LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენა აქვს ოჯახში უფროსების ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ბავშვებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

4
lika-barabadze-7-rcheva2020

რა გავლენა აქვს ოჯახში უფროსების ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ბავშვებზე – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოთერაპევტმა ლიკა ბარაბაძემ ისაუბრა.

რა გავლენა აქვს ბავშვებზე, როდესაც ოჯახში ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია?

როდესაც ოჯახურ სისტემაში ალკოჰოლზე, ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებული ოჯახის წევრია, მით უმეტეს – მშობელი, სისტემა ხდება არამყარი, არასტაბილური. ბავშვისთვის ადრეულ ასაკში ემოციური მხარდაჭერა აუცილებელია, თუ ემოციური ფონი არ იქნება სტაბილური, ის ვერ სწავლობს, როგორ დაიკმაყოფილოს მსგავსი საჭიროებები ზრდასრულ ასაკში და გარკვეულ ეტაპზე ეწყება პრობლემები. სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებული ოჯახის წევრების შემყურე ბავშვების სამყარო არაწინსწარმეტყველებადია, ზრდასრულ ასაკში ისინი მუდმივად თავდაცვით მდგომარეობაში არიან და ყველაფრის კონტროლს ცდილობენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ თუ კონტროლი მოადუნეს, მათი ცხოვრება გაუარესდება.

მოქმედებს თუ არა ასეთი გარემო ბავშვების თვითშეფასებაზე?

ბუნებრივია მოქმედებს. მათ მუდამ სჭირდებათ ქება და მოწონება, მუდამ ეძებენ გზებს, მოაწონონ თავი სხვებს. ხშირად ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება, რაც ვლინდება შენიშვნების დროს ნაწილობრივ აგრესიულ საქციელებში, ცინიკურ საუბარში.

ბავშვი/მოზარდი, რომელიც იზრდება არამდგრად ოჯახში, სადაც ერთი ოჯახის წევრი ან მშობელი მუდამ არღვევს დადებულ პირობა-საზღვრებს, რაღაც ასაკში აუცილებლად დაინახავს, რომ სხვა ოჯახებში ასე არ ცხოვრობენ, შესაბამისად აცნობიერებს, რომ მისი  ოჯახი “განსხვავებულია”. ასეთი ბაშვები ზრდასრულობაში მთელი ცხოვრება ცდილობენ გამოიცნონ, რა არის ნორმალური ქცევა. ხდება სხვებთან მუდმივი გადამოწმება, რა არის ნორმალური და რა არა. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ყურადღება გამახვილდეს ბავშვის ფსიქიკაზე, რა გარემოში გაიზრდება ბავშვი, რადგან სწორედ გარემო გარკვეულ ასაკში მის ფსიქიკაზე დიდ გავლენას მოახდენს.

საყურადღებოა, როცა ოჯახში არის წევრი, რომელიც მუდმივად თავისი საქციელით და ნივთიერებებზე დამოკიდებულებით არღვევს საზღვრებს, ბავშვები დაისწავლიან მსგავს ქცევებს. გარდა ამისა, ასეთი ბავშვები მთელი ცხოვრება ცდილობენ დამალონ ემოციები, ამ ემოციებს სისუსტის გამოვლინებად აღიქვამენ. საბოლოოდ ადამიანი სრულყოფილ სიხარულს არ განიცდის.

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ გარემოშიგაზრდილი ბავშვები თავად ხდებიან ალკოჰოლზე/ნივთიერებებზე დამოკიდებულები. მათთვის ნივთიერების მიღება მარტივი და სწრაფი გამოსავალია. მათი გადმოსახედიდან ამ დროს ტკივილი და შფოთვა მყისიერად ქრება, დიდი ძალისხმევის გარეშე, ყველა პრობლემა ცოტა ხნით ჩერდება. თუმცა, სამწუხაროდ, ნივთიერებების მოხმარება ახალ პრობლემებს აჩენს და ცხოვრება რთულდება.

ამ ტრავმატული გამოცდილებების დამოუკიდებლად გადახარშვა წარმოუდგენელი ამოცანაა. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ფსიქოტრავმატოლოგს და უკვე ზრდასრულ ასაკში გადააფასონ და გადახარშონ წარსული ტრავმული გამოცდილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები