვლაში გვეხმარება.
ცვლილებების საჭიროება ნაკლებად დგება, როდესაც ადამიანი კომფორტულად, ჰარმონიულად გრძნობს თავს, ამიტომაც ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად ეშინიათ ცვლილებების, ცდილობენ რაციონალიზაციის გზით სიტუაციის “კომფორტიზაციას”, ან საერთოდ არ ფიქრობენ ამ თემაზე.

რა მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებების შიში?

1. “ვიცი რასაც ვკარგავ, მაგრამ არ ვიცი რას მოვიგებ”
ამ ტიპის შიშის დროს ადამიანი არჩევს რუტინულ, უკვე გამოცდილ ცხოვრების წესს, რადგან სიახლე გაიგივებულია საფრთხესთან. უდავოა, რომ მიზეზები ბავშვობიდან იღებს სათავეს და ჰიპერპროტექტულ (ზედმეტად დაცულ) აღზრდასთან არის კავშირში.

რჩევა: გაუკვალავ გზაზე სიარული ბავშვობიდან ისწავლება. ზედმეტი აკრძალვა და ბავშვისთვის მოქმედების არეალის შეზღუდვა აჩენს ამ იდენტიფიცირებული არეალის მიღმა საფრთხის შეგრძნებას.
2. “იქნებ ვცდები”
შეცდომის შიში, ტენდენცია რომ სამყარო დაყოფილია მიღწევებად და მარცხად. მარცხის არსებობის ალბათობა არის ის შიში რომელიც მოტივაციას კლავს. ჯობია არაფერი ვცადო, ვიდრე ვცადო და მარცხს შევეჯახო. ამ ტიპის შიში ძირითადად პერფექციონისტებს აქვთ, ადამიანებს რომლებიც თავს შეცდომის უფლებას არ აძლევენ. ანუ რომლებსაც ბავშვობიდან, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეცდომების დაშვების შიში განუვითარდათ.

რჩევა: მნიშვნელოვანია ბავშვის შექება, წახალისება. შეცდომა არ უნდა იყოს აღქმული როგორც ტრაგედიად.
3. “არაფერი არ გამოვა”
ამ ტიპის შიში ახასიათებს ისეთი ფსიქოტიპის ადამიანებს, რომლებსაც არსებობის ფორმა მიმეტიზმი აქვთ. ანუ სხვადასხვა ადამიანებთან არიან ისეთები, როგორებიც ინტუიციურად გონიათ რომ სხვას ესიამოვნება. ამიტომ ხშირად სვავენ კითხვას: ვინ ვარ მე ან რისი გაკეთება შემიძლია ?

რჩევა: ნუ იქნებით ძალიან მკაცრი აღზრდის პროცესში, იმისათვის რომ ბავშვს არ შეეშინდეს გამოავლინოს თავი და არ “ითამაშოს” ის ვინც თქვენ გინდათ რომ იყოს.

4. “ხელსაყრელი მომენტი არ არის”
ეს არის ფსიქიკის მცდელობა ირაციონალური შიშის რაციონალიზაციის. საშუალება, რომელიც ამცირებს ინტრაფსიქიურ კონფლიქტს და ცვლილებების საჭიროების მოთხოვნილებას ამცირებს. ეს მექანიზმი ხშირად ნარცისული ფსიქოტიპისთვისაა დამახასიათებელი. ერთის მხრივ მარცხი დეპრესიის რეალურ რისკს წარმოადგენს, მეორეს მხრივ ქვეცნობიერი სურვილი დაუკმაყოფილებლობის (ისტერია).

რჩევა: ნუ შეეჭიდებით გრანდიოზულ პროექტებს, განიხილეთ როგორც ცალკეული ეტაპები.
5. “მარტო ვერ შევძლებ”
დაბალი თვითშფასება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შეუძლებლობა … განსაკუთრებით ახალგაზრდა პოპულაციაში, სადაც მშობლები აგრძელებენ შვილების მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებას.

რჩევა: მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა თვითონ გააკეთოს მნიშვნელოვანი არჩევანი (პროფესიის, სიყვარულის ობიექტის, მეგობრების…)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები