LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვჭირდება ბედნიერებისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

37
maiaxositashvilishow

გადაცემის ლაივი LIVE

რა გვჭირდება ბედნიერებისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაია ხოსიტაშვილმა ისაუბრა.

როგორია ბედნიერების მეცნიერული განსაზღვრება?

ცნობიერად თუ არაცნობიერად, პირდაპირ თუ ირიბად, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რაზეც არ უნდა ვოცნებობდეთ, რისიც არ უნდა გვჯეროდეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს კეთილდღეობისა და ბედნიერების ღრმა და ძლიერი სურვილი. ბედნიერება არის ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრუნავი.

პოზიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარი Sonja Lyubomirsky  აღწერს ბედნიერებას, როგორც ორი ძირითადი კომპონენტის კომბინაციას, რომელთა ერთდროულად არსებობაც აუცილებელია ბედნიერების ბუნებრივი განცდის წარმოქმნისათვის:

• პოზიტიური ემოციების გამოცდილება

• ცხოვრებით კმაყოფილება და ცხოვრების საზრისის ქონა

ზოგიერთი  მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბედნიერება არის თანდაყოლილი თვისება, ამდენად ადამიანისთვის მოთხოვნა, რომ გახდეს მეტად ბედნიერია, იგივეა რაც მოვთხოვოთ სიმაღლეში გაიზარდოს. კვლევებზე დაყრდნობით, ბედნიერების 50% განპირობებულია ჩვენი გენებით, 10% – ჩვენი ცხოვრების გარემოებებით, ხოლო 40% კი – დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებზე/მოქმედებებზე. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ბედნიერება ჩვენი არჩევანია.

მთავარი მითი ბედნიერების შესახებ…

ბედნიერების საყოველთაოდ მიღებული მცდარი ფორმულა ასეთია: ,,თუ ვიმუშავებ უფრო მეტს, ვიქნები მეტად წარმატებული. ხოლო, თუ ვიქნები მეტად წარმატებული, ვიქნები მეტად ბედნიერი“. კერძოდ, ითვლება რომ ბედნიერება ცხოვრების რბოლის ემოციური ფინიშია. ჩვენს წარმოდგენაში სცენარი ასეთია: უნდა გავხდეთ წარმატებულები, რათა შემდეგ ვიყოთ ბედნიერები. გვჯერა, რომ წარმატება წინ უძღვება ბედნიერებას.

შედეგად, ყოველთვის როდესაც ვაღწევთ წარმატებას, ჩვენი გონება იწყებს ახალი მიზნის დასახვას, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. თუკი ბედნიერება არის წარმატების მეორე ბოლოში, გამოდის, რომ ჩვენი გონება ვერასოდეს მიაღწევს მას. ეს არის ცხოვრება ,,მიზნების დევნაში”. ხშირად მიუხედავად მიზნების მიღწევისა და წარმატებებისა, ბედნიერების ხარისხი არ იზრდება, მეტიც ერთგვარ დანაკლისს განვიცდით. ზოგჯერ, ყველა მიზანს ვაღწევთ, თუმცა მაინც დანაკლისისა და ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობის განცდით ვცხოვრობთ.

რა შეცვალა კვლევებმა ბედნიერების ფორმულაში?

პოზიტიური ფსიქოლოგიის კვლევების შედეგად, ბედნიერების ფორმულა შეიცვალა და დადგინდა, რომ ეს პრინციპი პირიქით მუშაობს: წარმატებას არ მოაქვს ბედნიერება. უფრო პირიქით – ბედნიერებას მოაქვს წარმატება.

კვლევების თანახმად, ჩვენი ტვინი მუშაობს ბენიერების საყოველთაოდ აღიარებული ფორმულის საპირისპიროდ. თუკი გაიზრდება ადამიანის პოზიტიურობის ხარისხი, იზრდება ტვინის ეფექტიანობა. ტვინი პოზიტიური ემოციების დროს 31%-ით მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ნეიტრალური ან სტრესული პირობების შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფორმულა შესაცვლელია: თუკი ვიპოვით გზას, რომ ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე აწმყოში, შედეგად ტვინი იმუშავებს ბევრად წარმატებულად და შევძლებთ ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანად, სწრაფად და გონიერად. შედეგად, უფრო ადვილად ვაღწევთ წარმატებას, რაც კვლავ გვაძლევს პოზიტიური ემოციების ახალ გამოცდილებას.

გარდა ამისა, მაგალითად, ერთ-ერთი ჰორმონი – დოფამინი, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა პოზიტიური ემოციების დროს, ასრულებს ორ ფუნქციას: გვხდის უფრო ბედნიერს და გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის დასწავლის ცენტრებზე, შედეგად  ტვინი ხდება მოქნილი და პოულობს გარემოსთან ადაპტაციის ახალ, განსხვავებულ გზებს. ამდენად,  გავზარდოთ  ბედნიერების ხარისხი ნიშნავს, გაიზარდოს ჩვენი წარმატების შანსი.

როგორია ბედნიერების განცდის მარტივი სტრატეგიები?

ბედნიერების მდგომარეობას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ემოციას აქვს საკუთარი ფიზიოლოგიური მექანიზმი. კერძოდ, ბედნიერების განცდაში მნიშნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ოთხი ძირითადი ჰორმონი, რომელთა პროვოცირებაც შესაძლებელია თვითზრუნვასთან დაკავშირებული აქტივობების ყოველდღიურობაში დანერგვით.

,,ბედნიერების ჰორმონები“:
• ენდორფინი – ტკივილის გამაყუჩებელი.
• სიცილი
• ეთერზეთები
• შავი შოკოლადი
• ფიზიკური აქტივობა
• მასაჟი
• ჭიქა შავი ღვინო საყვარელ ადმიანთან
• დოფამინი – დაჯილდოვების ქიმიური ნივთიერება
• საყვარელი საკვების მირთმევა
• მცირე წარმატებების აღნიშვნა
• სასიამოვნო აქტივობის შესრულება
• პოზიტიური აზროვნება
• მუსიკის მოსმენა
• ხარისხიანი ძილი
• სოციალური ურთიერთობები
• მასაჟი
• სეროტონინი – ,,კარგი განწყობის ჰორმონი“.
• ფიზიკური აქტივობა
• მზის სხივები
• ძილი
• ბუნება
• მადლიერების გამოხატვა
• საყვარელი მუსიკის მოსმენა
• სოციალური ურთიერთობები
• ოქსიტოცინი – ,,სიყვარულის ჰორმონი“.
• შეხება, ჩახუტება
• კომპილიმენტის თქმა
• ძაღლლთან თამაში
• სხეულის მასაჟი
• სიყვარულის გამოხატვა
• ლანჩი საყვარელ ადამიანთან ერთად

თითოეული აქტივობა, რომელიც განაპირობებს ,,ბედნიერების ჰორმონების“ გამომუშავებას უკავშირდება თვითზრუნვას და ,,ემოციების სისტემის“ ენერგიით ავსებას.

ბედნიერება სუბიექტური კონსტრუქტია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.  აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ საკუთარი თავი, რათა სწორედ ის მიდგომა შევარჩიოთ, რომელიც ყველაზე კარგად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები